Degripo - დეგრიპო სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 21,22 ლ რეგულარული ფასი 29,75 ლ
მარაგშია
SKU
61937_3101

ჩვენება: ბრონქოლიზური მოქმედება, ზომიერი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს

დანიშნულება: ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებული

გაციების და გრიპის საწინააღმდეგო სიროფი

 შემადგენლობა:     100 მლ / 15 მლ

პროპოლისის ექსტრაქტი 1:5                     0.31გ / 0.046გ

ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი 1:5           0.31გ / 0.046გ

ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი 1:5        3.05გ / 0.45გ

ასკორბინის მჟავა ვიტამინი C                  1.22გ / 183მგ

თაფლი                                                          12.2გ  /1.83გ

ინულინი                                                       3.67გ / 0.55გ

L ლიზინის ჰიდროქლორიდი                  2.44გ / 0.36გ

ხილის და კენკრის წვენი / წყალი

დეგრიპო ხასიათდება:

  • ბრონქოლიზური მოქმედებით
  • ახასიათებს ზომიერი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
  • აძლიერებს იმუნიტეტს

 დეგრიპოს მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე, რომლებიც ვლინდება გაციების და გრიპის დროს.

  • დეგრიპოს ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება; ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გამონადენს, ხასიათდება ბრონქოლიზური მოქმედებით: როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას. ამცირებს ხველას, ხსნის სპაზმს.
  • დეგრიპო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონიდებს, ამინომჟავეებს, ვიტამინ C.

 პროპოლისი - ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასევე ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი - ხასიათდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს ბაქტერიოციდულად.

ცაცხვის ყვავილები - გამოიყენება გაციების დროს, სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს.

ვიტამინი C - არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში.

ლიზინი - გვხვდება ყველა  ცილის  შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს, ხასიათდება მუკოლიზური მოქმედებით.

მიღების წესი და დოზირება:

ასაკობრივი ჯგუფი               ერთჯერადი დოზა         მიღების ჯერადობა          დღიური დოზა

წლამდე ასაკის ბავშვებში           2.5 მლ                                 3-ჯერ დღეში                       7.5 მლ

1 წლის ზევით                                5 მლ                                   3-ჯერ დღეში                      15 მლ

 

პროდუქტი ნატურალურია, ამიტომ შეიძლება შეიცავდეს ნალექს.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 2 თვის მანძილზე.

გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონი საზომი ჭიქით.

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy