Algestin gel - ალგესტინი გელი 40 გრამიანი
ჩვენება: დაჟეჟილობა, სილურჯე, სისხლჩაქცევები, ჰემატომა. ხერხემლის ტკივილი (კისრის, წელის, სახსრების ტკივილი). ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
შემადგენლობა
შემადგენლობა: 40 გრ. გელი; აქტიური ნივთიერება : ესცინი 0.4 გრ, დიეთილამინსალიცილატი 2.0 გრ; დამხმარე ნივთიერებები: ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი და იზოპროპილის სპირტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიური, შეშუპებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ესცინი შეიწოვება კანში და აფერხებს ქსოვილში სითხის დაგროვებას,ხელს უშლის ქსოვილის შეშუპებას. სწრაფად აქრობს ტრავმის შედეგად წარმოქმნილ ლოკალურ ანთებებს სალიცილის მჟავის ნაერთი ზრდის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და სრულად ეფექტურია ღრმა ტკივილების შემცირებისათვის. ალგესტინის გელი გამჭვირვალეა და სწრაფად შეიწოვება
ალგესტინის თვისებები:
• გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
• გამჭვირვალეა და არ ტოვებს ლაქებს
• ღრმად აღწევს კანში და სწრაფად შეიწოვება
• აქვს ლავანდის სასიამოვნი სუნი
• ხასიათდება გამაგრილებელი ეფექტით
• არ არის ჰეპატო და ნეფროტოქსიური
ჩვენებები
დაჟეჟილობა, სილურჯე, სისხლჩაქცევები. ჰემატომა. ტენდოსინოვიტი. ხერხემლის ტკივილი (კისრის, წელის, სახსრების ტკივილი). იშიასი. რევმატული ტკივილები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება
მიღების წესები და დოზები
გელი ისმევა თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში რამოდენიმეჯერ
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account