Hepa-Merz - ჰეპა მერცი 5გ 1 პაკეტი
სავაჭრო დასახელება - ჰეპამერცი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ორნიტინი
წამლის ფორმა:
გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა:
ერთი 5 გრ. გრანულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: L-ორნიტინი-L-ასპარტატი 3 გრ.
დამხმარე ნივთიერება: ლიმონის მჟავა უწყლო, ლიმონის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი (ნატრიუმის საქარინი), ნატრიუმის ციკლამატი, საღებავი `მზის ჩასვლა~ ყვითელი, პოლივინილპიროლიდონი (პოვიდონი), ფრუქტოზა (ლევულოზა).
აღწერილობა:
სტაფილოსფერი და თეთრი ფერის გრანულების ნარევი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოაზოტემიური საშუალება
ათქ კოდი: A05BA
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოამონემიური საშუალება.
ორგანიზმში და კერძოდ ღვიძლის უკმარისობის დროს აქვეითებს ამიაკის მომატებულ დონეს. პრეპარატი მონაწილეობს ორნიტინის ციკლში (ამიაკიდან შარდოვანას წარმოქმნა). ხელს უწყობს ინსულინისა და სომატოტროპული ჰორმონების წარმოქმნას. აუმჯობესებს ცილების მიმოცვლას ისეთი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა პარენტერალური კვების დანიშვნა.
ფარმაკოკინეტიკა: ორნიტინი დისოცირდება მის შემადგენელ კომპონენტებად – ორნიტინის ამინომჟავად, რომელიც შეიწოვება წვრილი ნაწლავის ეპითელიუმიდან აქტიური ტრანსპორტირების საშუალებით.გამოიყოფა შარდთან ერთად შარდოვანას წარმოქმნის ციკლის მეშვეობით.
ჩვენება:
- ჰიპერამონემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ლატენტური და გამოხატული).
მიღების წესი და დოზა:
პერორალურად მიიღება გრანულების 1 პაკეტი გახსნილი 200 მლ ხსნარში, 2-3-ჯერ დღეღამეში, ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ალერგული რეაქციები, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა და ღებინება.
უკუჩვენებები:
ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (თუ პლაზმის კრეატინინის დონე აჭარბებს 3 მგ/100 მლ-ს), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის დროს.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: უფრო მეტად არის გამოხატული გვერდითი მოვლენები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის აღწერილი
განსაკუთრებული სიფრთხილით:
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დიაგნოზის დასმის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ავტომანქანისა და სხვა პოტენციურად საშიში მოქმედებების განხორციელების დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა:
გრანულები პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად 3 გრ. 10 ან 30 პაკეტი (5 გრ) გრანულები პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს 3 გრ L-ორნიტინი-L-ასპარტატს და ასევე ინსტრუქცია მუყაოს კოლოფში.
შენახვის ვადა:
5 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:\
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account