რინოფლუიმუცილი 10მლ.. ცხვირის სპრეი
შემადგენლობა
10 მლ ხსნარი შეიცავს 0,1 გ N - აცეტილცისტეინი, 0,05გ თუამინოჰეპტალის სულფატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილცისტეინის მუკოლიზურ და რეპარაციულ მოქმედებას ემატება ტუამინოჰეპტალის სულფატის ვაზოკონსტიქციული მოქმედება, რომელიც ამცირებს ცხვირისა და დამატებითი წიღების შეშუპებას, პრეპარატის ზემოქმედებით სწრაფად მცირდება ანთებითი პროცესის სიმპტომები.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ადგილობრივი მიღებისას მის შემადგენელ აქტიური კომპონენტებს არ გააჩნიათ სისტემური მოქმედება.
ჩვენებები
• მწვავე და ქვემწვავე რინიტი ( ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით)
• ქრონიკული რინიტი
• ვაზომოტორული რინიტი
• სინუსიტი.
მიღების წესები და დოზები
ცხვირის ღრუში პრეპარატის შესხურება ხდება სპეციალური დოზატორის საშუალებით
ბავშვები | 1 დოზა (პიპეტის 1 მოჭერა) 3-4 ჯერ დღეში, თითოეულ ნესტოში |
მოზრდილები | 2 დოზა (პიპეტის 2 მოჭერა) 3-4 ჯერ დღეში, თითოეულ ნესტოში |
მკურნალობის კურსი შეადგენს არაუმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხშირი და ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპატომიმეტიკური ტიპის რეაქციები. გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის მოხსნისთანავე.
უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის ზომები : 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
2.5 წელი. პრეპარატი გახსნიდან ვარგისია 20 დღის განმავლობაში.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account