Omezil - ომეზილი 20მგ 10 კაფსულა

0,75 ლ
მარაგშია
SKU
55975_2530
ჩვენება: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. რეფლუქს-ეზოფაგიტი. ასას მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულწყლულოვანი დაზიანება, სტრესული წყლულები...

გამოყენების ინსტურუქცია
ომეზილი
(Omezil)
სავაჭრო დასახელება: ომეზილი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახდელება: ომეპრაზოლი
შემადგენლობა:
ყოველი მაგარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ომეპრაზოლი 20 მგ
(გრანულები, დაფარული ენტეროსოლუბილის გარსით)
გამოყენებულია ჟელატინის ცარიელი კაფსულების დამტკიცებული ფერი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ომეპრაზოლი ახდენს ფერმენტების H+ K+ АТФ-ის (<პროტონულ ტუმბოს>) კუჭის
პარიეტულ უჯრედებში ინჰიბირებას, რითაც ბლოკავს მარილმჟავის სინთეზის
დასკვნით სტადიას. ეს იწვევს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის
დონის შემცირებას, გამაღიზიანებლის ბუნების მიუხედავად. პრეპარატის
ერთჯერადად მიღების შემდეგ, ომეპრაზოლის მოქმედება იწყება პირველი
საათის განმავლობაში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში, მაქსიმალური
ეფექტი მიიღწევა 2 საათში. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ
სეკრეტორული აქტივობა სრულად აღდგება 3-5 დღეში.
ფარმაკოკინეტიკა:
ომეპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება კნტ-დან, კონცენტრაცია პლაზმაში
აღწევს პიკს 0.5-1 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 30-40%. პლაზმის
ცილებთან კავშირი შეადგენს 90-95%. ომეპრაზოლი პრაქტიკულად სრულად
მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოდის ძირითადად თირკმელებით მეტაბოლიტების
სახით.
ჩვენება:
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. რეფლუქს-ეზოფაგიტი. ასას
მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულწყლულოვანი
დაზიანება, სტრესული წყლულები. Helicobacter pylori-ს თან
ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი
დაზიანება (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში). ზოლინგერ-ელისონის
სინდრომი.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ბავშვების მკურნალობისას, და
აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების
შეწყვეტის საკითხი. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს
ავთვისებიანი პროცესი კნტ ზედა განყოფილებებში, რადგან პრეპარატის
მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომატიკა და გაართულოს დიაგნოსტიკა.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დღე-ღამის დოზა არ უნდა
აღემატებოდეს 20მგ.
მიღების წესი და დოზები:
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში – 1
კაფსულა (20 მგ) დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში (რეზისტენტულ
შემთხვევებში 2 კაფსულამდე დღე-ღამეში). კუჭის წყლულოვანი დაავადება
გამწვავების ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი – 1-2 კაფსულა
დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
ასას მიღებით გამოწვეული კნტ ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, - 1 კაფსულა
დღე-ღამეში 4-8 კვირის განმავლობაში.
Helicobacter pylori ერადიკაცია – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივის
საწინააღმდეგო მკურნალობა – 1 კაფსულა დღე-ღამეში.
რეფლუქს-ეზოფაგიტის რეციდივის საწინააღმდეგო მკურნალობა – 1 კაფსულა
დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვემდე).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი – დოზა ინდივიდუალურია კუჭის სეკრეციის
საწყისი დონიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ იწყება 60 მგ დღე-ღამეში.
საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 80-120 მგ-მდე დღე-ღამეში, ასეთ
შემთხვევაში მას ყოფენ 2 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი, ჩვეულებრივ შექცევადი,
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ორგანოები: დიარეა ან გაუვალობა, ტკივილი მუცელში,
პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა, სტომატიტი, პლაზმაში “ღვიძლის”
ფერმენტების დონის ტრანზიტორული ზრდა.
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ძილიანობა,
უძილობა, პარესთეზია, დეპრესია, ჰალუცინაციები.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: კუნთების სისუსტე, მიალგია, ართრალგია.
სისხლის მიმოქცევის სისტემა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
კანის რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი.
სხვა: მხედველობის დარღვევა, პერიფერიული შეშუპებები, ოფლის გამოყოფის
გაძლიერება, ციებ-ცხელება, გინეკომასტია.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია მხედველობის დარღვევა, ძილიანობა,
აგზნებადობა, თავის ტკივილი, მომატებული ოფლიანობა, პირის სიმშრალე,
ღებინება, ტაქიკარდია.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომატური.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
ანელებს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ელიმინაციას, რომლებიც
მეტაბოლიზდება ღვიძლში მიკროსომური ჟანგვის გზით (დიაზეპამი, ფენიტოინი,
არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები). ანელებს კეტოკონაზოლის, ამპიცილინის,
რკინის პრეპარატების შეწოვას. შეიძლება გაზარდოს სისხლის პლაზმაში
კლარითრომიცინის კონცენტრაცია.
გამოშვების ფორმა
10X10 კაფსულა ბლისტერში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს
შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ადგილას ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C, დაიცავით
პირდაპირი მზის სხივების მოხვედრისაგან.
შეინახეთ წამალი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა4
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
რეანონ ფარმასიუტიკალს
ნავი მუმბაი, ინდოეთი.

მეტი ინფორაცია
Units 10
Form სპრეი
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy