AQUA MARIS - აქვა მარის ექტოინი 20მლ
AQUA MARIS - აქვა მარის ექტოინი 20მლ
გამოყენების ინსტრუქცია
ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინი“
რეგისტრაციის მოწმობა: # РЗН 2014/1548. 15.04.2016წ.
შემადგენლობა: 100 მლ შეიცავს:
ექტოინი - 2 გ, ზღვის მარილი - 0,9 გ, გასუფთავებული წყალი - 100 მლ-მდე.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო, უსუნო სითხე, ხილული ჩანართების გარეშე.
დოზების მინიმალური რაოდენობა: 142 დოზა ფლაკონში.
დანიშნულება:
ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინი“ ბუნებრივი პრეპარატია, რომელიც ფიზიკურ ბარიერს ქმნის ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე ალერგენების მიმაგრების საწინააღმდეგოდ. აქვა მარის ექტოინი იცავს ორგანიზმს ალერგიის განვითარებისგან, ხელს უშლის ალერგიული რინიტის განვითარებას და ხელს უწყობს ალერგენებით დაზიანებული ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის აღდგენას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინი“ შეიცავს ექტოინისა და ზღვის მარილის იზოტონური ხსნარის კომბინაციას.
ექტოინი არის კომპონენტი, რომელსაც ბუნებრივ პირობებში გამოიმუშავებს ჰალოფილური მიკროორგანიზმები, რომლებიც, თავის მხრივ, ხასიათდებიან არახელსაყრელ გარემო პირობებში არსებობის უნარით.
მაღალი ჰიდროფილურობის წყალობით (მსგავსება წყლის მოლეკულებთან), ექტოინი ცხვირის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ქმნის მჭიდრო კლასტერებს, უხილავი დამცავი „ექტოინური ჰიდროკომპლექსის“ სახით. აღნიშნული კომპლექსი ხელს უშლის ალერგენების კონტაქტს ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებთან და იცავს ორგანიზმს ალერგიული რეაქციების განვითარებისგან, ასევე ამცირებს ალერგიული რინიტის ინტენსივობას. ამასთან ერთად, ალერგენები ფიქსირდება ჰიდროკომპლექსის ზედაპირზე და მათი გამოდევნა ადვილდება ცხვირის გამორეცხვის ან მოწმენდის გზით.
აქვა მარის ექტოინის შემადგენლობაში შემავალი ზღვის მარილის ბუნებრივი ხსნარი ხელს უწყობს ალერგენების მექანიკურ გამოდევნას ცხვირის ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან და ასუფთავებს მასზე დალექილი ქუჩისა თუ სახლის მტვრისგან. ზღვის მარილის მიკროელემენტები და მინერალები აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და აღადგენს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს.
აქვა მარის ექტოინი არ იწვევს შეჩევას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
გამოყენების ჩვენებები:
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაცვა:
მცენარეული მტვრის ნაწილაკებისგან (სეზონური ყვავილობის პერიოდში);
საყოფაცხოვრებო ალერგენებისგან (სახლის მტვრის ტკიპა);
ცხოველთა ბეწვისგან;
ტარაკანებისა და სხვა მწერების ალერგენებისგან;
სოკოვანი ალერგენებისგან;
საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სხვა უცხო სხეულებისგან, რომლებიც ცხვირის ღრუში შესუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება.
ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა, ქავილის, ცემინების, სურდოს, ცრემლდენისა და ცხვირით სუნთქვის გაძნელების შესამცირებლად.
გამოყენების წესი:
გამოიყენება ინტრანაზალურად.
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ სიხშირით, რაც საჭიროა სასურველი ეფექტის მისაღწევად.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში აეროზოლის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები:
მაქსიმალური პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინი“ გამოყენებულ უნდა იქნას სავარაუდო ალერგენთან ან სხვა გამღიზიანებელთან კონტაქტამდე 10-15 წუთით ადრე.
ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინი“ სისტემატურად გამოიყენება ალერგიული რეაქციის გამომწვევი მცენარეების აქტიური ყვავილობისა და დამტვერვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინის“ გამოყენება რეკომენდებულია ცხვირის ღრუს სანაციის ყოველი პროცედურის შემდეგ (გამოწმენდა, გამორეცხვა).
გამოყენების ინსტრუქცია:
პირველი გამოყენების წინ მოხსენით დამცავი ხუფი და დააწექით გამომფრქვევს 2-3-ჯერ, ჰაერის გამოსადევნად. არ მოაჭრათ წვერი. თუ გამოფრქვევის ფუნქცია დარღვეულია (მაგ.: ფლაკონი იდო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში), დაიჭირეთ ის ვერტიკალურად და დააწექით გამომფრქვევს რამდენჯერმე.
ჰიგიენური თვალსაზრისით ცხვირის აეროზოლის „აქვა მარის ექტოინი“ ყოველი ფლაკონი გამოყენებულ უნდა იქნას ერთი ადამიანის მიერ. ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ გამომფრქვევის წვერი და მჭიდროდ მოარგეთ ხუფი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემდგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გავლენას არ ახდენს რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში.
გვერდითი ეფექტები:
არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. გახსნილი აეროზოლის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდე.
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები:
ექსპლუატაცია, შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში.
სამედიცინო მოწყობილობა ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
20 მლ პლასტმასის ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უტილიზაცია (განადგურება):
ცხვირის აეროზოლი „აქვა მარის ექტოინი“ არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე, ამიტომ, მისი განადგურება განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს .
მწარმოებელი:
“იადრანი” - გალენსკი ლაბორატორია ს.ს., სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
წარმოების ადგილი:
“იადრანი” - გალენსკი ლაბორატორია ს.ს., სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:
შპს „იადრანი“:
119330, ქ. მოსკოვი, ლომონოსოვის გამზ. 38, ოფისი 30,
ტელ./ფაქსი: +7(499)970-18-82.
www.aquamaris.ru
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account