Fitosed - ფიტოსედი წვეთები 25მლ
ჩვენბება: გულის ნევროზი, ვეგეტონევროზი, ნერვული აგზნებადობა, შაკიკი, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი.
გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება
ფიტოსედი
სავაჭრო დასახელება: ფიტოსედი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კომბინირებული პრეპარატი.
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები წვეთები
შემადგენლობა:
კატაბალახას ნაყენი 10 მლ
შავბალახას ნაყენი 8 მლ
კუნელის ნაყენი 5 მლ
პიტნის ნაყენი 2 მლ
აღწერილობა
მომწვანო-მოყავისფრო გამჭვირვალე სითხე, დამახასიათებელი სუნით და პიტნის გემოთი. დასაშვებია მცირეოდენი ნალექი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება.
ჩვენება
გულის ნევროზი, ვეგეტონევროზი, ნერვული აგზნებადობა, შაკიკი, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, კლიმაქტერული ნევროზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები.
მიღების წესი და დოზირება
პერორალურად.
მოზრდილები: 20 წვეთი ერთ მიღებაზე 2-3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 წვეთამდე.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფიტოსედის ჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპოტენზია.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი
არ არის გამოკვლეული.
ინფორმაცია იმ დამხმარე ნივთიერებების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისათვის
ინფორმაცია არ მოიპოვება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის გამოკვლეული.
სიფრთხილე
არ არის გამოკვლეული.
გამოშვების ფორმა 25 მლ მუქ ნარინჯისფერ მინის ან პეტის ფლაკონში.
შენახვის პირობები
სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს "თბილისის ფარმაცევტული ქარხანა"
საქართველო, თბილისი, კაიროს ქ. #4
ტელ: 271 00 29
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account