ტორაქსი თვალის წვეთები 0.5% 5მლ
ტორაქსი 5 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
მოქსიფლოქსაცინი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
- გვერდითი ეფექტების გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
- რა არის ტორაქსი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ტორაქსი ს გამოყენების წინ
- როგორ გამოიყენება ტორაქსი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ტორაქსი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ტორაქსი და რისთვის გამოიყენება
ტორაქსი ს აქტიური სუბსტანცია არის მოქსიფლოქსაცინი. ის არის ანტიინფექციური საშუალება და აინჰიბირებს იმ ბაქტერიების განვითარებას და გამრავლებას, რომლებიც იწვევენ ხშირ დაავადებებს ადამიანებში.
ტორაქსი ს თვალის წვეთები გამოიყენება მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის ინფექციების (კონიუნქტივიტის) სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ ტორაქსი ს გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ტორაქსი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მოქსიფლოქსაცინის, ამ ჯგუფის ანტიბიოტიკების (ქინოლონები) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
- თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია ტორაქსი ს მიმართ. ალერგიული რეაქციები არახშირია და სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია. უნდა იცოდეთ, რომ გაღიზიანება, ქავილი, სიწითლე შეიძლება იყოს ალერგიის ნიშნები. ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ტორაქსი ს ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ან სოკოების განვითარება. ასეთ შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ სხვა შესაფერის მკურნალობას.
- ფტორქინოლონების პერორალურად და ვენებში შეყვანის გზით მიღებისას აღინიშნა ანთება და მყესის გაწყვეტა, რაც განსაკუთრებით აღინიშნა ხანდაზმულებში და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში. შეწყვიტეთ ტორაქსი ს მიღება, თუ განვითარდა მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდონიტი).
- თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს. შეწყვიტეთ ლინზების გამოყენება, თუ გაქვთ თვალის ინფექციის რაიმე ნიშნები და სიმპტომები. ლინზების ნაცვლად გამოიყენეთ სათვალეები. არ გაიკეთოთ ლინზები, ვიდრე ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გაივლის და შეწყვიტეთ ტორაქსი ს გამოყენება.
სხვა პრეპარატები და ტორაქსი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმირი სხვა პრეპარატი.
არ არის ცნობილი სხვა პრეპარატებთან უარყოფითი ურთიერთქმედებების შესახებ; მიუხედავად ამისა, თუ იყენებთ თვალში ჩასაწვეთებელ სხვა პრეპარატებს, ჩაწვეთება უნდა მოხდეს მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.
ტორაქსი ს გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
შეზღუდვები არ არის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ან ძუძუთი კვებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ტორაქსი ს გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დაბინდვა. პრეპარატის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, დაიცადეთ, ვიდრე მხედველობის ბუნდოვანება არ გაივლის და მხოლოდ შემდეგ მართეთ ავტომობილები ან მექანიზმები.
- როგორ გამოიყენება ტორაქსი
პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმს ან ფარმაცევტს მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტორაქსი გამოიყენეთ მხოლოდ თვალის წვეთების სახით.
რეკომენდებული დოზა არის:
მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით (65 წლის და ზემოთ) და ბავშვები: ხსნარის 1 წვეთი დაზიანებულ თვალში ან თვალებში, დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღეს და საღამოს).
ტორაქსი ს გამოყენება შეიძლება ბავშვებში, 65 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები. ამ პრეპარატის ახლშობილებში გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, რის გამოც მისი გამოყენება ახალშობილებში რეკომენდებული არ არის.
ტორაქსი უნდა ჩაიწვეთოთ ორივე თვალში მხოლოდ, თუ ასე გეტყვით თქვენი ექიმი.
გაუმჯობესება, როგორც წესი, აღინიშნება 5 დღეში. თუ გაუმჯობესება სახეზე არ არის, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თვალის წვეთები გამოიყენეთ შემდეგი 2-3 დღე ან იმ ხანგრძლივობით, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
აუცილებელია ჰიგიენის დაცვა წვეთების ჩაწვეთებისას. ბოთლის წვერი არ უნდა შეეხოს თვალს ან მიმდებარე უბნებს, ვინაიდან ის შეიძლება დაბინძურდეს და გამოიწვიოს თვალის ინფექციის განვითარება თვალისათვის სერიოზული შედეგებით, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით. ბოთლის გამოყენების წინ ყოველთვის დაიბანეთ ხელები! თუ ფიქრობთ, რომ ბოთლი დაბინძურებულია, წვეთების გამოყენების გაგრძლებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
გამოყენების წესი
- ბოთლის გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ თავსახურსა და ბოთლს შორის არსებული დამცავი ზოლი გატეხილი არ არის. დაიბანეთ ხელები და თავსახური მოხსენით.
- თავი უკან გადაწიეთ და ქვედა ქუთუთო ქვემოთ ჩამოწიეთ ისე, რომ ქუთუთოსა და თვალს შორის წარმოიქმნას „ჯიბე“. თვალის წვეთი ჩავარდება სწორედ ამ ადგილას (სურათი 1).
- ბოთლი ქვემოთ დაუშვით. წვერი თვალთან ახლოს მიიტანეთ. გამოიყენეთ სარკე.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოთლის წვერი არ შეეხოს თვალს, ქუთუთოს ან მიმდებარე ზედაპირებს. მსუბუქად დააჭირეთ ბოთლის ძირს, რათა გამოვიდეს ტორაქსი ს ერთი წვეთი. ბოთლის ფსკერზე მსუბუქად დაწერა საკმარისია (სურათი 2).
5.პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ, დახუჭეთ თვალი და თვალის შიდა კუთხეს თითით დააწექით ორი-სამი წუთი (სურათი 3). ეს ხელს შეუწყობს ტორაქსი ს ცხირში ან თვალის გარეთ გამოჟონვის შეჩერებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში.
- თუ წვეთებს ორივე თვალში იწვეთავთ, გაიმეორეთ იგივე მეორე თვალის შემთხვევაში და კარგად დაიბანეთ ხელები ჩაწვეთების დაწყების წინ. ეს ხელს შეუწყობს ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის შესაძლო გადატანის თავიდან აცილებას.
- გამოყენების შემდეგ ბოთლს მაშინვე დაახურეთ თავსახური.
თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, კიდევ სცადეთ.
ტორაქსი ს ეს ბოთლი გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი თვალებისთვის!
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ტორაქსი , ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, თვალი/თვალები ამოიბანეთ თბილი წყლით. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ბოთლის შემცველობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტორაქსი ს გამოყენება
გააგრძელეთ შემდეგი დოზის ჩვეულ დროს მიღებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ტორაქსი ს გამოყენება
ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის გამოყენება ექიმის მითითების გარეშე. ასეთ შემთხვევებში, დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს და ამგვარად, ხელი შეუწყოს მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, ტორაქსი ს და სხვა წვეთების ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
ჩვეულებრივ, შეგიძლიათ წვეთების გამოყენების გაგრძელება, თუ ეფექტები არ არის სერიოზული ან სერიოზული ალერგიული რეაქცია არ განვითარდა.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტორაქსი ს გამოყენება და უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა მწვავე ალერგიული რეაქცია ან რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი: ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი ან ჭინჭრის გამონაყარი, მსხვილი ბუშტუკები სითხით, წყლულები.
ტორაქსი თ მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს შემეგი არასასურველი რეაქციები:
ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანში)
გვერდითი ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება.
არახშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება განვითარდეს 100-დამ 1-მდე ადამიანში)
გვერდითი ეფექტები თვალის მხრივ: თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, თვალის სიწითლე, თვალის ზედაპირის ანთება და დაზიანება, თვალში სისხლძარღვის გაწყვეტა, თვალში დისკომფორტი, ქუთუთოსთან დაკავშირებული პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, სიწითლე ან შეშუპება.
ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, გემოს ცვლილება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში).
ეფექტები თვალზე: რქოვანას დაზიანება, მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივას ანთება ან ინფექცია, თვალის დაძაბულობა, თვალის შეშუპება.
ხშირი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ცხვირში დისკომფორტი, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება, სისხლში რკინის რაოდენობის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში დარღვევები სისხლში, კანის მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია), ტკივილი და ყელის გაღიზიანება.
უცნობი გვერდითი ეფექტები
(სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
გვერდითი ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ინფექცია, თვალის ზედაპირის ბუნდოვანება, რროვანას შეშუპება, თვალის ალერგია, თვალიდან გამონადენი, მომატებული ცრემლდენა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
ხშირი გვერდითი ეფექტები: ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, გულისცემის სიხშირის ცვლილებები, თავბრუსხვევა, ალერგიული სიმპტომების გამწვავება, ქავილი, გამონაყარი, სისხლის მოწოლა სახეში, გულისრევა და ჭინჭრის ციება.
- როგორ ინახება ტორაქსი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ კონტეინერში 250C-მდე.
პირველი გახნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შეცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტორაქსი
- აქტიური სუბსტანცია 1 მლ ხსნარში არის მოქსიფლოქსაინი 5 მგ
- სხვა ინგრედიენტებია: ბორის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ჰიდროქლორმჟავა (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.
ტორაქსი ს აღწერა და შეფუთვის შემცველობა
5 მლ ტორაქსი თვალის წვეთები თეთრ პლასტმასის ფლაკონებში.
ერთი ფლაკონი ყოველ კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Azamedix Sarl, შვეიცარია
Chemin de la Chavanne 4b
Ch-1196 Gland, Switwerland
www. azamedix.ch
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD
68 Aprilsko vastanie Blvd
7200 Razgrad, ბულგარეთი
წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს შესწორდა 06/2015.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account