Zithrotel - ზიტროტელი 500მგ 3 ტაბლეტი

13,80 ლ
მარაგშია
SKU
51166_2318

ჩვენება: სასუნთქი სისტემის ინფექციები, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, ქუნთრუშა

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ზიტროტელი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus, Streptococcus)) და გრამუარყოფითი (Haemophilus influenza, Helicobacter pyliri, Neisseria gonorroeae)). უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Chlamydia trachomatis, pneumonia; Mycoplasma pneumonia, Ureaplasma urealiticum, Treponema pallidum. აზითრომიცინი მჟავე არეში სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4მგ/ლ. ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5 - 7 დღის განმავლობაში.

ჩვენება:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)
  • ქუნთრუშა;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი);
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი,ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიციცხლო ჩვენებით.
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

დოზირება და მიღების წესი:

ზიტროტელი ინიშნება ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე 250-500მგ დღიური დოზა ან 500მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი სულ 1,5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი 3გ).
ბავშვებში – პირველ დღეს 10მგ/კგ, შემდეგი ოთხი Dდღე – 5მგ/კგ დღიური დოზა ან სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზა 10მგ/კგ.თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, გამონაყარი.
მწარმოებელი: ანფარმა, საბერძნეთი.

მეტი ინფორაცია
Units 3
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy