Hydrocortison - ჰიდროკორტიზონი 2.5% 2.5გ თვალის მალამო
ჩვენება: ალერგიული კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, მწვავე და ქრონიკული რინიტი, ირიდოციკლიტი, ანთებითი მოვლენები თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. გადატანილი კერატიტების დათრგუნვა.
შემადგენლობა
ქიმიური სახელიწოდება
11 ბეტა,17,21-ტრიჰიდროქსიპრეგნ-4-ენ-3,20-დიონ-21-აცეტატი
სამკურნალო წამლის ფორმა: თვალის მალამო
შემადგენლობა:
ჰიდროკორტიზონ-პოს 1 % თვალის მალამოს 1 გრ შეიცავს:
აქტიური კომპონენტი:
ჰიდროკორტიზონის აცეტატი 10.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი
ჰიდროკორტიზონ-პოს 2.5 % თვალის მალამოს 1 გრ შეიცავს:
აქტიური კომპონენტი:
ჰიდროკორტიზონის აცეტატი 25.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი
აღწერა:
თეთრი მოყვითალო ელფერის ჰომოგენური სუსპენზიური მალამო
გამოშვების ფორმა:
თვალის მალამო 1% ან 2.5%
2,5გ მალამო ალუმინის ტუბში პოლიეთილენის ბოლოთი ჩასახრახნი სახურავით. ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა;
პრეპარატი აქტიური კომპონენტის სახით შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს _ გლუკოკორტიკოსტეროიდს. ადგილობრივი გამოყენებისას ჰიდროკორტიზონის აცეტატი თრგუნავს ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, რომლებიც ვლინდება თვალის გარე გარსებისა და წინა მონაკვეთის მიდამოებში.
ჰიდროკორტიზონის აცეტატის, ისევე როგორც სხვა კორტიკოსტეროიდების მოქმედება ეფუძნება ლეიკოციტებისა და ქსოვილოვანი მაკროფაგების ფუნქციების დათრგუნვას. ზრუდავს ლეიკოციტების, მაკროფაგებისა და ფოყიერი უჯრედების მიგრაციას ანთების კერაში და ამცირებს ინტერლეიკინ-1 წარმოქმნას. ხელს უწყობს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, რითაც ამცირებს პროტეოლიტური ფერმენტების კონცენტრაციას ანთების კერაში. ამცირებს ჰისტამინის გამონთავისუფლებით გაპირობებულ კაპილარების განვლადობას. თრგუნავს ფიბრობლასტების აქტიურობას და კოლაგენის წარმოქმნას. აინჰიბირებს ფოსპოლპაზა A2 აქტიურობას, რაც თავის მხრივ ამცირებს პროსტოგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს.
ფარმაკოკინეტიკა
ლიპოფილური თვისებების გამო რქოვანას გავლით შესაძლებელია ჰიდროკორტიზონ აცეტატის გაღწევა თვალის წინა კამერის სითხეში, რაც დამოკიდებულია რქოვანას მდგომარეობაზე. და განსაკუთრებით მატულობს თვალის ანთების ან ლორწოვანის დაზიანებისას.
ჩვენებები
- ალერგიული კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი
- მწვავე და ქრონიკული ირიტი, ირიდოციკლიტი
- ანთებითი მოვლენები თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ
- გადატანილი კერატიტების, ქიმიური დამწვრობების შემდეგ ნეოვასკულარიზა¬ცი¬ის დათრგუნვა
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
მიღების წესები და დოზები
ექიმის სხვა რეკომენდაციების არ არსებობის დროს ზუსტად უნდა შესრულდეს ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატის მოცემული ინსტრუქცია.
მალამოს 1 სმ სიგრძის ზოლი იდება 2-3-ჯერ დღეში ქვედა ქუთუთოზე.
ამისათვის გახსენით ტუბი, ოდნავ დახარეთ თავი უკან და დაიდეთ მალამოს 1 სმ სიგრძის ზოლი ქვედა ქუთუთოზე. ფრთხილად დახუჭეთ თვალი. გამოყენების შემდეგ მაგრად დახურეთ ტუბი.
თვალის მალამოთი აპლიკაციისას აარიდეთ ტუბი კანის ან კონიუქტივის ზედაპირს.
თვალის სამკურნალო რამოდენიმე საშუალების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდირებულია ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % დაიდოთ თვალის წვეთების გამოყენებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2, მაქსიმუმ 3 კვირას.
გვერდითი მოვლენები
თუ ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში, ან პაციენტი არაა დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, საჭიროა მიეწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძალზე იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ისეთები როგორებიცაა წვა, სკლერების გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, დერმატოკონიუნქტივიტი, ქუთუთოების ეგზემა.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და ასევე ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება უფრო სწრაფად, მიმართეთ ოფთალმოლოგს.
უკუჩვენება
- ზემგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი
- რქოვანას ზედაპირული ჰერპესი
- ეპითელის მთლიანობის დარღვევა და რქოვანას დაზიანება
- თვალის ტუბერკულოზური, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები
- ტრაქომა
- ვაქცინაციის პერიოდი
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % გამოყენება შესაძლებელია 1 წლის ასაკზე უფროს ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედების სამკურნალოდ მკურნალი ექიმის დანიშვნით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. პაციენტების მოცემული კატეგორიისთვის პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % პრეპარატით მკურნალობი¬სას არ არის რეკომენდირებული კონტაქტური ლინზების გამოყენება ჰიდროკორტიზონ-პოს თვალის მალამო 1 % და 2.5 % უშუალოდ გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდირებული.
ჭარბი დოზირება
მოცემული დოზით პრეპარატის ადგილობრივი გამოყე¬ნებისას დოზის გადაჭარბება არ აღინიშნებოდა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰიდროკორტიზონი პოს თვალის 1%, 2,5% მალამოსა და თვალის წნევის ამწევი (მაგ. ატროპინისა ან სხვა ქოლონომიმეტური) საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის კიდევ უფრო გაზრდა, განსაკუთრებით ამისკენ მიდრეკილ ავადმყოფებში
შენახვის პირობები და ვადები
სია ბ. შეინახეთ არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account