Dexa-Gentamicin - დექსა-გენტამიცინის თვალის მალამო 2.5გ

განსაკუთრებული ფასი 10,78 ლ რეგულარული ფასი 11,94 ლ
მარაგშია
SKU
4192_564
- თვალის წინა კამერის ინფექციები, გამოწვეული გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროფლორით (კონიუქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ჯიბლიბო); - თვალის წინა კამერის ალერგიული პროცესები, ბაქტერიული ინფიცირების თანხლებით; - ოპერაციის (კატარაქტის მოშორება, ანტიგლაუკო

შემადგენლობა

სამკურნალო წამლის ფორმა: თვალის მალამო
1 მლ ხსნარის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 0.3 მგ
გენტამიცინის სულფატი 5.0 მგ 
(=3.0 მგ გენტამიცინზე გადაანგარიშებით)
დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, თხიერი პარაფინი, ლანოლინი

აღწერა: თეთრი მოყვითალო ელფერის ნახევრადგამჭვირვალე მალამო. 

გამოშვების ფორმა:
ალუმინის ტუბში 2,5 გ. მუყაოს კოლოფში თავსდება ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ჩვენებები
- თვალის წინა კამერის ინფექციები, გამოწვეული გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროფლორით (კონიუქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ჯიბლიბო);
- თვალის წინა კამერის ალერგიული პროცესები, ბაქტერიული ინფიცირების თანხლებით;
- ოპერაციის (კატარაქტის მოშორება, ანტიგლაუკომური ოპერაციები) შემდგომ პერიოდში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
მალამოს ზოლი 1 სმ სიგრძით იდება კონიუქტივალურ პარკში დღეში 2-3-ჯერ. დექსა-გენტამიცინი თვალის მალამოს აპლიკაციის დროს აარიდეთ ტუბი კანისა და კონიუქტივის ზედაპირს.
თვალის რამოდენიმე სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს რეკომენდირებულია დექსა-გენტამიცინის დადება არა ნაკლებ თვალის წვეთების ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
დექსა-გენტამიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2-3 კვირას. მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რომლებიც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატვას, გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში მალამოს დადების შემდეგ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია და წვის შეგრძნება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და სტეროიდული კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ 2 კვირაზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენებისას და, ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე, პაციენტებისთვის რეკომენდირებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში პრეპარატი აღარ უნდა იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენება
- კერატიტი, გამოწვეული ჰერპეს ზოსტერ (ხისებრი კერატიტი), ჩუტყვავილა, რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელის დაზიანებით;
- რქოვანას ეპითელიოპათია;
- აწეული თვალის შიდა წნევა;
- მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.
დექსა-გენტამიცინის თვალის წვეთებით მკურნალობისას კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
დექსა-გენტამიცინი თვალის მალამოს დადებისთანავე შეიძლება წარმოიშვას მხედველობის სიმახვილის მოკლევადიანი დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული უშუალოდ მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ.

ჭარბი დოზირება
დექსა-გენტამიცინი თვალის მალამო პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად არის მოსალოდნელი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 
შენახვის პირობები:
სია ბ. არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy