Enterol - ენტეროლი 250მგ 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 9,18 ლ რეგულარული ფასი 14,10 ლ
მარაგშია
SKU
3189_413

ჩვენება:მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა,მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი,ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

შემადგენლობა: თითოეული პაკეტი შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ
Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)
დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: კოლოფი 10 პაკეტით 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატი

ჩვენება:
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

დოზირება და მიღების წესი:
1 წლამდე:  1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფუნგემია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: ლაბორატორია ბიოკოდექსი. ბარბესი 19. 92120 მონრუჟი, პარიზი, საფრანგეთი

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy