Iodim - იოდიმი თვალის წვეთები 10მლ
იოდიმი
სტერილური თვალი წვეთები
10 მლ ქარვისფერი შუშის ბოთლი საწვეთურითა და ხრახნიანი სახურავით
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა:
საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები (MCT), ნატრიუმის ჰიალურონატი, გლიცეროლი, ვიტამინი E TPGS, კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, პოვიდონ-იოდინი 0.6%, გამოხდილი წყალი
შეფუთვა
იოდიმი - სტერილური თვალის წვეთების შემცველი 10 მლ შუშის ბოთლი საწვეთურითა და თავსახურით მუყაოს კოლოფში
მახასიათებლები და მოქმედების თავისებურება
იოდიმი - ოფთლმოლოგიური ხსნარი წარმოადგენს სტერილურ იზოტონურ ხსნარს, დამზადებულს ლიპიდურ ფუძეზე, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდების შემცველობის გამო. ასევე შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს (ჰიდროფილური პოლიმერი), გლიცეროლს (დამატენიანებელი ნივთიერება), ვიტამინი E TPGS, მინერალური მარილები და პოვიდონ-იოდინი.
იოდიმის შემცველობაში არსებული MCT - ები, რომელიც ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის ლიპიდურ შრესთან, წარმოქმნის დამცავ გარსს, რომელიც ხელს უშლის ცრემლის შემადგენილი წყლოვანი ნაწილის ჭარბ აორთქლებას. ნატრიუმის ჰიალურონატი მექანიკურად ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის მუცინურ შრესთან, აკავებს წყალს და ეხმარება თვალის ზედაპირს შეინარჩუნოს ფიზიოლოგიური სტაბილურობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ფაქტობრივად, დღეში ორი ინსტილაცია საკმარისია თვალის ზედაპირის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. გლიცეროლს გააჩნია დამატენიანებელი ეფექტი. მინერალურ მარილებს, გარდა იმისა, რომ მკვებავი ფუნქცია აქვთ, არეგულირებენ pH-ს და ცრემლის ოსმოლარობას. ვიტამინი E TPGS წელს უწყობს თვალის ზედაპირის ტენიანობის შენარჩუნებას. პოვიდონ-იოდინი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, ასევე უნარჩუნებს ხსნარს სტერილობას გახსნის შემდეგაც.
ჩვენებები:
თვალის მორეციდივე ინფექციური პათოლოგიები თანმხლები საცრემლე აპკის დარღვევებითა და შედეგად განვითარებული თვალის ზედაპირის ცვლილებებით.
დოზირება და გამოყენების წესი:
- მოხსენით პლასტმასის დამცავი რგოლი ბოთლის ყელიდან (სურ.1) და მოახრახნეთ თავი.
- თავი მსუბუქად გადაწიეთ უკან. საჩვენებელი ტითით ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ შექმნას ჯიბე. დაიჭირეთ საწვეთური ვერტიკალურად თვალის ზემოთ.
- ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თვალში 1-2-ჯერ დღეში ექიმის დანკიშნულების შესაბამისად, შემდეგ დახუჭეთ თვალები რამდენიმე წუთით, რომ ხსნარი თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე.
შენახვის წესი და ვადები:
- არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, შენახეთ მაცივარში, 2-8 გრადუს ტემპერატურაზე.
- შინახეთ ტავისსავე ყუთში სინათლისგან დაცულ ადგილას.
- გამოიყენეთ გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები:
- დაიბანეთ ხელები გამოყენებამდე
- პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ თვალში გამოსაყენებლად ერთი პაციენტის მიერ
- არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ პირველადი გახსნისას უსაფრთხოების წესები დარღვეულია
- შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას
- არ გამოიყენოთ მის რომელიმე ინგრედიენტზე მომატებული მგრძნობელობისას
- დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ შეახოთ საწვეთური რამე ზედაპირს, ასევე თავიდან აიცილეთ საწვეთურის უშუალო შეხება თვალთან.
- რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, მიმართეთ ექიმს
- თუ იყენებთ სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებასაც, დაიცავით 15 წუთიანი ინტერვალი ჩაწვეთებებს შორის
- არ გამოიყენოთ ლინზებზე
- გამოყენების შემდეგ ბოთლს კარგად დაახურეთ თავი
- გამოიყენება მოზრდილებში
- ინსტილაციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი წვის შეგრძნება
მწარმოებელი: Medivis SRL, Corso Italy, 17195127 Catania, Italy
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account