Castelane red -კასტელანი წითელი 25მლ. ფლაკონი

4,56 ლ
მარაგშია
SKU
7005_640

ჩვენება: ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გარეგანი საშუალება.
შემადგენლობა:
რეზორცინი - 2,03გ, ბორმჟავა - 0,203გ, ფენოლი - 1,016გ, ფუქსინი -0,03გ, ეთანოლი  95% -3,05მლ, გამოხდილი წყალი - 25მლ-მდე.
ჩვენება: კანდიდოზები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.                
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.                                    
გვერდითი მოვლენები: დატანისას შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: რადგან ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე).
გასათვალისწინებელია, რომ ფუქსინის შემცველობის გამო პრეპარატი ზედაპირს ღებავს წითლად!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია.                            
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლიეთილენის საცობით და თავსახურით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, გრილ ადგილზე.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy