ვალერიანი და ბარამბო პიტნით 40 ტაბლეტი

4,30 ლ
მარაგშია
SKU
72591_640

ჩვენება:ნერვული აღგზნებადობა, უძილობა, ძილის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.

დამამშვიდებელი მოქმედება

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები:             
კატაბალახას ექსტრაქტი (Extractum Valerianae) - 0,025გ;
ბარამბოს ექსტრაქტი (Extractum Melissa)  - 0,0125გ
პიტნის ზეთი (Oleum Menthae)  - 0,0025გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კატაბალახას ექსტრაქტს ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ბარამბოს ექსტრაქტს ახასიათებს სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენი სეკრეციას.
პიტნის ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი მოქმედება, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ჩვენება:
• ნერვული აგზნებადობა;
• უძილობა, ძილის დარღვევა.
• საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. 
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე;
მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურის პირობებში.

მეტი ინფორაცია
Units 40
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy