მაკმირორი კომპლექსი კრემი 30გ

განსაკუთრებული ფასი 38,94 ლ რეგულარული ფასი 54,80 ლ
მარაგშია
SKU
3393_1146

ჩვენება: ვულვო­ვაგინალური ინფექციების კომპლექსური თერაპია, გამოწვეული ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, სოკოთი, ქლამიდიებით და Candida.

შემადგენლობა
კრემის 100 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 10 გ + ნისტატინი 4000000 ერთეული; არააქტიური ნივთიერებები: ქსალიფინი 15, მეთილ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ- ჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, 70% სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეტაკოლამინი 30%, 100გ-მდე გასუფთავებული წყალი (57. 15 გ) 
თითოეული სუპოზიტორი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 500 მგ + ნისტატინი 200000 ერთეული; არააქტიური ნივთიერება: დიმეთილპოლისილოქსანი AK 1000 კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმი, პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
აღწერა: 
ვაგინალური კრემი – ყვითელი ფერის თხევადი, ჰომოგენური კრემი; ვაგინალური სანთლები – რბილი ჟელატინის სანთლები, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ფერის მოყავისფრო ელფერით, რომლების შეიცავენ ყვითელ სუსპენზიას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. გამოირჩევა ეფექტური მოქმედებით დაავადების ბაქტერიული, პროტოზოული და სოკოვანი გამომწვევების წინააღმდეგ. ნიფურატელი, ნიტროფურანისგან არის ნაწარმოები. გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით მთელი რიგი ბაქტერიებისა და სოკოს მიმართ (მათ შორის Trichomonas vaginalis). ნისტატინი – სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, პოლი CHOH ჯგუფის. იგი არღვევს სოკოების უჯრედული მემბრანის სტეროლებს, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება. გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით Candida albicans. 
ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია საშუალებას იძლევა მივაღწიოთ უფრო მაღალ ეფექტს და საგრძნობლად გავზარდოთ მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების სპექტრი.
პრეპარატის კომპონენტების მაღალი ეფექტურობა და დაბალი ტოქსიურობა უზრუნველყოფს მისი გამოყენების ფართო სპექტრს კლინიკურ პირობებში და შერეული ეტიოლოგიის მკურნალობისას, კერძოდ მიკოზების პროფილაქტიკაში, რომლებიც გამოწვეულ იქნა ტრიქომონას არასწორი მკურნალობით. მაკმირორ კომპლექსი არ არღვევს ფიზიოლოგიურ ფლორას, რაც ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას და სწრაფად აღადგენს საშოს ფლორას.

ჩვენებები
ვულვო-ვაგინალური ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით: ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, სოკოთი, ქლამიდიებით და Candida.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად გინეკოლოგიური ან ვენერიული დაავადებებისას.

ვაგინალური სანთლები: 
1 ვაგინალური სანთელი შეიყვანება ყოველ საღამოს ძილის წინ 8 დღის განმავლობაში, ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს მენსტრუაციის შემდეგ.
მაქსიმალური თერაპეტიული ეფექტის მისაღწევად შეიყვანეთ სანთლები საშოს ზედა ნაწილში.

ვაგინალური კრემი: 
2,5 გ კრემი დღეში ერთხელ ან ორჯერ, საღამოს ან დილით, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად 8 დღის განმავლობაში. კრემის აუცილებელი დოზა უნდა იქნას შეყვანილი გრადუირებული აპლიკატორის მეშვეობით. 

გრადუირებული აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია:
აპლიკატორი უნდა დამაგრდეს კრემის ტუბიკზე. უნდა შეივსოს კრემის საჭირო რაოდენობით (შკალის მიხედვით, რომელიც მიგვითითებს რაოდენობაზე გრამებში). შემდეგ უნდა განცალკევდეს ტუბიკისგან და აპლიკატორი უნდა იქნას შეყვანილი საშოში და იქ უნდა დაიცალოს. სპეციალური მოწყობილება საშუალებას იძლევა შევიყვანოთ კრემი ისე, რომ არ დავაზიანოთ საქალწულე აპკი. ამისთვის აუცილებელია აპლიკატორის ღერძიდან მოიხსნას ნემსის ძირი და დამაგრდეს შპრიცის თავზე საპირისპირო მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კრემის საშოში შეყვანა.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის სახით.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა,რადგან არსებობს ხელახალი დაავადების საშიშროება.მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს

ჭარბი დოზირება
არ არის დაფიქსირებული

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის დაფიქსირებული მაკმირორ კომპლექსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ ადგილზე, 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: ვაგინალური სანთლები – 3 წელი
ვაგინალური კრემი – 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy