Makuvit - მაკუვიტი 30 რბილი კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 35,17 ლ რეგულარული ფასი 37,02 ლ
მარაგშია
SKU
77744_3143

ჩვენებები:მხედველობის ხანგრძლივი დატვირთვა,კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.

მაკუვიტი

გამოშვების ფორმა:

კაფსულები # 30

რბილი ჟელესებრი კაფსულები

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები: ომეგა-3 ცხიმმჟავები, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი, ლიკოპინი, ასტაქსანთინი და ზეაქსანთინი

დამხმარე კომპონენტები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მაკუვიტი - საკვები ნივთიერებების ბიოლოგიური კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს მხედველობითი ფუნქციების შენარჩუნებას, რომლის შემადგენლობაშიც შედის აუცილებელი კაროტინოიდების კომპლექსი (ლუთეინი, ბეტა-კაროტინი, ლიკოპინი, ასტაქსანთინი და ზეაქსანთინი), ყურძნის წიპწის ექსტრაქტი და თვალების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო  შეუცვლელი ომეგა-3 ცხიმმჟავები. 

ლუთეინი(10მგ) და ზეაქსანთინი(2მგ) - ორი ყვითელი პიგმენტია, რომლებიც მაღალი კონცენტრაციით არის თვალის ბადურის ცენტრალურ ნაწილში და ემსახურება ბადურის ბუნებრივ დაცვას მეტისმეტად ნათელი შუქისგან. ბროლში და ბადურაში არსებობით ლუთეინი და ზეაქსანთინი უზრუნველყოფენ ფოტორეცეპტორული უჯრედების დაცვას სინათლით გამოწვეული ჟანგბადის რადიკალებისგან. ფოტოჟანგვა იწვევს ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროცესის გაშვებას, რომლის პროდუქტებიც ძალიან ტოქსიკურია ბადურისთვის. ლიტერატურული წყაროების მონაცემებით ლუთეინისა და ზეაქსანტინის ხანგრძლივად მიღება ზრდის მაკულარული პიგმენტის სიმკვრივეს და ხელს უწყობს მხედველობის მაღალი სიმახვილის შენარჩუნებას.

აღინიშნა ასტაქსანთინის(4მგ) დადებითი გავლენა მხედველობის სიმახვილეზე ჯანმრთელ ადამიანებშიც კი, ასევე თვალის დაღლილობის შემცირება, დადებითი გავლენა ხანდაზმულთა შორსმხედველობის დროს პაპილარული კუნთის შეკუმშვის გაუმჯობესების წყალობით.

ყურძნის წიპწის(25მგ) აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს მცენარეული ნივთიერებები პროანტოციანიდინები - ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომელთაც შეუძლია თავისუფალი რადიკალების შეკავშირება. აღინიშნა დადებითი გავლენა სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე:

აძლიერებს წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, მათ ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების გამტარიანობას და სისუსტეს.

ლიკოპინი(8მგ) ინარჩუნებს თვალის ჯანმრთელობას კატარაქტის განვითარების აღკვეთით, ასევე აფერხებს ბადურის უჯრედებში უამრავ ცვლილებას, რაც შეიძლება გახდეს სიბრმავის მიზეზი.

ცნობილია, რომ ორგანიზმში ომეგა-3(500მგ) ცხიმმჟავების მაღალი დონე ჯანსაღი მხედველობის ხელშემწყობ მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს. დღეისთვის აღწერილია ძირითადი მექანიზმები, რომელთა წყალობითაც  მათ აქვთ ისეთი გავლენა, როგორიცაა:

ანთების გამოვლინების შემცირება, რაც მნიშვნელოვანია თვალის ასაკობრივი დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, მაგალითად, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია (მად)
ბადურაში მხედველობითი (მაკულარული) პიგმენტის სიმკვრივის ზრდა, რაც ისევ და ისევ ხელს უწყობს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის განვითარების და პროგრესირების რისკის შემცირებას
იმ ჯირკვლების აქტივობის შენარჩუნება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცრემლის გამომუშავებაზე; საცრემლე აპკი იცავს თვალის ლორწოვან გარსს გამოშრობისგან და ამის წყალობით მცირდება მშრალი თვალის სინდრომის განვითარების ალბათობა
პროვიტამინი ბეტა-კაროტინი(10მგ) პასუხისმგებელია რქოვანას დატენიანებაზე და წარმოადგენს თვალის ბადურის პიგმენტის შემადგენელ ნაწილს. ამიტომ, მისი დეფიციტის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ეგრეთ წოდებული „ქათმის სიბრმავე“.

გამოყენების ჩვენებები:

მხედველობის ხანგრძლივი დატვირთვა
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა
მწეველები
ბლეფარიტი
მიოპია და მასთან დაკავშირებული გართულებები
დიაბეტური რეტინოპათია
საცრემლე ჯირკვლის დაავადებები
ოფთალმოჰიპერტენზია
მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია
პიგმენტური რეტინოპათია
თვალებზე ოპერატიული ჩარევების შემდგომ აღდგენის პერიოდში;
სიბნელეში მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა
მხედველობის ნერვის ატროფია
გამოყენების რეკომენდაციები:

მიიღება პერორალურად, ჭამის დროს.

 ნიშნავენ 1 კაფსულას დღე-ღამეში ერთხელ.

მიღების ხანგრძლივობა - 1-3 თვე.

უკუჩვენებები:

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

ორსულობა.

ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

მაკუვიტი განკუთვნილია მრავალფეროვან, დაბალანსებულ დიეტასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დამატებით გამოყენებისთვის.

ნუ გამოიყენებთ მაკუვიტს შემადგენლობის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy