Panzynorm - პანზინორმი 10000 21 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 20,44 ლ რეგულარული ფასი 21,51 ლ
მარაგშია
SKU
29256_37
მიღების ჩვენებები კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა ( ქრონიკული პანკრეატიტი ,მუკოვისციდოზი და სხვ .). კუჭის , ნაწლავების , ღვიძლის , ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით -დისტროფიული დაავადებები , ამ ორგანოების რეზექციის , ან დასხივე

პანზინორმი

panzynorm      

10 000

 

სავაჭრო დასახელება

       პანზინორმი 10 000

         panzynorm 10 000

 

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება

       მულტიენზიმი ( multienzymes)

 

წამლის ფორმა

კაფსულები

 

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება : ღორის პანკრეატინი ენზიმური აქტივობით :

ლიპაზები : 10000 ერთ Ph. Eur.

ამილაზები 7200 ერთ Ph. Eur.

პროტეაზები 400 ერთ Ph. Eur.

 

დამხმარე ნივთიერებები : მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი - ეთილაკრილატი (1:1), ტრიეთილციტრატი ,ტალკი , სიმეტიკონი .

კაფსულის გარსი : ტიტანის დიოქსიდი ( E171), ნატრიუმის ლაურილსულფატი .

 

აღწერილობა : მყარი , გაუმჭირვალე ჟელატინის კაფსულები , რომლებიც გრანულებითაა ავსებული ,დაფარული აპკისებრი გარსით , არასწორი ფორმის , ბეჟი - ყავისფერი ფერის , დამახასიათებელი სუნით .კაფსულის კორპუსი და სახურავი თეთრი ფერისაა .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება . კოდი ATX [A09AA02].

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პანზინორმ 10 000- ის კაფსულები აკომპენსირებენ კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის უკმარისობას .აჩქარებენ საჭმლის მონელებას და თავიდან აცილებენ საჭმლის მონელების დარღვევის კლინიკურგამოვლინებებს . აქტიური ფერმენტები გამოთავისუფლდება წვრილ ნაწლავში - მათი მოქმედებისუშუალო ადგილას . კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის უკმარისობით გამოწვეული საჭმლისმონელების დარღვევის მკურნალობისას , შედარებით მნიშვნელოვანია ლიპაზის მაღალი აქტივობა .ლიპაზა ახდენს ცხიმების ჰიდროლიზს ცხიმოვან მჟავებამდე და გლიცერინამდე , უზრუნველყოფს მათიდა ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას . ამილაზა ახდენს ნახშირწყლების ჰიდროლიზს დექსტრინებამდედა შაქრებამდე , ხოლო პროტეაზა ხლეჩს ცილებს . პანზინორმი 10 000 ხელს უწყობს საკვების ყველაძირითადი კომპონენტის უფრო მეტად შეწოვას და აუმჯობესებს პაციენტის კვებას . პრეპარატი თავიდანაცილებს ან ამცირებს სტეატორეის და წამლის მონელების დარღვევის სხვა სიმპტომების განვითარებას .

პანკრეატინს შეუძლია ტკივილის შემცირება ქრონიკული პანკრეატიტისას . ეს ეფექტი ალბათგანპირობებულია პროტეაზების მოქმედებით , რომლებიც თრგუნავენ კუჭქვეშა ჯირკვლის საკუთარიფერმენტების მოქმედებას .

ფარმაკოკინეტიკა

პანკრეასის ფერმენტები - ნატურალური ნივთიერებებია , რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებასდა ათვისებას . აპკისებრი გარსი , რომელსაც შეიცავს კაფსულა , იცავს აქტიურ ფერმენტებს კუჭის მჟავეგარემოს ზემოქმედებისაგან . გარსისაგან ფერმენტების გამოთავისუფლება ხდება წვრილ ნაწლავში .პანკრეასის ფერმენტები , ისევე როგორც ყველა ცილები , ძირითადად ინაქტივირდებიან და იხლიჩებიანნაწლავებში აუტოლიზის და პროტეოლიზის შედეგად . პრეპარატით მიღებული ფერმენტების მცირეროდენობა გამოიყოფა განავლით .

 

მიღების ჩვენებები

კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა ( ქრონიკული პანკრეატიტი ,მუკოვისციდოზი და სხვ .). კუჭის , ნაწლავების , ღვიძლის , ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით -დისტროფიული დაავადებები , ამ ორგანოების რეზექციის , ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები ,რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა , მეტეორიზმი , დიარეა ( კომბინირებულითერაპიის შემადგენლობაში ).

 

მიღების წესი და დოზირება

კაფსულებს ყლაპავენ მთლიანად , დაუღეჭავდ , საკმაო რაოდებობის წყლის დაყოლებით .

დოზა ისაზღვრება ინდივიდუალურად . მკურნალობას იწყებენ მინიმალური დოზებით : 1 ან 2 კაფსულა 3ჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღებისას . პრეპარატის მიღება შესაძლებელია აგრეთვე მსუბუქისაუზმისას . თუ მიღებული დოზა არ არის საკმარისი საჭმლის მონელების დარღვევების აღმოსაფხვრელად, შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა . საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის მიღება ,განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში . ბავშვებში , ჩვეულებრივ ეფექტურია პრეპარატისუმცირესი დოზები .

 

გვერდითი მოვლენები  

პანზინორმი 10 000 იშვიათად იწვევს არასასურველ ეფექტებს . მათი წარმოქმნისას საჭიროა პრეპარატისმიღების შეწყვეტა .

იმუნური სისტემის მხრივ :

შესაძლოა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები , კერძოდ კანზე გამონაყარი და ქავილი ;ასევე შესაძლოა სასუნთქი გზების ობსტრუქცია .

კუჭ - ნაწლავის სისტემის მხრივ :

შეიძლება განვითადეს გულისრევა , ღებინება , მუცლის ტკივილი , შეკრულობა ან დიარეა , პირის ანანალური ხვრელის გარშემო კანის გაღიზიანება , განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას.

მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზების მიღებისას (10 000 ერთPh. Eur. ლიპაზა / კგ სხეულის მასაზე დღე - ღამეში ) იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა სტრიქტურისგანვითარება ილიოცეკალურ ნაწილში და კოლინჯში ( ფიბროზული კოლინოპათია ). მუცელში ტკივილისწარმოქმნის ან გაძლიერებისას საჭიროა ფიბროზული კოლინოპათიის გამორიცხვა .

სხვა :

ჰიპერურიკემია , ჰიპერურიკოზურია , ფოლის მჟავის დეფიციტი .

 

 

 

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ , ან ღორისცილისადმი . მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება . ბავშვები მუკოვისციდოზით15 წლის ასაკამდე .

 

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

მუკოვისციდოზისას პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზების მიღებისას (10 000 ერთ Ph. Eur. ლიპაზა /კგ სხეულის მასაზე დღე - ღამეში ) იშვიათად შესაძლებელია ილიოცეკალურ არეში , ან მსხვილი ნაწლავისასწვრივ ნაწილში სტრიქტურის განვითარება ( ფიბროზული კოლინოპათია ). თუ პანზინორმ 10 000- ისკაფსულის მიღებისას გაჩნდა ნაწლავური გაუვალობის ნიშნები , საჭიროა ფიბროზული კოლინოპათიისგამორიცხვა . ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის .

ორსულობა და ძუძუთი კვება :

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პანკრეატინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კლინიკურიმონაცემები არ არის . კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები არ შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან .ორსულებს და მეძუძურ დედებს შეუძლიათ პრეპარატის გამოყენება , მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .

გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე

არ არის დადგენილი პრეპარატის გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისშესაძლებლობაზე .

 

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პანკრეასის ფერმენტები თრგუნავენ ფოლის მჟავის შეწოვას . ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებისერთდროული მიღებისას ( მაგ . ბიკარბონატები ან ციმეტიდინი ), ან პანკრეატინის მაღალი დოზებითხანგრძლივი მკურნალობისას , რეკომენდირებულია სისხლის შრატში ფოლატების დონის პერიოდულიკონტროლი და / ან დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღება .

პანკრეატინმა შესაძლოა შეამციროს აკარბოზის და მიგლიტოლის   ეფექტურობა .

მჟავა გარემოსადმი მდგრადი პანზინორმ 10 000 კაფსულებში არსებული პალეტები იშლება თორმეტგოჯანაწლავში . თუ თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსს აქვს ძალიან მჟავე გარემო , ფერმენტები შეიძლებაარადროულად გამონთავისუფლდნენ . იმ პრეპარატების ერთდროული მიღება , რომლებიც ამცირებენკუჭში მარილმჟავის   სეკრეციას ( ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორები ან პროტონული ტუმბოსინჰიბიტორები ), ზოგიერთ პაციენტში იძლევა პანზინორმ 10 000- ის დოზის შემცირების შესაძლებლობას .

პანკრეატინმა შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა , თუმცა ამ მოქმედების კლინიკური მნიშვნელობა არარის დადგენილი .

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : გულისრევა , ღებინება , დიარეა , ჰიპერურიკემია და ურიკოზურია , პერიანალურ ნაწილშიკანის გაღიზიანება ; მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში იშვიათად ვითარდება ფიბროზულიკოლონოპათია .

მკურნალობა : პრეპარატის მიღების შეწყვეტა , კარგი ჰიდრატაცია და სიმპტომატური თერაპია .

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ტენისგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 300 C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი : რეცეპტის გარეშე ).

 

შეფუთვა

ბლისტერში 7 კაფსულა . 3, 8 ან 12 ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

 

მწარმოებელი

კრკა , дд , ნოვო მესტო

შმარიეშკა ჩესტა , 6, 8501 ნოვო მესტო , სლოვენია

მეტი ინფორაცია
Units 21
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy