Bactox - ბაქტოქსი(ამოქსიცილინი) 125 ფხვნილი სუსპენია

5,44 ლ
მარაგშია
SKU
218_1333

ჩვენება:ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს,რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ; სეზონური რესპირატორული ინფექციები, ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი); პულმონოლოგია .

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
ბაქტოქსი 250 მგ ფხვნილი ორალური სუსპენზიისათვის: ფლაკონი 12 დოზა, შეესაბამება 60 მლ გამზადებულ სუსპენზიას. 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ამოქსიცილინს;
ბაქტოქსი 125მგ ფხვნილი ორალური სუსპენზიისათვის: ფლაკონი 12 დოზა, შეესაბამება 60 მლ გამზადებულ სუსპენზიას. 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 125 მგ ამოქსიცილინს;დამხმარე ნივთიერება (სამივე ფორმისათვის) საკმარისი 60 მლ ფლაკონისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ამოქსიცილინი წარმოადგენს პენიცილინ A-ს (ამინოპენიცილინის) ჯგუფის ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკს. მას ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი, როგორც გრამუარყოფითი, ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:
მუდმივად მგრძნობიარე სახეობები (შტამების 90% მგრძნობიარეა): Streptococcus A,B,C,F,G; S.bovis; სტრეპტოკოკები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ერთ ჯგუფს; პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე S.pneumoniae, E. faecalis, L. monocytogenes; Corynebacterium diphteriae, Erysipelothrix rhusiopathiae, Eikenella, Neisseria.meningitidis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori; Clostridium sp, Propionibacterium acnes; Peptostreptococcus, Actinomyces, Leptospira, Borrelia, Treponema, Salmonella typhi, Eubacterium, Actinobacillus actinomycetemcomitans.

არამუდმივად მგრძნობიარე სახეობები: EE.faecium; პენიცილინ I და R- ის მიმართ მდგრადი St.Pneumoniae, E. Coli, P. mirabilis, Shigella, V.cholerae, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Fusobacterium, Prevotella,Veillonella, Capnocytophaga, Porphyromonas.

მდგრადი სახეობები (შტამების 50%-ზე ნაკლები მდგრადია): Staphylococcus B.Catarrhalis, Klebsiella pneumoniae et oxytoca, Enterobacter, Serratia,C.diversus, C. freundii; Providencia rettgeri M. morganii, Proteus vulgaris, Providencia, Yersinia enterocolitica, Pseudomonas sp., Acinetobacter sp.,Xanthomonas sp.,Flavobacterium sp., Alcaligenes sp.,Nocardia sp., Campylobacter sp., Mycoplasma, Chlamidiae,Rickettsies, Legionella, Mycobacteria, B.fragilis.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღებული ამოქსიცილინი შეიწოვება დაახლოებით 80%-ით. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.500 მგ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 7-10 მკგ/მლ. პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში პროპორციულია მიღებული რაოდენობის. პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. იგი აღწევს ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ბიოლოგიურ სითხეებში. პერორალურად მიღების დროს ამოქსიცილინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. თერაპიული კონცენტრაციით ანტიბიოტიკი გვხვდება ბრონქულ სეკრეტში, ცხვირის ღრუს დანამატებში, შუაყურში, ნერწყვში, ცრემლში, ზურგის ტვინის სითხეში, სეროზულ გარსებში. ამოქსიცილინი კარგად გადის პლაცენტურ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხია 17%. ბიოტრანსფორმაცია: პრეპარატის მცირე ნაწილი გარდაიქმნება პენიცილინის მჟავად და ამ სახით მიღებული დოზის 20% გამოიყოფა შარდით. გამოყოფა: პრეპარატის აბსორბირებული ფრაქცია გამოიყოფა აქტიური ფორმით ძირითადად შარდით (მიღებული დოზის 70-80% გამოიყოფა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში) და ნაღველით (5-10%). პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც არ შეიწოვება, გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააქტიური ფორმით.

ჩვენება: ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ;
- სეზონური რესპირატორული ინფექციები,
-ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი);
- პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია);
-გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფორიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი);
- უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი…და სხვ.);
-გასტროენტეროლოგია (Helicobacter pylori–ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები);
- ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა);
- მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).

უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).

განსაკუთრებული მითითებები: თირკმლის უკმარისობა; ალერგიული გამოვლინების პირველივე შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია; პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა პაციენტის ალერგოლოგიული ანამნეზის შეკრება. ამ პრეპარატების მიმართ ტიპიური ალერგია წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას; პენიცილინის მიმართ ალერგიის არსებობისას 5-10%-ში ვლინდება ჯვარედინი ალერგია ცეფალოსპორინების მიმართ,ამიტომ, პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია ცეფალოსპორინების მიმართ ანამნეზში, პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები არ არის ნაჩვენები.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებისათვის ბაქტოქსი 500მგ: 15-20 მგ/კგ/დღეში 2-3 მიღებაზე ანუ საშუალოდ 1 დოზირებული კოვზი 2-ჯერ დღეში;  ბავშვებისათვის ბაქტოქსი 250 მგ და 125 მგ: 30 თვის ზევით - 25-35 მგ/კგ/დღეში ანუ 250 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 2-3-ჯერ დღეში; 30 თვემდე – 35-50 მგ/კგ/დღეში ანუ საშუალოდ 125 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 3-ჯერ დღეში 8საათში ერთხელ.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული გამოვლინება: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი. დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კანდიდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია: აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

ჭარბი დოზირება: აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდირებული მისი დანიშვნა ალოპურინოლთან ერთად, ვინაიდან არსებობს კანის ალერგიული რეაქციის მომატების რისკი; შესაძლებელია ლაბორატორიულ მონაცემებზე ზემოქმედება: იშვიათ შემთხვევაში ამოქსიცილინის დიდი დოზით დანიშვნა იწვევს სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებას, არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით შარდში გლუკოზურიის განსაზღვრისას იძლევა ცრუდადებით ფერად რეაქციას.

შენახვის წესი და გამოყენების ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C.оმოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau “L ‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy