Vibrocil - ვიბროცილი ცხვირის წვეთები 15მლ

განსაკუთრებული ფასი 10,77 ლ რეგულარული ფასი 14,41 ლ
მარაგშია
SKU
6513_2857
გამოყენების ჩვენებები. მწვავე რინიტი (მ.შ. სურდო გაცივების დროს); ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას); ვაზომოტორული რინიტი; ქრონიკული რინიტი....

წამლის ფორმა:

ცხვირის წვეთები; ცხვირის სპრეი, ცხვირის გელი.

შემადგენლობა.

ცხვირის წვეთები.

1 მლ შეიცავს: ფენილეფრინი 2.5 მგ, დიმეთინდენის მალეატი 250 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი.

1 მლ შეიცავს: ფენილეფრინი 2.5 მგ, დიმეთინდენის მალეატი 250 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის გელი.

1 გრამი შეიცავს: ფენილეფრინი 2.5 მგ, დიმეთინდენის მალეატი 250 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა.

ცხვირის წვეთები. გამჭვირვალე სუსტად შეღებილი ხსნარი უფეროდან ღია-ყვითელ ფერამდე სუსტი სპეციფიური სუნით.

ცხვირის სპრეი. გამჭვირვალე სუსტად შეღებილი ხსნარი უფეროდან ღია-ყვითელ ფერამდე სუსტი სპეციფიური სუნით.

ცხვირის გელი. ჰომოგენური გელი უფეროდან ღია-ყვითელ ფერამდე სუსტი სპეციფიური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

დეკონგესტატი.

ათქ კოდი ღ01AB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ვიბროცილი – კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ფენილეფრინსა და დიმეთინდენის მალეატს შეიცავს.

ფენილეფრინი – სიმპათომიმეტური საშუალებაა, ადგილობრივად გამოყენებისას ავლენს ზომიერ სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას (ცხვირის ლორწოვანი გარსის ვენოზურ სისხლძარღვებში განლაგებული ალფა1-ადრენორეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე), ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

დიმეთინდენი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას – ჰისტამინური H1-რეცეპტორების ანტაგონისტს; არ ამცირებს ცხვირის ლორწოვანის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა.

ვიბროცილი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, და მისი აქტივობა არ არის დამოკიდებული სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაზე.

გამოყენების ჩვენებები.

მწვავე რინიტი (მ.შ. სურდო გაცივების დროს); ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას); ვაზომოტორული რინიტი; ქრონიკული რინიტი; მწვავე და ქრონიკული სინუსიტი; მწვავე შუა ოტიტი (როგორც მკურნალობის დამხმარე მეთოდი). მზადება ცხვირის არეში ქირურგიული ჩარევებისათვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ამ არეში ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ატროფიული რინიტი. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (ერთდროულად ან წინა 14 დღე).

სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არითმიებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ასევე ავადმყოფებში გენერალიზებული ათეროსკლეროზით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით, წინამდებარე ჯირკვლის ადენომით, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.

როგორც სისხლძარღვების ნებისმიერი ადგილობრივი გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებისას, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ვიბროცილის დანიშვნისას პაციენტებში გამოხატული რეაქციებით სიმპათომიმეტურების მიმართ (მაგ., უძილობის და თავბრუსხვევის განვითარებით).

ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები.

ცხვირის წვეთები.

მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში (1_6 წლის) ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით (1_2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3_4-ჯერ დღეში).

1 წლამდე ასაკის ბავშვებში (ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით) – 1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ცხვირის გზების კარგად გასუფთავება; ჩაიწვეთება ცხვირში თავის უკან გადაწევით. თავის ამ მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ძუძუზე მყოფ ბავშვებს ცხვირში აწვეთებენ ჭამამდე.

ცხვირის სპრეი.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1_2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში. სპრეის გამოყენებისას სასხურებელი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბოლოებით ზევით. თავის სწორად დაჭერით, დაბოლოება მოთავსდება ცხვირის ნესტოში, ერთხელ ხანმოკლე მკვეთრი მოძრაობით Dეჭირება სასხურებელს, ხოლო ცხვირიდან დაბოლოების გამოღების შედეგ, ხელი აეშვება. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით ოდნავ შესუნთქვა. პრეპარატის შეყვანამდე უნდა მოხდეს ცხვირის გზების გამოსუფთავება.

ცხვირის გელი.

6 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში გელი წაისმევა რაც შეიძლება ღრმად თითოეულ ნესტოში 3_4-ჯერ დღეში ბოლო აპლიკაცია ტარდება დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე). პრეპარატის გამოყენება უშუალოდ ძილის წინ ეფექტს უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში.

გვერდითი მოქედება.

სუსტად გამოხატული და ტრანზიტორული ადგილობრივი რეაქციები ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ (წვის ან სიმშრალის შეგრძნება).

ჭარბი დოზა.

შემთხვევით პატარა ბავშვების მიერ ვიბროცილის შიგნით მიღებისას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები აღნიშნული არ არის. უმეტეს შემთხვევაში ჭარბი დოზის სიპტომები არ გამოვლენილა, მაგრამ ზოგჯერ იყო ცნობები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორებიცაა დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი კუჭის არეში, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, აგზნებულობა, უძილობა, კანის მკრთალი ფერი (უფრო ხშირად ბავშვებში შიგნით შემთხვევით მიღებისას).

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის, საფაღარათე საშუალებების (კუჭის ამორეცხვა საჭირო არ არის); მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები.

ვიბროცილი გელის ფორმით განსაკუთრებით ნაჩვენებია ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალისას, ქერქის არსებობისას, ცხვირის ტრამვის შედეგების დროს, ასევე ღამე ცხვირის შეგუბების პრევენციისათვის.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე 1 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით ვიბროცილის გამოყენება არ შეიძლება. პრეპარატის ხანგრძლივად (2 კვირაზე მეტი) ან ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიფილაქსია და “რიკოშეტის” ეფექტი (მედიკამენტოზური რინიტი), გამოიწვიოს სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედების განვითარება.

არ შეიძლება ვიბროცილის რეკომენდებული დოზების გადაჭარბება! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის სისტემური მოქმედების გამოვლინებების განვითარება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ცხვირის წვეთები.

ვიბროცილი არ ახდენს სედაციურ მოქმედებას (არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე).

ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება.

ფენილეფრინი (სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა საშუალებების მსგავსად) უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან იღებდნენ წინა 2 კვირის განმავლობაში.

პრეპარატის დანიშვნა ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა.

ცხვირის წვეთები: მუქი შუშის ფლაკონებში სახრახნი თავსახური-საწვეთურით 15 მლ. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

ცხვირის სპრეი: 10 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში სასხურებლითა და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის სახრახნი თავსახურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ცხვირის გელი: 12 გ ალუმინის ტუბებში დაბოლოებითა და პლასტმასის თავსახურით. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

წვეთები და სპრეი: ინახება არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.

ცხვირის გელი: ინახება არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა.

3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები.

რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy