Ripomill - რიპომილი სიროფი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 33,24 ლ რეგულარული ფასი 46,67 ლ
მარაგშია
SKU
28558_1767

ჩვენება:ნერვული აღგზნება, უძილობა, სტრესი, შფოთვა ,ქალასშიდა წნევის მატება,კუნთების რიგიდულობა.

შემადგენლობა

ყოველი 10 მლ. შეიცავს: მაგნიუმის ციტრატი 60 მგ, მცენარეული კომპონენტები: პასიფლორა (Passiflora incarnata) 40 მგ, ბარამბო (Melissa officinalis) 30 მგ, ცაცხვი (Tilia platyphyllus) 30 მგ და გვირილა (Matricaria Chamomile) 20 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი (Мg) - წარმოადგენს უჯრედშიდა აქტიურ ელემენტს და ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ბევრი პროცესი დამოკიდებულია მაგნიუმის შემცველობაზე. მაგნიუმი დამამშვიდებლად მოქმედებს გულზე და ნერვულ სისტემაზე. მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში. მაგნიუმი აწესრიგებს არტერიულ და ქალასშიდა წნევას, აფერხებს კუნთების კრუნჩხვით შეკუმშვებს, ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს.
მაგნიუმის ციტრატი – წარმოადგენს ორგანიზმისთვის ასათვისებლად მაგნიუმის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას. სუფთა მაგნიუმის შემცველობა მაგნიუმის ციტრატის შემადგენლობაში შეადგენს დაახლოებით 11%. 
პასიფლორა - დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური ეფექტური საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის ალკალოიდები, ფლავონოიდები და სხვადასხვაგვარი სტეროლები. პასიფლორას ბიოლოგიური მოქმედებებია: სედაციური, შფოთვის საწინააღმდეგო, საძილე. პასიფლორა მოქმედებს როგორც მსუბუქი ანქსიოლიტიკი და არ იწვევს მიჩვევას: ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელია აგზნებისას განვითარებული ინსომნიის დროს.
ბარამბო - ამშვიდებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას. ახასიათებს სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედება. არეგულირებს გულის და თავის ტვინის ფუნქციებს. 
გვირილა - აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, მასში შემავალი ფლავონოიდების ხარჯზე. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების დროს, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს.
ცაცხვი - აქვს სედატიური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
• ნერვული აღგზნება, უძილობა, სტრესი, შფოთვა
• ქალასშიდა წნევის მატება
• კუნთების რიგიდულობა
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევა 
• კრუნჩხვის სინდრომი (მ.შ. ფებრილური გულყრის პრევენცია)

მიღების წესები და დოზები
1 მლ/დღეში სხეულის ყოველ 2 კგ წონაზე. მიიღება დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ.

ასაკი დოზები
 ბავშვები 0-დან  3 წლამდე  5 მლ
 ბავშვები  3-დან  6 წლამდე  10 მლ
 ბავშვები  6-წლიდანდან და მოზრდილებში  

 15მლ

მიღების წესი: მიიღება წყალში ან რძეში განზავებული სახით. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სხვა სამკურნალო საშუალებებთან პარალელურად მიღების შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, პროდუქტის ნატურალობის გათვალისწინებით, მისი შემცველობა შეიძლება დაილექოს ფსკერზე, რაც არ წარმოადგენს პროდუქტის ცვალებადობის მაჩვენებელს.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy