Levox - ლევოქსი 500მგ 10 ტაბლეტი

39,88 ლ
მარაგშია
SKU
49872_2272

ჩვენებები: საშარდე გზების ინფექციები, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულება.

ლევოფლოქსაცინის  ტაბლეტები

ლევოქსი-500

ლევოქსი-750

შემადგენლობა:

1) ყოველი  გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ლევოფლოქსაცინი USP ექვივალენტია უწყლო ლევოფლოქსაცინის------------500მგ

ფერი: ტიტანის დიოქსიდი

დამხმარე ნივთიერებები: QS

2) ყოველი  გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ლევოფლოქსაცინი USP ექვივალენტია უწყლო ლევოფლოქსაცინის------------750მგ

ფერი: ტიტანის დიოქსიდი

დამხმარე ნივთიერებები: QS

აღწერა:

ლევოფლოქსაცინი არის (-)-(S)-9-ფტორო-2-3-დიჰიდრო-3-მეთილ-10-(4-მეთილ-1- პიპერაზინილ)-7-ოქსი-7H-პირიდო[1,2,3-დე]-1,4-ბენზოქსაზინ-6-კარბოქსილ მჟავას ჰემიჰიდრატი და ფტორ ქინოლონების ანტიბაქტერიული საშუალება. ლევოფლოქსაცინი ხასიათდება აქტივობით უამრავი გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი აერობული ბაქტერიების [Moraxella Catarhallis, Haemophilus Influenzae, Enterobacteriaceae, Strephtococcus Pneumonae (პენიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე Staphylococcus Aureus (Mssa) და ატიპიური ბაქტერიების მიმართ. მას აგრეთვე აღენიშნება შეზღუდული მოქმედება უმეტესი ანაერობული ბაქტერიების მიმართ

ფარმაკოდინამიკა:

ლევოფლოქსაცინის ანტიბაქტერიული მოქმედება ძირითადად წარმოდგენილია მარცხნივ მბრუნავი L-იზომერში და დაკავშირებულია  II რიგის ბაქტერიული ტოპოიზომერისა (დნმ–ჰირაზა) და IV რიგის ბაქტერიული ტოპოიზომერის ინჰიბირებასთან. ტოპოიზომერები არსებით როლს ასრულებს დნმ-ის ტოპოლოგიური მდგომარეობის კონტროლში და სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია დნმ-ის რეპლიკაციაში, ტრანსკრიპციაში, აღდგენასა და რეკომბინირებაში.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია:

პერორალური მიღებისას ლევოფლოქსაცინის აბსორბცია სწრაფად და ფაქტობრივად სრულად ხდება. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში ჩვეულებრივ მიიღწევა პერორალური მიღებიდან  1-2 საათის შემდეგ. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიო შეღწევადობა  99%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს ლევოფლოქსაცინის თითქმის სრულ პეროლალურ აბსორბციას.

გავრცელება:

ლევოფლოქსაცინის გავრცელების საშუალო მნიშვნელობა ჩვეულებრივ მერყეობს 76- დან 102 ლ-მდე, 500 მგან 750 მგ ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების მიღების შემდგომ, რაც მიუთითებს ფართოდ გავრცელებაზე სხეულის ქსოვილებში (ფილტვის ქსოვილები, ბრონქების ლორწოვანი გარსი, ნერწყვი, ძვლის ქსოვილი, ეპითელიალური უჯრედების სითხე და წყლულების შიგთავსი). ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 24%- დან 38%-მდე უკავშირდება პლაზმურ პროტეინებს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა:

დესმეთილ ლევოფლოქსაცინისა და ლევოფლოქსაცინ-N-ოქსიდის მეტაბოლიტების სახით წარმოდგენილი ლევოფლოქსაცინი მცირე აქტივობით ხასიათდება. ლევოფლოქსაცინის საშუალო ნახევარად დაშლის პერიოდი 6-9 საათს შეადგენს ლევოფლოქსაცინის როგორც ერთი, ასევე მრავალჯერადი პერორალური დოზის გამოყენების შემდეგ. ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით (80-86%) თირკმელების გზით. ჯანმრთელ მოხალისეებში სხეულის სრული კლირენსისა და თირკმელების კლირენსის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 8-12 ლ/სთ-სა და 6-8 ლ/სთ-ს.

ჩვენებები:

ლევოქსის ტაბლეტის მიღება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

• ქვემო საშარდე გზების ინფექციები (გართულებული) და მწვავე პიელონეფრიტი:

გამოწვეული E.COLI, E. CLOACAE, K.PNEUMONIAE, P.MIRABILIS, P.AERUGINOSA  დ ა/ან S. FAECALIS

• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: გამოწვეული E.COLI,  P.MIRABILIS, PSEUDOMONAS AERUGINOSA, KLEBSIELA SPP, ENTEROCOCCUS FAECALIS დ ა/ან S.AUREUS.

• ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გართულება: გამოწვეული E.COLI, H. INFLUENZAE, H. PARAINFLUENZAE, KLEBSIELAPNEUMONIAE,M. CATARRHALIS, S. PNEUMONIAE დ ა/ან S.AUREUS

• საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია: გამოწვეული E.COLI, H. INFLUENZAE,  H. PARAINFLUENZAE, KPNEUMONIAE, M. CATARRHALIS, S.AUREUS, S. PNEUMONIAE,  CHLAMYDIA PNEUMONIAE, LEGIONELLA PNEUMOPHILA დ ა/ან MYCOPLASMA PNEUMONIAE.

• ჰოსპიტალური პნევმონია: გამოწვეული მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე STAPHYLOCOCCUS AUREUS, P. AERUGINOSA, S.MARCESCENS, E.COLI, K.PNEUMONIAE, H. INFLUENZAE დ ა/ან S.PNEUMONIAE

• კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (გართულებული): გამოწვეული S AUREUS, S. FAECALIS, S.PYOGENES, E. CLOACAE, K. OXYTOCA, P. MIRABILIS, და/ან  K. PNEUMONIAE.

• ინტრა აბდომინური ინფექციები: გამოწვეული სხვადასხვა ანაერობული მიკრო ორგანიზმებით.

უკუჩვენებები:

ლევოქსის ტაბლეტის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

·  ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ლევოქსის ტაბლეტში შემავალი სხვა კომპონენტის მიმართ;

·  ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

·  ბავშვები და მოზარდები (ანუ 18 წლამდე ასაკი);

·  ეპილეფსია;

·  რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ მყესების დაზიანებები, რაც დაკავშირებულია ფტორქინოლონების მიღებასთან.

·  არა-ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, მაგალითად, არა-ბაქტერიული (ქრონიკული) პროსტატიტი;

·  მგზავრობის დროს დიარეის ან მორეციდივე  საშარდე გზების ინფექციების პრევენციისთვის (საშარდე ინფექცია, რომელიც არ სცილდება შარდის ბუშტს);

·  მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, სანამ არ მოხდება  სხვა ანტიბაქტერიული მედიკამენტების გამოყენება რეკომენდირებული მსგავსი ინფექციების დროს.

გაფრთხილება და განსაკუთრებული მითითებები:

ლევოქსის ტაბლეტის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ პაციენტებში:

·  მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი,  ანამნეზში მქონე ცენტრალური ნერვული სისტემის არსებული დაზიანებების დროს პაციენტებში;

·  კურნალობა გავლილ პაციენეტებში არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ან ფენბუფენით;

·  ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც აქვეითებს ეპილეფსიური შეტევების ზღურბლს, როგორიცაა თეოფილინი;

·  პაციენტი უნდა იყოს შემოწმებული ტუბერკულოზზე, ვინაიდან ლევოქსის ტაბლეტი ახდენს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ინჰიბირებას და შესაბამისად იძლევა ცრუ- უარყოფით შედეგებს ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიურ დიაგნოზში;

·  ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება, ვინაიდან ლევოქსის ტაბლეტის მიღებამ შესაძლებელია იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე;

·  ფოტო სენსიბილიზაციის განვითარების პრევენციის მიზნით ავადმყოფებმა თავი უნდა აარიდონ მზის სხივებს, და  ხანგრძლივ ულტრაიისფერ დასხივებას.

·  ფტოროქინოლონით ან ქინოლონით გამოწვეული მწვავე გვერდითი მოვლენები ანამნეზში.

·  განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმელების პრობლემებით და ისეთ პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია, მყესების  დაზიანების მაღალი რისკიდან გამომდინარე.

·  ტორქინოლონთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენება ზრდის რისკებს, მოერიდეთ ამ ორი მედიკამენტის ერთდროულ გამოყენებას.

·  ფტორქინოლონების ხანგრძლივმა (თვეები, წლები) გამოყენებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანოებსა და ორგანიზმის სისტემებს.

გვერდითი ეფექტები:

·  ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, რა შემთხვევაშიც თავს იჩენს კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, მოძრაობის დარღვევები, შფოთვა, დეპრესია და უძილობა ლევოფლოქსაცინის პირველივე დოზის მიღების შემდგომ.  აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ლევოქსის ტაბლეტის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართოთ სამედიცინო სპეციალისტს;

·  პერიფერიული ნეიროპათია: შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რათა თავიდან აირიდოთ შეუქცევადობა;

·  ჰეპატოტოქსიკურობა: ნაჩვენებია მწვავე და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური ჰეპატოტოქსიკურობა;

·  შესაძლებელია თავი იჩინოს ენდოკრინულმა გვერდითმა ეფექტმა, როგორიცაა ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. აღნიშნულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის შემცველობის ახლო მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ჰიპოგლიკემიის განვითარებას იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ლევოქსით, აუცილებელია პრეპარატის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარება;

·  ნაკლები სიხშირით: შესაძლებელია თავი იჩინოს კუჭ-ნაწლავის რეაქციებმა (მადისდაკარგვა, გულისრევა, პირღებინება, კუჭის ან მუცლის პათოლოგიების სიმპტომები, დიარეა).დიარეის განვითარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება მწვავე,ხანგრძლივი და/ან სისხლიანი, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის განმავლობაში ან შემდგომ,შესაძლებელია იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, თუარსებობს ფსევდომემბრანული კოლიტის არსებობის ეჭვი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ლევოქსის ტაბლეტის მიღება და სათანადო კონკრეტული ანტიბიოტიკებით მკურნალობის ჩატარება;

·  ნაფილაქსიური რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები, მწვავე და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურიც კი, შესაძლებელია განვითარდეს ლევოფლოქსაცინის პირველივე დოზის მიღების შემდგომ. ლევოქსის ტაბლეტის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე. სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს მკურნალობა ეპინეფრინითა და სხვარეანიმაციული ზომებით, ჟანგბადის, ინტრავენური სითხეების, ანტიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების და სასუნთქი გზების მკურნალობის ჩათვლით, რაც ნაჩვენებია კლინიკურად.

·  ჰემატოლოგიური (აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის ჩათვლით) და თირკმელების უკმარისობა შესაძლებელია განვითარდეს ლევოფლოქსაცინის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდგომ.

·  ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას ნაჩვენები იქნა QT ინტერვალების გახანგრძლივება და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შემთხვევები.  თავი აარიდეთ ლევოქსის ტაბლეტის გამოყენებას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ  QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰიპოკალიემია, ასევე სხვა პრეპარატების მიღებას, რაც ახანგრძლივებს QTინტერვალს.

·  ლევოფლოქსაცინი უკავშირდება ტენდინიტის და მყესების გაგლეჯის მზარდ რისკს ყველა ასაკში. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, ლევოქსის ტაბლეტების მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და დაზიანებულ მყესზე დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვა).

·  ლევოფლოქსაცინს გააჩნია ნეირო კუნთოვანი მოქმედების მაბლოკირებელი მოქმედება და შესაძლებელია გააძლიეროს კუნთების სისუსტე იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მიასთენია. თავი აარიდეთ ლევოქსის ტაბლეტის მიღებას იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მიასთენია.

·  შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინით მკურნალობა  გვერდითი მოვლენის პირველი ნიშნის წარმოჩენისთანავე- კუნთების, მყესების, სახსრების და ნერვული სისტემის ჩართულობით.

·  შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტენდონიტი, მყესების გაგლეჯა, ართალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესიასთან, დაღლასთან, მეხსიერების დარღვევებთან, ძილის დარღვევებთან, სმენის დარღვევებთან, მხედველობის, გემოვნების და ყნოსვის დარღვევებთან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლევოფლოქსაცინის აბსორბცია მცირდება ანტაციდურ საშუალებებთან, სუკრალფატთან და რკინის მარილებთან ერთდროული გამოყენებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე რეკომენდებულია, რომ არ იქნას მიღებული ანტაციდური საშუალებები (მაგნიუმის/ალუმინის მარილების შემცველობით), სუკრალფატი, ლითონის კათიონები (მაგალითად, რკინა) და მულტივიტამინები ლევოქსის ტაბლეტის მიღებამდე ან მათი მიღების შემდგომ 2 საათის განმავლობაში.

როგორც ცნობილია, ლევოფლოქსაცინი აინჰიბირებს ღვიძლის პრეპარატების მეტაბოლიზმს და შესაძლებელია ხელი შეუშალოს ისეთი პრეპარატების კლირენსს, როგორიცაა თეოფილინი და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.

ურთიერთქმედება საკვებთან:

მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის მიღება საკვებთან იწვევს აბსორბციის გახანგრძლივებას (60% ზრდაT-MAX-ში) და მცირე შემცირებას C-MAX-ში (14%) და AUC-ში (10%), ის არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ლევოფლოქსაცინის ბიო შეღწევადობაზე. შესაბამისად ლევოქსის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია პერორალური გზით საკვების მიღებამდე ან მიღების შემდგომ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ლევოქსის ტაბლეტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გამოყენება მოსახლეობის სპეცილურ ჯგუფებში:

·  გერიატრიული პაციენტები: ფტორქინოლონებით გამოწვეული ტენდინიტისა და მყესების გლეჯის განვითარების რისკი იზრდება 60 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში. აღნიშნული რისკი ასევე თავს იჩენს იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებზე და აგრეთვე თირკმელების, გულისა და ფილტვების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ ასაკში აგრეთვე აღინიშნება მწვავე ჰეპატოტოქსიკურობა და QT ინტერვალის გახანგრძლივება.

·  პედიატრიული პაციენტები: იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს 14  დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეპარატის უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

დოზირება და გამოყენების წესი:

·  ლევოქსის ტაბლეტი შესაძლებელია მიღებული იქნას საკვების მიღებამდე ან მიღების შემდგომ.

·  ლევოქსის ტაბლეტის ჩვეულებრივი მისაღები დოზა შეადგენს 250 ან 500 მგ-ს 1-2-ჯერ დღეში. დოზები განისაზღვრება პათოგენის ტიპისა და ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავდება ინფექციის ტიპისა და კურსის მიხედვით.

ლევოქსის ტაბლეტებთან დაკავშირებით რეკომენდებულია შემდეგი დღიური დოზები:

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა:

·  საშარდე გზების გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი: 250 მგ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.

·  ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: 500 მგ დღეში ერთხელ 28 დღის განმავლობაში.

·  ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება: 500 მგ დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში.

·  საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია: 500 მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში ან 750 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

·  ჰოსპიტალური პნევმონია: 750 მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში.

·  გართულებული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 750 მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში.

·  ინტრა აბდომინალური ინფექციები: 500 მგ დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში ან აერობული დაფარვის მქონე შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.

თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა:

·  კრეატინინის კლირენსი 20-49 მლ/წთ-ს შორის:

·  პაციენტები, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროებენ  500 მგ დოზას დღეში ერთხელ: თავდაპირველად უნდა მიეცეთ ჩვეულებრივი დოზა და შემდეგ შემცირდეს საჭირო დოზის ნახევრამდე დღეში ერთხელ.

·  აციენტები, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროებენ 500 მგ დოზას დღეში ორჯერ: თავდაპირველად უნდა მიეცეთ 500 მგ დოზა და შემდეგ შემცირდეს 250 მგ-მდე ყოველ თორმეტ საათში ერთხელ.

·  კრეატინინის კლირენსი 10-19 მლ/წთ-ს შორის:

·   პაციენტები, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროებენ 250 მგ დოზას დღეში ერთხელ:თავდაპირველად უნდა მიეცეთ 250 მგ დოზა და შემდეგ შემცირდეს 125 მგ-მდე ყოველ 48 საათში ერთხელ.

·  პაციენტები, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროებენ 500 მგ დოზას დღეში ერთხელ: თავდაპირველად უნდა მიეცეთ 500 მგ დოზა და შემდეგ შემცირდეს 125 მგ-მდე ყოველ 24 საათში ერთხელ.

·  პაციენტები, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროებენ 500 მგ დოზას დღეში ორჯერ: თავდაპირველად უნდა მიეცეთ 500 მგ დოზა და შემდეგ შემცირდეს 125 მგ-მდე ყოველ 12 საათში ერთხელ.

თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში: აუცილებელია დოზების ზედმიწევნით დარეგულირება. გარდამავალი ჰემოდიალიზის შედეგად არ ხდება ლევოფლოქსაცინის ეფექტური გამოყოფა და შესაბამისად დამატებითი დოზები არ არის საჭირო ჰემოდიალიზის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

·  ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, ლევოფლოქსაცინის ჭარბი დოზირების შედეგად მოსალოდნელ ყველაზე მნიშვნელოვან გვერდით რეაქციას წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება და კრუნჩხვები. ჭარბი დოზირების მკურნალობა ატარებს სიმპტომურ ხასიათს და არის დამხმარე.

·  ლევოფლოქსაცინის ეფექტურად გამოდევნა ჰემოდიალიზისა და პერიტონული დიალიზის მეშვეობით არ ხდება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურისა, სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილზე. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტის შემცველობის ბლისტერი

1X10 ტაბლეტის შემცველობის შეფუთვა

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy