Afrin - აფრინი დამატენიანებელი სპრეი 0.05% 15მლ

განსაკუთრებული ფასი 19,69 ლ რეგულარული ფასი 27,35 ლ
მარაგშია
SKU
75987_3110

ჩვენება:რინიტის (სურდოს) ნიშნების მქონე მწვავე რესპირატორული დაავადებები. მწვავე ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტის გამწვავება.

აფრინი® დამატენიანებელი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
აფრინი® დამატენიანებელი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ოქსიმეტაზოლინი. წამლის ფორმა ნაზალური სპრეი.
შემადგენლობა
1 მლ სპრეი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591) 30 მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 0,975 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 5,525 მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი 0,3 მგ, მაკროგოლ-1450 50 მგ, პოვიდონ-K29-32 30 მგ, ბენზილის სპირტი 2,5 მგ, ლიმონის არომატიზატორი 1,5 მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი 1,471 მგ, გლიცეროლი 5 მგ, გასუფთავებული წყალი q.s. 1მლ-მდე.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გელისმაგვარი სუსპენზია დამახასიათებელი ციტრუსის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დეკონგესტანტური საშუალება - ალფა-ადრენომიმეტიკი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
ადგილობრივი გამოყენების ალფა-ადრენომასტიმულირებელი საშუალება. მოქმედებს როგორც სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება. ოქსიმეტაზოლინი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების, დანამატი წიაღებისა და ევტაქის მილის შევიწროებას, რაც იწვევს შეშუპების შემცირება და ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებას ალერგიული და/ან ინფექციურ-ანთებითი რინიტის (გაციების) დროს.
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ხელს უწყობს ცხვირის დანამატი წიაღების, შუა ყურის ღრუს აერაციის აღდგენას, რაც აფერხებს ბაქტერიული გართულებების განვითარებას (ჰაიმორიტის, სინუსიტის, შუა ოტიტის).
თერაპიულ კონცენტრაციებში ადგილობრივი ინტრანაზალური გამოყენებისას არ აღიზიანებს და არ იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას.
კლინიკურმა კვლევებმა მწვავე ვირუსული რინიტის მქონე პაციენტებში 12-70 წლის ასაკში აჩვენა, რომ ოქსიმეტაზოლინის 0,05% ნაზალური სპრეის გამოყენება ამცირებს სურდოს საშუალო ხანგრძლივობას 6-დან 4 დღემდე.
აფრინი® დამატენიანებელი არ გადმოედინება ცხვირიდან და არ გადაედინება ყელში, ვინაიდან, სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერებები (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და პოვიდონ-K29-32), და ცხვირის ღრუში შეყვანისას სპრეი ხდება უფრო ბლანტი და ჩერდება ცხვირის ლორწოვან გარსზე უფრო ეფექტურად, ვიდრე სტანდარტული წყლიანი ხსნარი.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ტენიანობის შეკავებისთვის ხელშემწყობ დამატენიანებელ ნივთიერებებს (გლიცეროლი და მაკროგოლ 1450), რაც ეხმარება ცხვირის მშრალი ან გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის ტენიანობის უზრუნველყოფას.
კლინიკური კვლევების მიხედვით, რომ სამკურნალო პრეპარატის მოქმედება იწყება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 12 საათამდე.
ფარმაკოკინეტიკა
ნაზალური სპრეის სახით გამოყენებისას, ოქსიმეტაზოლინი პრაქტიკულად არ ვლინდება სისხლის პლაზმაში. ოქსიმეტაზოლინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მისი ინტრანაზალური შეყვანისას შეადგენს 35 საათს. ოქსიმეტაზოლინის 2,1% გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, ხოლო ნაწლავების მეშვეობით დაახლოებით 1,1%.
გამოყენების ჩვენებები
რინიტის (სურდოს) ნიშნების მქონე მწვავე რესპირატორული დაავადებები. მწვავე ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტის გამწვავება.
დრენაჟის აღსადგენად ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების (სინუსიტის), ევსტაქიიტის, შუა ოტიტის დროს.
ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ შეშუპების აღმოსაფხვრელად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ოქსიმეტაზოლინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ატროფიული რინიტი.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
ქირურგიული ჩარევები ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში). ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობა. ცხვირის ვესტიბულის კანისა და ლორწოვანი გარსის ანთება.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
სიფრთხილით
ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მიღებამდე და მათი შეწყვეტის შემდეგ 14 დღის ინტერვალის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბრომოკრიპტინის, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას, თვალშიდა მომატებული წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, არითმია, ტაქიკარდია), გამოხატული ათეროსკლეროზი, ფეოქრომოციტომა, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური სიმპტომებით (შარდის შეკავება), პორფირია.
გამოყენება ორსულობაში და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის მოხმარება ორსულებსა და მეძუძურ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მაშინ როცა პრეპარატის გამოყენების მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისა ან ჩვილის პოტენციურ რისკს.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის ან პლაცენტარული სისხლის დინების შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლის დინების შემცირება.
გამოყენების მეთოდი და დოზები
ინტრანაზალურად.
ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ენერგიულად შევანჯღრიოთ სპრეის ფლაკონი.
ნაზალური სპრეის პირველად გამოყენებამდე აუცილებელია მოვახდინოთ მისი "დაკალიბრება" გამფრქვევის თავზე რამდენჯერმე დაჭერით გზით.
მოზრდილებსა და ბავშვებში 10 წლიდან - 1-2 შეახურება ცხვირის თითო ღრუში 12 საათიანი ინტერვალით.
6-10 წლამდე ასაკის ბავშვებში - თითო შეფრქვევა ცხვირის თითო ღრუში 12 საათიანი ინტერვალით.
პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 დღემდე. რეკომენდებული დოზით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გამოიყენეთ პრეპარატი არა უმეტეს 7 დღისა. თუ სიმპტომები ძლიერდება ან 3 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ მოხდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის განმეორებითი კურსი შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რომლის დროსაც პრეპარატი არ იქნა გამოყენებული.
პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის "დაცობის" შეგრძნება შეიძლება კვლავ გამოვლინდეს ან გაუარესდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
გვერდითი მოქმედება
მთლიანობაში პრეპარატი კარგად გადაიტანება, შესაძლო არასასურველი გამოვლინებები უმეტესწილად მსუბუქია და გარდამავალი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპების ჩათვლით,
ქავილი.
ნერვული სისტემის მხრივ: ნევროზულობა, შფოთვა, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა, უძილობა, ძილიანობა, კანკალი, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში).
გრძნობის ორგანოების მხრივ: ბუნდოვანი მხედველობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა.
სუნთქვითი სისტემის მხრივ: ცხვირის მიდამოში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება,
ცემინება, ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის ზრდა, ცხვირის დაცობის გაძლიერება, ჰიპერემია, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე ან ატროფია, პირის სიმშრალე, ცხვირის და ყელის ლორწოვანის გაღიზიანება, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჩერება (ბავშვებში).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).
სხვა: სისუსტე, ტაქიფილაქსია.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბენზალკონიუმის ქლორიდს, შეუძლია გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები.
ჭარბი დოზირება
მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მისი პერორალურად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს: გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, არითმია, მომატებული არტერიული წნევა, ქოშინი, გულის გაჩერება, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები, ფილტვების შეშუპება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაქვეითება (ძილიანობა, ორგანიზმის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, სუნთქვის გაჩერება და კომა).
მკურნალობა: სიმპტომური; მძიმე დოზის გადაჭარბებისას - ინტენსიური თერაპია; შემთხვევით მისი პერორალურად მიღებისას - კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არასელექციური ადრენობლოკატორები, მაგალითად, ფენტოლამინი, რათა შემცირდეს მომატებული არტერიული წნევა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივი მიღების დროს იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროთილინის, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მიღებამდე და მათი შეწყვეტის შემდეგ 14 დღის ინტერვალის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას - შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.
პრეპარატი ანელებს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შეწოვას, ახანგრძლივებს მათ მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
გახანგრძლივებული (ერთ კვირაზე მეტხანს) გამოყენებისას შესაძლოა ცხვირის დაცობის სიმპტომების განახლება. 7 დღეზე მეტხანს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თავი აარიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას.
სამედიცინო გამოყენების სამკურნალო პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო
საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
რეკომენდებული დოზებით სწორი გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიც არის თავბრუსხვევა, თავი მოარიდეთ ამ სახის საქმიანობებს.
გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი 0,05 %. 20 მლ ტევადობის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ გაუმჭვირვალე ფლაკონში თითოში 15 მლ, წვრილი გამფრქვევი დოზირების მექანიზმით და დამცავი თავსახურით, გადაჭიმული თერმოკუმშვადი აპკით პირველადი გახსნის კონტროლით. 1 ფლაკონი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 1
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy