Imodium - იმოდიუმი 2მგ 20კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 10,66 ლ რეგულარული ფასი 15,98 ლ
მარაგშია
SKU
788_1314
ჩვენებები: მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.

საერთაშორისო დასახელება:
LOPERAMIDE
მწარმოებელი: SALUTAS PHARMA GmbH HEXAL
მოქმედი ნივთიერება: ლოპერამიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 10 და 30 ც.
1 კაფს.
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი .......... 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, საღებავები
ჩვენებები:
მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში დასაწყისში ინიშნება 2 კაფსულა (4 მგ), ხოლო შემდგომში 1 კაფსულა (2 მგ) ყოველი დეფეკაციის დროს თხიერი განავლის შემთხვევაში.
პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (12 მგ).
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მწვავე დიარეის დროს ინიშნება 1 კაფსულა (2 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 კაფსულას (8 მგ).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის მიღება ნებადართული არ არის პრეპარატში აქტიური ნივთიერების მაღლი შემცველობის გამო.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ლოპერამიდის მიმართ.
* ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება, მაღალი ტემპერატურით და სისხლიანი გამონადენით მიმდინარე დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეა, ქრონიკული დიარეა (ამ დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით), მწვავე კოლიტი.
* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოპერამიდის გამოყენება ნებადართული არ არის.
* 2-12 წლის ასაკში პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ლოპერამიდის დანიშვნა ნებადართული არ არის. ლოპერამიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ლოპერამიდის დაგროვების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე. ლოპერამიდის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის.
იმ შემთხვევაში, როდესაც მწვავე დიარეის დროს 2 დღის შემდეგ არ აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ლოპერამიდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ დროს სუსტდება ლოპერამიდის დაშლის პროცესი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მეტი ინფორაცია
Units 20
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy