სალცი თვალის წვეთები 5% 0.5მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 16,33 ლ რეგულარული ფასი 17,95 ლ
მარაგშია
SKU
80581_3222

ჩვენება:სალცი თვალის წვეთები გამოიყენება რქოვანას შეშუპების სამკურნალოდ.  აშორებს ზედმეტ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და აუმჯობესებს მხედველობას.

სალცი   5 %

გამოყენების ინსტრუქცია

თვალის წვეთები ნატრიუმის ქლორიდი 5%

ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი 5 %

დახასიათება:

სალცი წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიდის 5 %, სტერილურ, ჰიპერტონულ ხსნარის მონოდოზებს კონსერვანტის გარეშე.

გამოიყენება რქოვანას შეშუპების სამკურნალოდ. ფიზიოლოგიური ოსმოსური თვისების წყალობით აშორებს ზედმეტ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და აუმჯობესებს მხედველობას.

5 % ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი ინიშნება თვალზე ოპერაციის შემდეგ (მაგ. კატარაქტის ქირურგიის შემდეგ) და სხვადასხვა დიაგნოსტიკური ჩარევის (მაგ.გონიოსკოპია) შემდეგ როდესაც ირღვევა რქოვანას ქსოვილის ოსმოსური ბალნსი.

გამოყენების წესი: 

ამოიღეთ  კონტეინერი. დარწმუნდით, რომ თითოეული კონტეინერი ხელუხლებელია. კონტეინერის გასახსნელად გადაატრიალეთეთ ბრტყელი ბოლო. თავი გადახარეთ ოდნავ უკან, აიხედეთ ზევით, ქვედა ქუთუთო ნაზად ჩამოწიეთ და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი კონიუნქტივალურ  პარკში 3 -ჯერ  დღეში. ნელა დახუჭეთ თვალები ისე, რომ სითხე თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე.

დოზირება და გამოყენების პერიოდი შეათანხმეთ ოფთალმოლოგთან!

შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს:

ნატრიუმის ქლორიდს 5%, საინექციო წყალს.

შეფუთვა:

ერთჯერადი  0.5 მლ კონტეინერი N 10

სიფრთხილის ზომები:

ნუ გამოიყენებთ ექიმის რეკომანდაციის გარეშე!

არ გამოიყენოთ კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში!

არ შეახოთ კონტეინერი თვალის ლორწოვანს!

დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით არ შეახოთ გახსნილი კონტეინერი რამე ზედაპირს!

რქოვანას დაავადებების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტური ლინზების ტარება. თუ სავალდებულოა კონტაქტური ლინზების ტარება, ჩაწვეთების შემდეგ  კონტაქტური ლინზის ჩასმამდე დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი.

სხვა მედიკამეტების ადგილობრივად გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.

შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებული თვალის წვა და/ან გაღიზიანება.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ჰიპერტონული ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 5%  არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ გამოყენების შემდეგ დარჩენილი ხსნარი  უნდა განადგურდეს.

არ გამოიყენოთ თვალის წვეთები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია თითოეულ ერთჯერად კონტეინერზე და ყუთზე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ  2° C -დან  25° -მდე ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.

შეინახეთ ყუთით, რათა ერთჯერადი კონტეინერი მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

მწარმოებელი:

Zwitter Pharmaceuticals LTD Pentelis Avenue 34-36 Chalandri, Athens

15234

saberZneTi

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy