NO-SPA - ნო-შპა 40მგ.2მლ. 25 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 18,35 ლ რეგულარული ფასი 27,04 ლ
მარაგშია
SKU
1259_23
კუჭისა და ნაწლავების სპაზმი, ნაღვლისა და თირკმლის კონკრემენტებით გამოწვეული სპაზმი, საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი, მენსტრუალური სპაზმები, თავის ტკივილი გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მიეკუთვნება იზოქინოლინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის ბლოკირების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით.

ჩვენებები
კუჭისა და ნაწლავების სპაზმი, ნაღვლისა და თირკმლის კონკრემენტებით გამოწვეული სპაზმი, საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი, მენსტრუალური სპაზმები, თავის ტკივილი გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატ ნო-შპას ჩვეულებრივი მისაღები დოზა:

კატეგორია ერთჯერადი დოზადღეღამური დოზა
მოზრდილებში . 1-2 ტაბ. 3-6 ტაბ
1-6 წლამდე ბავშვებში 1/2-1 ტაბ. 7-14 წლამდე
ბავშვებში . 1 ტაბ. 2-5 ტაბ


პრეპარატ ნო-შპა ფორტე-ს ჩვეულებრივი მისა¬ღები დოზა: 

კატეგორია ერთჯერადი დოზადღეღამური დოზა
მოზრდილებში 1/2-1 ტაბ. 1-3 ტაბ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია აღინიშნოს: თავის ტკივილი, უძილობა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისრევა, არითმია, ყაბზობა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქარის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.

უკუჩვენება
ღვიძლის, თირკმელებისა და გულის მძიმე დაავადებები, პრეპარატით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. ნო-შპასა და ანტიპარკინსონული საშუალების _ ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

რეგისტრაციის # და თარიღი
R001618 25.01.2010
R002493 25.04.2007
R000605 13.05.2009
R002494 25.04.2007

 

მეტი ინფორაცია
Units 25
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy