ეტოდექსი სპრეი 1.92მგ/მლ 30მლ
ჩვენება:ტონზილიტი, ფარინგიტი, გინგივიტი, პაროდონტოზი, სტომატიტი, გლოსიტი, აფთები, პირის ღრუს დეზინფექციისთვის.
სავაჭრო დასახელება: ეტოდექსი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰექსეტიდინი
წამლის ფორმა: ოროფარინგეული სპრეი, ხსნარი.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ჰექსეტიდინი 1,92 მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ევკალიპტის ზეთი, ფორთოხლის ყვავილების ზეთი, პიტნის ზეთი, ლევომენთოლი, მეთილსალიცილატი, გლიცერინი 85%, ეთანოლი 96%.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის სითხე ეთანოლის და ეთერზეთების სპეციფიური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტი-ინფექციური საშუალებები და ანტისეპტიკები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
ეტოდექსი - ანტისეპტიკური პრეპარატი ზომიერი გამაყუჩებელი ეფექტით. ჰექსეტიდინი - ნივთიერება ბაქტერიციდული და ფუნგიციდური თვისებებით, პრეპარატის ძირითადი აქტიური კომპონენტია. მოქმედების მექანიზმი თიამინთან სტრუქტურული მსგავსებით განისაზღვრება. კონკურენტული ინჰიბირების წყალობთ იგი აბლოკირებს თიამინპიროფოსფატის, მიკროორგანიზმების სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი პროცესებისთვის აუცილებელი კოენზიმის სინთეზს. გლიკოლიზურ პროცესებში მონაწილეობით იგი ამცირებს საკვების ნარჩენების მჟავე დუღილს პირის ღრუში. ჰექსეტიდინი, ასევე ნაწილობრივ ეთერზეთები, ავსებენ პრეპარატის მოქმედებას მცირე ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტით.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის მიღების რეკომენდებული მეთოდებით გამოყენებისას პირის ღრუს ლორწოვან გარსში პრეპარატის შეწოვა მინიმალურია, თუმცა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება (მაგალითად, მეთილსალიცილატი) შეიძლება უმეტესწილად შეწოვილი იქნას ლორწოვან გარსში.
გამოყენების ჩვენებები:
პირის ღრუს და ხახის დეზინფექცია ანთებითი და ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, როგორებიცაა ტონზილიტი, ფარინგიტი, გინგივიტი, პაროდონტოზი, სტომატიტი, გლოსიტი, აფთები, ასევე დეზინფექციისთვის ტონზილექტომიის, კბილების ამოღების და პირის ღრუში სხვა ქირურგიული ჩარევების წინ ან შემდეგ, პირში უსიამოვნო სუნის მოშორება, სტრეპტოკოკური ანგინის შემანარჩუნებელი მკურნალობა ანტიბიოტიკებით თანმხლები მკურნალობისას.
ეტოდექსი გამოიყენება მოზრდილებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა ჰექსეტიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ლარინგიტი შესაძლო ლარინგოსპაზმის გამო;
- ატროფიული ტიპის მშრალი ფარინგიტი;
- 8 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ეტოდექსის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ მკურნალობამდე განხილული უნდა იქნას გამოყენების პოტენციური რისკები და უპირატესობები და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს პრეპარატი, თუ ეს აუცილებელია.
გამოყენების წესი და დოზები:
გამოიყენება ოროფარინგეალურად.
ფლაკონს უნდა მოეხსნას დამცავი თავსახური. სასხურებლის თავისუფალი ბოლო მოთავსდეს პირში და სასხურებლის თავს დაეჭიროს 1-2 წამის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენების დროს ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში!
მოზრდილები და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ერთი დოზა (ერთი შესხურება) გამოიყენება დღეში ორჯერ, სასურველია დილას და საღამოს, ჭამის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 შესხურებამდე დღეში 3-ჯერ.
ჰექსეტიდინი ეფინება ლორწოვანი გარსის ზედაპირს, რაც ხანგრძლივ ეფექტს იწვევს. ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 5 დღეს. ამ პერიოდის შემდეგ მკურნალობის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ხანდაზმული პაციენტები
რეკომენდებულია იგივე დოზები, რაც მოზრდილებისთვის.
გვერდითი მოქმედებები:
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია MedDRA კონვენციის შესაბამისად სისტემებისა და ორგანოების კლასების და გამოვლინების სიხშირის მიხედვით, კერძოდ: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10), არახშირად (≥1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით განსაზღვრა შეუძლებელია).
იმუნური სისტემის დარღვევები: უცნობი სიხშირით - ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება შეგუბებით, შეშუპებებით, ვეზიკულებით, ფსევდომემბრანით, დაწყლულება და სისხლდენა, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ლოკალური გამოყენების ადგილას. ასევე შესაძლებელია ლარინგოსპაზმის, ხორხის შეშუპების, ბრონქოსპაზმის განვითარება, რომლებიც იწვევენ სუნთქვის დარღვევას.
ნერვული სისტემის დარღვევები: იშვიათად - გემოს შეცვლა, სუნის შეგრძნების შეცვლა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: უცნობი სიხშირით - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვის შეგრძნება (ხანმოკლე, ქრება ხანმოკლე დროში).
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
მონაცემები არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის შესუნთქვა რეკომენდებული არ არის. არ დაუშვათ თვალებში მოხვედრა.
პრეპარატის დანიშვნა 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მათ შეუძლიათ აპლიკატორის ატანა პირში და, თუ მათ შეუძლიათ თანამშრომლობა, ესე იგი მათ შეუძლიათ სუნთქვის შეკავება პრეპარატის შესხურებისას.
თერაპიული ჩვენებები არ ამართლებს ხანგრძლივ გამოყენებას პირის ღრუს მიკროფლორის დისბალანსის რისკის გამო. მკურნალობა უნდა გადამოწმდეს, თუ სიმპტომები შენარჩუნდება 3 დღის შემდეგ და/ან ახლავს ცხელება. ეს პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ტერპენულ წარმოებულებს, რომლებიც ამცირებენ ეპილეპტოგენურ ზღვარს და ჭარბი დოზებით მიღებისას შეუძლიათ კრუნჩხვების გამოწვევა ბავშვებში; გასათვალისწინებელია ამ დამხმარე ნივთიერებების არსებობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებშიც ანამნეზში.
საჭიროა რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვა. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას და ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
ეს წამალი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთილის სპირტს (ეთანოლს) <100 მგ დოზაზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავების უნარზე
პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმების მომსახურება.
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, ამიტომ პრეპარატის გამოყენებამ ადამიანთა ამ კატეგორიაში შეიძლება ალკოჰოლზე ტესტების ცრუ შედეგები აჩვენოს.
გამოშვების ფორმა:
30 მლ ხსნარი შუშის ფლაკონებში, რომლებიც ჰერმეტულად არის დახურული სასხურებელი მოწყობილობით და გამჭვირვალე თავსახურით.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account