ნიშადურის სპირტი 10% 100მლ ფლ
ამიაკის ხსნარი 10%
შOLUთIO AMMONII ჩAUშთIჩI 10%
პრეპარატის სახელწოდება:
ამიაკის ხსნარი 10% (ნიშადურის სპირტი)
შემადგენლობა:
ამიაკი 10 მლ გამოხდილი წყალი 100 მლ-მდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ლორწოვანი გარსის მასტიმულირებელი საშუალება
ფორმა:
ხსნარი, გარეგანი.
ჩვენება:
იყენებენ, როგორც გადაუდებელ საშუალებას სასუნთქი ცენტრის აგზებისათვის და ავადმყოფთა გამოსაყვანად უგონო მდგომარეობიდან, რისთვისაც პრეპარატში დასველებული ბამბის ან დოლბანდის პატარა ნაჭერი მიაქვთ ცხვირის ნესტოებთან (0,5-1,0 წმ).
ზოგჯერ იყენებენ შიგნით მისაღებად, როგორც ღებინების გამომწვევი საშუალება (5-10 წვეთი 100 მლ წყალში). მწერების ნაკბენზე გამოიყენება გარეგანი საფენის სახით. ქირურგიულ პრაქტიკაში იხმარება ხელების დასაბანად (25 მლ პრეპარატი 5 ლ თბილ ანადუღარ წყალში). ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით და კარგად ასუფთავებს კანს.
უკუჩვენება:
ამიაკის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია დერმატიტების, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს. განუზავებელი ხსნარის მიღება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დამწვრობას.
გამოშვების ფორმა:
ხსნარის სახით 100 მლ პოლიეთილენის ფლაკონებში.
შენახვის პირობები:
ინახება +80ჩ +150ჩ ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
გაიცემის რეჟიმი
გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი:
საქართველო, თბილისი, გოთუას 3,
შ.პ.ს. `ეუბიოტიკები~.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account