მოქსიკლავი 1.2გ 10 ფლაკონი
ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; შარდ-სასქესო ტრაქტის და მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები
მოქსიკლავი 1.2 გ
ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.
– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
– თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
– გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის ამ ფურცელ–ჩანართში
1. რა არის მოქსიკლავი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ მოქსიკლავის მიღებამდე
3. როგორ მიიღება მოქსიკლავი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება მოქსიკლავი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის მოქსიკლავი და რისთვის გამოიყენება იგი
მოქსიკლავი არის ანტიბიოტიკი და მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით. იგი შეიცავს ორ განსხვავებულ მედიკამენტს, სახელწოდებით ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით "პენიცილინები", რომელთა მოქმედება ხანდახან შეიძლება შეჩერდეს (გახდეს უმოქმედო). სხვა აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ეწინააღმდეგება ამას.
მოქსიკლავი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• ყურის, ცხვირის და ყელის მძიმე ინფექციები
• სასუნთქი გზების ინფექციები
• საშარდე გზების ინფექციები
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები
• ინტრააბდომინური ინფექციები
• სასქესო ორგანოების ინფექციები ქალებში.
მოქსიკლავი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში ინფექციების პრევენციისთვის, რომლებიც დაკავშირებულია დიდ ქირურგიულ პროცედურებთან.
2. რა უნდა იცოდეთ მოქსიკლავის მიღებამდე
არ მიიღოთ მოქსიკლავი:
- თუ ალერგიული ხართ ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
- თუ ოდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს კანის გამონაყარს ან სახის ან კისრის შეშუპებას.
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.
არ მიიღოთ მოქსიკლავი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მოქსიკლავის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ თქვენ:
- გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება
- მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმლების პრობლემების გამო
- რეგულარულად არ გამოყოფთ სითხეს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თქვენ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მოქსიკლავის მიღებამდე.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს თქვენს ინფექციას.
შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგინიშნონ მოქსიკლავის განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი.
მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
მოქსიკლავს შეუძლია გააუარესოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები (გულყრა) და მსხვილი ნაწლავის ანთება. თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება გარკვეულ სიმპტომებს მოქსიკლავის მიღებისას, რაიმე პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხილეთ „მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება“ ნაწილში 4.
სისხლის და შარდის ანალიზები
თუ თქვენ იტარებთ სისხლის ანალიზს (როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების სტატუსის ტესტები ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ანალიზს (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან ექთანს, რომ იღებთ მოქსიკლავს. ეს იმიტომ, რომ მოქსიკლავმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ტიპის ტესტების შედეგებზე.
სხვა მედიკამენტები და მოქსიკლავი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
თუ თქვენ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის დროს) მოქსიკლავთან ერთად, უფრო სავარაუდოა, რომ გქონდეთ კანის ალერგიული რეაქცია.
თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის დროს), თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მოქსიკლავის დოზის კორექტირება.
თუ პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის კოლტების წარმოქმნის შეჩერებას (როგორიცაა ვარფარინი) მიიღება მოქსიკლავთან ერთად, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზები.
მოქსიკლავს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატზე (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ იყოლიოთ ბავშვი, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოქსიკლავი შეიცავს დაახლოებით 62.9 მგ (2.7 მმოლ) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია, თუ თქვენ ხართ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
მოქსიკლავი შეიცავს დაახლოებით 39.3 მგ (1.0 მმოლ) კალიუმს. ეს გასათვალისწინებელია თირკმლების პრობლემების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან კალიუმის კონტროლებად დიეტაზე.
3. როგორ მიიღება მოქსიკლავი
არასოდეს დაუნიშნთ საკუთარ თავს ეს პრეპარატი. კვალიფიციური პიროვნება, როგორიცაა ექიმი ან ექთანი, დაგინიშნავთ ამ მედიკამენტს.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები და 40 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვები
სტანდარტული დოზა | 1000 მგ/200 მგ ყოველ 8 სთ–ში ერთხელ |
ოპერაციის დროს და მის შემდეგ ინფექციების შესაჩერებლად |
1000 მგ/200 მგ ოპერაციამდე, როდესაც ხორციელდება ანესთეზია. დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ოპერაციის ტიპის მიხედვით. ექიმმა შეიძლება გაიმეოროს დოზა, თუ ოპერაციას 1 საათზე მეტი დრო სჭირდება. |
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
ყველა დოზა შემუშავებულია ბავშვის სხეულის წონის მიხედვით კილოგრამებში.
3 თვის და მეტი ასაკის ბავშვები: | 25 მგ/5 მგ სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე ყოველ 8 საათში ერთხელ. |
3 თვეზე ნაკლები ასაკის ან 4 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვები | 25 მგ/5 მგ სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
თირკმლებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
- თუ გაქვთ თირკმლების პრობლემები, თქვენ შეიძლება დაგინიშნონ განსხვავებული დოზა. ექიმს შეუძლია შეარჩიოს განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი.
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, თქვენი ექიმი ყურადღებით შეგამოწმებთ და თქვენ შეიძლება მეტი რეგულარულობით ჩაიტაროთ ღვიძლის ფუნქციის ტესტები.
როგორ დაგენიშნებათ მოქსიკლავი
მოქსიკლავი ინიშნება ვენაში ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის სახით.
დარწმუნდით, რომ დალიეთ ბევრი სითხე მოქსიკლავის მიღებისას.
თქვენ ჩვეულებრივ არ დაგინიშნავენ მოქსიკლავს 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმის მიერ თქვენი მკურნალობის განხილვის გარეშე.
თუ რეკომენდებულზე მეტი მოქსიკლავი მიიღეთ
ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიგაღებინეს ზედმეტი დოზა, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ძალიან ბევრი მოქსიკლავი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ნიშნები შეიძლება იყოს კუჭის აშლილობა (ცუდად ყოფნის შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კრუნჩხვები.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის მიღების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ამ მედიკამენტის მიღებისას.
მდგომარეობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი კანზე
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ან მეწამული ფერის ამობურცული ლაქების სახით კანზე, მაგრამ შეიძლება დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილებიც
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება
- შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
- კოლაფსი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან. შეწყვიტეთ მოქსიკლავის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს წყლიან დიარეას, როგორც წესი, სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილს და/ან ცხელებას.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე რჩევისთვის, თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები.
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 10-დან 1–მდე ადამიანთან
- რძიანა (კანდიდოზი - საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების საფუარის ინფექცია)
- დიარეა
არახშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 100-დან 1–მდე ადამიანთან
- გამონაყარი კანზე, ქავილი
- მომატებული ქავილით მიმდინარე გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
- ცუდად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას
→ განვითარების შემთხვევაში მიიღეთ მოქსიკლავი ჭამის წინ
- ღებინება
- საჭმლის მონელების დარღვევა
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ანალიზში:
- ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1–მდე ადამიანთან
- გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება ბუშტუკების წარმოქმნას იწვევდეს და ჰგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით - მულტიფორმული ერითემა)
→ თუ რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
- შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ, რომელიც ძალიან მტკივნეულია შეხებისას
იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ანალიზში:
- სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.
სხვა გვერდითი ეფექტები
სხვა გვერდითი ეფექტები გამოვლინდა ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია.
- ალერგიული რეაქციები (იხილეთ ზემოთ)
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხილეთ ზემოთ)
- თავის ტვინის გარშემო არსებული დამცავი გარსის ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)
- კანის სერიოზული რეაქციები:
o ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმით, რომელიც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
o ფართოდ გავრცელებული კანის წითელი ფერის გამონაყარი ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
o წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებითა და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
o გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის არანორმალური შედეგებით (სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS))
→დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ამ სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში.
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- სიყვითლე, გამოწვეული ბილირუბინის მომატებით სისხლში (ღვიძლში წარმოქმნილი ნივთიერება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი კანის და თვალების თეთრი გარსის გაყვითლება.
- თირკმელში მილაკების ანთება
- სისხლის შედედებისთვის საჭირო დროის გაზრდა
- კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ მოქსიკლავის მაღალ დოზებს ან რომლებსაც აქვთ თირკმლების პრობლემები).
გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი სისხლის ან შარდის ანალიზებში:
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება
- სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია)
- კრისტალები შარდში.
5. როგორ ინახება მოქსიკლავი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მოქსიკლავი
– აქტიური ნივთიერებებია: ამოქსიცილინი ნატრიუმის ამოქსიცილინის სახით და კლავულანის მჟავა კალიუმის კლავულანატის სახით.
მოქსიკლავის თითოეული ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ამოქსიცილინს (ნატრიუმის ამოქსიცილინის სახით) და 200 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
სხვა ინგრედიენტები არ არის.
მოქსიკლავის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
მოქსიკლავი მიეწოდება მინის ფლაკონებში, რომლებიც დახუფულია რეზინის საცობებით და ალუმინის თავსახურებით. ხელმისაწვდომია 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფლაკონის შეფუთვა.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account