Synaflan - სინაფლანის მალამო 0.025% 15გ
ჩვენება: გამოიყენება კანის ადგილობრივი ანთებითი დაავადებებისას, ქავილის, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული დაავადებების დროს, ასევე ეგზემის, ორგანული ფსორიაზისას დროს და სხვ.
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი (Fluocinolone acetonide)
შემადგენლობა: სინაფლანი (6ა,9ა-დიფტორ-16ა, 17ა-იზოპროპილინდენდიოქსიპრეგნა-1, 4-დიენ-11B, 21-დიოლ-3,20-დიონ, ან 6ა, 9ა-დიფტორ-16ა-ოქსიპრედნიზოლონ-16, 17-აცეტონიდი), პროპილენგლიკოლი, სამედიცინო ვაზელინი, უწყლო ლანოლინი, ცერეზინი.
აღწერილობა:
ღია ყვითელი ან ყვითელი შეფერილობის მალამო
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სინაფლანს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო თვისებები, გამოწვეული სინთეზური გლუკოკორტიკოიდული ჰორმონის -ფლუოცინოლონის აცეტონიდის მოქმედებით.
ჩვენება:
გამოიყენება კანის ადგილობრივი ანთებითი დაავადებებისას, ქავილის, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული დაავადებების დროს, ასევე ეგზემის, ორგანული ფსორიაზისას დროს და სხვ.
უკუჩვენება:
სინაფლანის მალამო (ისევე, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდები) უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, კანის სოკოვანი, ათაშანგის და ვირუსული დაავადებების დროს, ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული კანის რეაქციებისას. იგი ინიშნება არ ხდება თვალის დაავადებების მკურნალობისათვის. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით კანის ფართო უბნებზე, არ არის რეკომენდებული; ასევე, პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში დაზიანებული კანის ფართო უბნებზე.
მიღების წესი და დოზები:
მალამოს ისმევენ თხელ ფენად დაზიანებულ მიდამოზე დღეში 2-3-ჯერ კანში ოდნავ შეზლვით კანში. იმის გამო, რომ სინაფლანი მცირედ შეიწოვება, გარეგანი მიღებისას პრეპარატს არ გააჩნია არსებითი ზოგადი მოქმედება ორგანიზმზე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კანის მეორადი დაზიანებებისა და მასში ატროფიული ცვლილებების განვითარება. ადგილობრივი ინფექციური გართულებების თავიდან აცილებისათვის რეკომენდებულია სინაფლანის დანიშვნა ანტიმიკრობულ საშუალებებთან შეთავსებით.
გამოშვების ფორმა:
10გ და 15 გ ალუმინის ტუბებში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
ჩამონათვალი B
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი
ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account