რინერჯი ცხვირის სპრეი 0.05% 10მლ
ჩვენება: ცხვირის ლორწოვანი გარსის ან ცხვირის ღრუს დაცობა, რაც გამოწვეულია გაციებით, რინიტით, სინუსიტით, თივის ცხელებით და ზედა სასუნთქი გზების სხვა ალერგიებით.
რა არის რინერჟი და რისთვის გამოიყენება
რინერჟი განკუთვნილია სწრაფი და ხანგრძლივი შემსუბუქების მისაღწევად, როდესაც საქმე ეხება ცხვირის ლორწოვანი გარსის ან ცხვირის ღრუს დაცობას, რაც გამოწვეულია გაციებით, რინიტით, სინუსიტით, თივის ცხელებით და ზედა სასუნთქი გზების სხვა ალერგიებით.
რინერჟი ასევე შესაფერისია შეშუპების შესამცირებლად, რაც ამარტივებს ცხვირის და ხახის გარსების ვიზუალიზებას ქირურგიულ და დიაგნოსტიკურ პროცედურებამდე, ისევე როგორც ევსტაქის მილის ფუნქციონირების გასაუბჯობესებლად ყურის ანთების მქონე პაციენტებში.
რა უნდა იცოდეთ რინერჟის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ რინერჟი
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინის ან რინერჟის სხვა კომპონენტების მიმართ,
- თუ ხართ მგრძნობიარე ადრენერგული ნივთიერებების ფარმაკოლოგიური ჩვენებების მიმართ,
- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე რინერჟის გამოყენებისას:
- დიდი დოზების მიღებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან ძალიან ხშირმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და გამოიწვიოს სისტემური ეფექტი, განსაკუთრებით ბავშვებში.
- ბავშვებში, გადაჭარბებულმა დოზამ ან უნებლიე ჩაყლაპვამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ღრმა დაქვეითება, რამაც აუცილებელი გახადოს ინტენსიური თერაპიით უზრუნველყოფა.
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაქვეითების, ჰიპოტენზიის და კომის გამოვლენის გამო, უნდა ოხდეს იმის გათვალისწინება რომ ოქსიმეტაზოლინმა შესაძლოა გამოიწვიოს მსგავსი რეაქციები.
- თუ იღებთ სიმპათომიმეტურ პრეპარატებს ან გაქვთ ჰიპერთირეოზი, გულის დაავადება (მათ შორის სტენოკარდია), ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), შაქრიანი დიაბეტი ან იღებთ მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს (IMAO), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
- არ გამოიყენოთ რინერჟი თვითმკურნალობისას 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. სიმპტომების პერსისტენციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ რინერჟით მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.
- არ გამოიყენოთ რინერჟი 3-5 დღეზე მეტ ხანს.
- კონსერვანტს რომელიც რინერჟის შემადგენლობაშია, ბენზალკონიუმის ქლორიდს, შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. თუ შენიშნეთ ეს რეაქცია (ცხვირის მუდმივი გაჭედვა), არჩევანი უნდა შეაჩეროთ, თუ შესაძლებელი იქნება, სხვა მსგავს მედიკამენტზე, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტს. თუ არ არის მედიკამენტი ნაზალური გამოყენებისთვის, კონსერვანტების გარეშე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გირჩევთ ალტერნატიულ ფარმაცევტულ გზას.
- ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, არ გაიზიაროთ თქვენი შესასხურებელი სხვა ადამიანებთან. შესასხურებელი არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთზე მეტი ადამიანის მიერ.
სხვა მედიკამენტები და რინერჟი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში, ან მიიღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე გაცემულ მედიკამენტებს.
არ გამოიყენოთ რინერჟი თუ იღებთ მონოამინოოქსიდაზის არა შერჩევით ინჰიბიტორებს (დეპრესიის სამკურნალოდ გამოსაყენებელი მედიკამენტები). ამ პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი, IMAO პრეპარატების ხანგრძლივი მოქმედების გამო. ამ ტიპის ურთიერთქმედება შესაძლოა გამოვლინდეს IMAO პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტიდან 15 დღის შემდეგ.
რინერჟი საკვებთან და სასმელთან ერთად:
რინერჟის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
ხელმისაწვდომი არ არის შესაბამისი და კონტროლირებადი კვლევები რინერჟის ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობისას, გარდა იმ შემთხევისა თუ ექიმი მის გამოყენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რინერჟი არ უნდა იქნეს გამოქენებული ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმისა თუ ამის აშკარა აუცილობლობა არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ ახდენს ზემოქმედებას მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაციები რინერჟის ზოგიერთ კომპონენტზე
შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
როგორ გამოიყენება რინერჟი
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი დოზა არის 2 ან 3 შესხურება თითო ნესტოში, 2-ჯერ დღეში (დილით და ღამით), გარდა ექიმის სხვაგვარი დანიშნულებისა. სინუსიტის შემთხვევაში, შესხურების განმეორება შესაძლოა 10-15 წუთში.
არ გამოიყენოთ რინერჟი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ უნდა გამოიყენოთ რინერჟი თვითმკურნალობისას 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. სიმპტომების პერსისტენციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ რინერჟით მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.
როგორ და რა ფორმით მიიღება
მოათავსეთ შესასხურებლის საცმი ცხვირის ნესტოში.
დააჭირეთ შესასხურებელს იმდენჯერ რამდენჯერაც არის რეკომენდირებული შესხურება და შეისუნთქეთ სწრაფად. გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ შესასხურებელი ფლაკონის საცმი.
ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, არ გაიზიაროთ თქვენი შესასხურებელი სხვა ადამიანებთან. შესასხურებელი არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთზე მეტი ადამიანის მიერ.
თუ გადააჭარბებთ რინერჟის გამოსაყენებელ დოზას
ბავშვებში, ოქსიმეტაზოლინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, როგორიცაა: ჰიპოთერმია, სედაცია, გონების დაკარგვა, კომა ან სუნთქვის გაძნელება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს მკურნალობის დაწყების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ რინერჟის გამოყენება
არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
განაგრძეთ ამ მედიკამენტის გამოყენება მიღებული ინსტრუქციების თანახმად.
თუ კიდევ გაქვთ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტი, ამ რინერჟსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შანსი იმ პაციენტებში რომლებიც გამოიყენებენ რინერჟის თერაპევტულ დოზებს არის დაბალი. შესაძლოა გამოვლინდეს:
- ადგილობრივი ეფექტები, მათ შორის: გარდამავალი წვის შეგრძნება, წვა, რინორეას მომატება ან ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ცემინება. მოერიდეთ რინერჟის გამოყენებას გადაჭარბებული ფორმით და ხანგრძლივი პერიოდის განმავობაში, შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება (დამახასიათებელია ქრონიკული სიწითლე, შეშუპება და რინიტი).
- სისტემური ეფექტები, მათ შორისაა სისტემური სიმპატომიმეტიური ეფექტები როგორიცაა ჰიპერტენზია, ნერვოზი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, გულის ფრიალი ან რეფლექსური ბრადიკარდია შემთხვევით გამოვლინებით.
თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ის გვერდითი ეფექტები რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება რინერჟი
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ რინერჟი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. არ გამოიყენოთ თუ შეამჩნევთ გაფუჭების ნიშნებს.
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
სხვა ინფორმაციები
როგორია რინერჟის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. შესასხურებელი საინჰალაციო ხსნარის თითო მლ შეიცავს 0,5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მონო კალიუმის ფოსფატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი და სუფთა წყალი.
როგორია რინერჟის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
რინერჟი წარმოდგენილია გამჭვირვალე, უფერო და უცხო ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარის ფორმით, მოთავსებულია 10 მლ-იან შესასხურებლის ფლაკონში, რომელიც არის მაღალი სიმკვრივის თეთრი პოლიეთილენიც და აქვს პოლიპროპილენის თავსახური.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account