გასტრო ფორტე 10 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 14,13 ლ რეგულარული ფასი 18,23 ლ
მარაგშია
SKU
60052_2666

ჩვენება:გაღიზიანებული ნაწლავი, საჭმლის მონელების პროცესის დაქვეითება და მეტეორიზმი.

საკვები დანამატი საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის #10

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

კუჭის გაღიზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი და სწრაფი კვებით, ცხიმის შემცველი საკვებით ან საკვების მიღებით სტრესულ სიტუაციაში. ეს არის გავრცელებული მოვლენა , რომელიც აშშ-ში 4-დან 1 ადამიანს აწუხებს.

როგორ მოქმედებს ?

ბრომელაინი და პაპაია ეხმარება ცილების , ნახშირწყლების და ცხიმების გადამუშავებაში.

ნაღველას ფესვები ხელს უწყობს კუჭის წვენისა და ნაღვლის სეკრეციას.

როდის უნდა მივიღოთ?

გაღიზიანებული ნაწლავის, საჭმლის მონელების პროცესის დაქვეითების და მეტეორიზმის დროს.

შემადგენელი კომპონენტები კონცენტრაცია მგ/1კაფს
ბრომელაინი 150
შესაბამისი პროტეოლიზური აქტივობა 180 GDU
პაპაის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი 4:1 (Carica papaya L.) 50
შესაბამისი პროტეოლიზური აქტივობა 300 000 NFPU

ნაღველას ფესვის მშრალი ექსტრაქტი 4:1

(Gentiana lutea L.)

50

ბრომელაინი 

ეს არის პროტეოლიზური ფერმენტების ნატურალური კომპლექსი არსებული ანანასის ნაყოფის რბილობში. იგი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებას, რომელიც  იწვევს ცილების რაოდენობის შემცირებას (დაშლას) კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანებადობის დროს.

პაპაიას ხე CARICA PAPAYA L.

პაპაიას ნაყოფი შეიცავს საქარიდებს, ეთერზეთებს და ცილებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - პაპაინი, რომელიც წარმოადგენს ფერმენტების ნარევს. პაპაინი იწვევს ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების შემცირებას და საჭმლის მონელების გაადვილებას. ის ასევე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ნაღველა GENTIANA LUTEA L. 

ნაღველას ფესვის ძირითადი კომპონენტებია  გლიკოზიდები, ტრიტერპენოიდები და ქსანტონები.

ნაღველა გამოიყენება საჭმლის მონელების ისეთი დარღვევის დროს, როგორიცაა მადის დაკარგვა, კუჭის სავსეობის შეგრძნება, მეტეორიზმი, დიარეა, გასტრიტი, კუჭის წვა და ღებინება. ის აგრეთვე გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, ანტიჰელმინთური და ანტისეპტიური საშუალება.

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები 1 წლიდან -1 კაფსულა ჭამის დროს ან შემდეგ.

არ მიიღოთ დღეში 3 დოზაზე მეტი.

არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან გაქვთ მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის  სისტემა.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში .

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები არ ანაცვლებენ ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. 

მეტი ინფორაცია
Units 10
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy