Coliprev - კოლიპრევი წვეთები 15მლ

განსაკუთრებული ფასი 30,10 ლ რეგულარული ფასი 37,63 ლ
მარაგშია
SKU
46282_2112
კოლიპრევი-საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან 4თვის ასაკამდე, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტაზის უკმარისობა და ნაწლავური კოლიკა. გამოიყენება პერორალურად დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად.

                                                    კოლიპრევი® 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი, ფერმენტი ლაქტაზა

წვეთები 15მლ

შემადგენლობა: ლაქტაზა -8,535მლ, გლიცერინი-3,750მლ, კალიუმის ქლორიდი-0,135მლ, გამოხდილი წყალი-2,580მლ.

1მლ შეიცავს: ლაქტაზა-0,569მლ, გლიცერინი-0,25მლ, კალიუმის ქლორიდი-0,009მლ, გამოხდილი წყალი-0,172მლ.

1წვეთი შეიცავს: ლაქტაზა-0,0285მლ,  გლიცერინი-0,0125მლ, კალიუმის ქლორიდი-0,0005მლ, გამოხდილი წყალი-0,0086მლ.

დახასიათება:

კოლიპრევი-საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან 4თვის ასაკამდე, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტაზის უკმარისობა და  ნაწლავური კოლიკა. გამოიყენება პერორალურად დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად.

კოლიპრევი შიცავს მაღალაქტიურ, მცენარეული წარმოშობის ლაქტაზას, რომელიც მიღებულია Aspergillus oryzae-სგან.  Aspergillus oryzae- წარმოადგენს ლაქტაზის სტაბილურ ბიოლოგიურ წყაროს. კოლიპრევი მდგრადია კუჭის მჟავე არეში  და ინარჩუნებს აქტივობას рh მკვეთრი ცვალებადობის დროსაც.

ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს ლაქტოზის ჰიდროლიზს რძეში.  კოლიპრევი გამოიყენება ძუძუთი ან ხელოვნური კვების დროს.

გამოყენება:

კოლიპრევი გამოიყენება ახალშობილებში ყოველი კვების დროს პირველი 3-4თვის განმავლობაში. 3-4 თვის შემდეგ ლაქტაზა გამომუშვდება საკმარისი რაოდენობით, ამიტომ შემდგომ პერიოდში საჭიროა რეკომენდირებული დოზის შემცირება 2-ჯერ ყოველი კვების დროს, შემდეგ მიღების ჯერადობის შემცირება ერთი კვების გამოტოვებით  1მიღებამდე. ამ პერიოდში თუ სიმპტომები გამწვავდება უნდა დავუბრუნდეთ საწყის დოზირებას.

კოლიპრევის მიღბა ბუნებრივი კვების დროს:

  • სტერილურ კოვზზე დააწვეთეთ კოლიპრევის ცხრილში მითითებული დოზა და მიეცით ბავშვს
  • გააგრძელეთ ძუძუთი კვება

 

ხელოვნური კვების დროს:

  • მოამზადეთ ხელოვნური ნარევი ინსტრუქციის შესაბამისად და დაამატეთ კოლიპრევის ცხრილში მითითებული დოზა

 

ცხრილში მოცემულია საორიენტაციო დოზირება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მაინც განიცდის დისკომფორტს შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა თითო წვეთით 12წვეთამდე.

ასაკი

რძის რაოდენობა ერჯერადი მიღების დროს მლ-ში

კოლიპრევის რაოდენობა თითოეული  კვების დროს

ლაქტაზას რაოდენობა თითოელი მიღების დროს ALU*

0–2 კვირა

60–90

5

750

3–4კვირა

120

6

900

1–2 თვე

150

8

1200

3–4 თვე

180

9

1350

*1ALU=0.333მკლ                                                            ALU-Asid laktaza Units-ლაქტაზის ერთეული

1 მლ=20 წვეთი                                                                                                                   1წვეთი =150 ALU

  კოლიპრევი წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც იშლება მაღალ ტემპერატურაზე,  ამიტომ გამოიყენება ოთახის ტემპერატურის რძეში.

თუ ნაწლავური კოლიკა არ გაივლის მიმართეთ ექიმს

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა კოლიპრევში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25 °С-ზე.

გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში.

მწარმოებელი: Celsis Farmaceutical .პორტუგალია

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy