Uvipime 1000 - უვიპიმი 1000 1გ ფლაკონი
ჩვენება: უვიპიმი-1000 ნაჩვენებია მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია
უვიპიმი-1000
(საინექციო ცეფეპიმი USP)
შემადგენლობა:
ყოველი ფლაკონი შეიცავს:
ცეფეპიმი UშP 1000 მგ
წამლის ფორმა:
ფხვნილი იმ/ივ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
უვიპიმი-1000 (საინექციო ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი) არის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი, რომელიც მიიღება კუნთებში ან ვენებში.
უვიპიმი-1000 ფლაკონი შეიცავს 500 მგ, 1 გ ან 2 გ ცეფეპიმის აქტივობას ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატისა და L-არგინინის სტერილური ნარევის სახით. L-არგინინი, დაახლოებით 725 მგ/გ ცეფეპიმის კონცენტრაციით, ემატება 4,0-6,0-ზე გახსნილი ხსნარის პH-ს საკონტროლოდ.
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:
ფართო და საშუალო სპექტრის ანტიბიოტიკები
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მიკრობიოლოგია
უვიპიმი-1000 არის ბაქტერიციდული საშუალება, რომელიც მოქმედებს ბაქტერიული უჯრედოვანი კედლის სინთეზის ინჰიბირებით.
ცეფეპიმი არის ბაქტერიციდული საშუალება, რომელსაც გააჩნია მოქმედების სპექტრი მთელი რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ.
ცეფეპიმი არის მაღალრეზისტენტული ჰიდროლიზისადმი მთელი რიგი ბეტალაქტამაზებით, გააჩნია დაბალი მსგავსება ქრომოსომულად კოდირებული ბეტალაქტამაზებისადმი და ავლენს სწრაფ შეღწევას გრამნეგატიურ ბაქტერიულ უჯრედებში.
ცეფეპიმის მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები <2-ჯერ ნაკლებია მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე ტესტირებული ორგანიზმების უმრავლესობაში.
ცეფეპიმი აქტიურია ტესტირებული შემდეგი ორგანიზმების უმეტესი შტამის წინააღმდეგ როგორც ინ ვიტრო, ისე კლინიკური ინფექციებისას:
გრამდადებითი აერობები:
შტაპჰყლოცოცცუს აურეუს (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები, გარდა მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკებისა), შტრეპტოცოცცუს აგალაცტიაე (B ჯგუფის სტრეპტოკოკები), შტრეპტოცოცცუს პნეუმონია (ადრე Dიპლოცოცცუს პნეუმონია), შტრეპტოცოცცუს პყოგენეს (A ჯგუფის სტრეპტოკოკები), სხვა ბეტაჰემოლიტური სტრეპტოკოკები (ჩ, G, F ჯგუფები).
გრამუარყოფითი აერობები:
Aცინეტობაცტერ ცალცოაცეტიცუს (ანიტრატუს, ლწოფფი), Eნტერობაცტერ სპპ. (მათ შორის E. აეროგენეს, E. აგგლომერანს, E. ცლოაცაე, E. საკაზაკიი), Eსცჰერიცჰია ცოლი, Hაემოპჰილუს ინფლუენზა, (მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი H. ინფლუენზა), Hაემოპჰილუს პარაინფლუენზაე, Kლებსიელლა სპპ. (მათ შორის K. ოხყტოცა, K. ოზაენაე, K. პნეუმონია), Mორახელლა ცატარრჰალის (ადრე Bრანჰამელლა ცატარრჰალის), Mორგანელლა მორგანიი, Pროტეუს მირაბილის, Pსეუდომონას აერუგინოსა (არა ყველა შტამი), შერრატია მარცესცენს.
ცეფეპიმი ავლენს ინ ვიტრო მინიმალურ 8 მკგ/მლ ან ნაკლებ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებს შემდეგი მიკროორგანიზმების 90% ან მეტი შტამის წინააღმდეგ: თუმცა, ინ ვიტრო აქტივობა აუცილებლად არ გულისხმობს კლინიკურ ეფექტურობას.
გრამდადებითი აერობები:
შენიშვნა: ენტეროკოკები, როგორიცაა Eნტეროცოცცუს ფაეცალის და მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულია ცეფეპიმის მიმართ.
შტაპჰყლოცოცცუს აურეუს (მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები გარდა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკებისა), შტაპჰყლოცოცცუს ეპიდერმიდის (ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), შტაპჰყლოცოცცუს ჰომინის, შტაპჰყლოცოცცუს საპროპჰყტიცუს, D ჯგუფის სტრეპტოკოკები (შტრეპტოცოცცუს ბოვის), Vირიდანს სტრეპტოცოცცი.
გრამუარყოფითი აერობები:
Pსეუდომონას პუტიდა, P. სტუტზერი, Pროტეუს ვულგარის, Eრომონას ჰუდროპჰილა, ჩაპნიცყტოპჰაგა სპპ., ჩიტობაცტერ სპპ. მათ შორის ჩ. ფრეუნდიი, ჩამყლობაცტერ ჯეჯუნი, Gარდნერელლა ვაგინალის, Hაემოპჰილუს დუცრეყი, Hაფნია ალვეი, Nეისსერია გონორრჰოეაე (ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Nეისსერია მენინგიტიდის , შჰიგელლა სპპ., ყერსინია ენტეროცოლიტიცა.
შენიშვნა: ცეფეპიმი არაქტიურია Xანტჰომონას მალტოპჰილია-ს (Pსეუდომონას მალტოპჰილია) უმეტესი შტამის წინააღმდეგ. Pსეუდომონას-ის ყველა შტამი არ არის მგრძნობიარე.
ანაერობები:
ჩლოსტრიდიუმ პერფრინგენს, Mობილუნცუს სპპ.
შენიშვნა: ცეფეპიმი არააქტიურია Vაცტეროიდეს ფრაგილის და ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ს წინააღმდეგ.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
მოზრდილები
კუნთებში ინექციის შეყვანის შემდეგ ცეფეპიმი სრულად აბსორბირდება. ცეფეპიმის ერთჯერადი დოზის ვენებში შეყვანის შემდეგ თერაპიული კონცენტრაციები ვლინდება ორგანიზმის სხვადასხვა სითხეებში, როგორიცაა შარდი, ნაღველი, პერიტონული სითხე, ბლისტერული სითხე და ნერწყვი და ქსოვილებში, როგორიცაა ბრონქული ლორწო, წინამდებარე ჯირკვალი, აპენდიქსი და შარდის ბუშტი.
ცეფეპიმის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი არის დაახლოებით ორი საათი.
არ არსებობს მონაცემები აკუმულაციის შესახებ ჯანმრთელ სუბიექტებში ვენებში 2 გ-მდე დოზის ყოველ 8 საათში 9 დღის განმავლობაში შეყვანისას. ორგანიზმში საერთო კლირენსი შეადგენს საშუალოდ 120 მლ/წთ-ს.
ცეფეპიმის საშუალო თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 110 მლ/წთ-ს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცეფეპიმი გამოიდევნება თითქმის მხოლოდ თირკმლისმიერი მექანიზმებით, უპირატესად გლომერულარული ფილტრაციით.
შარდში ხდება უცვლელი ცეფეპიმის დოზის დაახლოებით 85%-ის აღდგენა, რაც იწვევს შარდში ცეფეპიმის მაღალ კონცენტრაციებს.
ცეფეპიმის ცილებთან შეკავშირება შრატში შეადგენს საშუალოდ 16.4%-ს და დამოკიდებული არ არის შრატში არსებულ კონცენტრაციაზე.
65 ან მეტი წლის ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ერთჯერადად ცეფეპიმის 1 გ-ს ვენებში, აღინიშნა უფრო მაღალი ფართობი კონცენტრაცია-დროის მრუდ ქვეშ და უფრო დაბალი თირკმლისმიერი კლირენსი, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოზრდილებში. ხანდაზმულებში რეკომენდებულია დოზის კორექცია, როდესაც თირკმლის ფუნქცია კომპრომისულია (იხ. გაფრთხილებები და დოზირება და მიღების წესი).
ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა უცვლელი იყო ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერთჯერად 1 გ დოზას.
ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობა ორგანიზმის საერთო კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის სწორხაზოვანი ურთიერთდამოკიდებულებით. ეს წარმოადგენს პაციენტთა ამ ჯგუფში დოზის კორექციის შესახებ რეკომენდაციების საფუძველს (იხ. დოზირება და მითითებები გამოყენებისას).
ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიალიზურ თერაპიას არის 13 საათი ჰემოდიალიზის შემთხვევაში და 19 საათი უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის დროს.
ბავშვები
ცეფეპიმის ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 2 თვიდან 16 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 50 მგ დოზას კგ-ზე ი/ვ ინფუზიით ან ი/მ ინექციით: მრავალჯერადი დოზები მიიღებოდა ყოველ 8-12 საათში მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
ცეფეპიმის საშუალო პლაზმური კონცენტრაციები პირველი დოზის შემდეგ მყარ მდგომარეობაში არსებულის ანალოგიური იყო, უმნიშვნელო აკუმულაცია დაფიქსირდა განმეორებითი დოზის მიღებისას.
ი/მ ინექციის შემდეგ მყარი მდგომარეობის პირობებში, ცეფეპიმის საშუალო უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები 68 მკგ/მლ მიიღწეოდა 0.75 სთ-ზე, ხოლო ი/ვ მიღების შემდეგ კონცენტრაცია იყო 185.6 მკგ/მლ. საშუალო კონცენტრაცია ი/მ ინექციის შემდეგ მყარი მდგომარეობისას იყო 6.0 მკგ/მლ 8 საათში. ბიოშეღწევადობა ი/მ ინექციის შემდეგ შეადგენდა საშუალოდ 82%-ს. სხვა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ახალშობილებსა და ბავშვებში არ განსხვავდებოდა პირველი დოზისა და მყარი მდგომარეობის განსაზღვრებებს შორის, დოზირების განრიგის მიუხედავად (ქ12სთ ან ქ8 სთ). ფარმაკოკინეტიკაში სხვაობა არ დაფიქსირებულა სხვადასხვა პაციენტთა ჯგუფებში ან მამაკაც და ქალ პაციენტებში.
ერთჯერადი ი/ვ დოზის შემდეგ ორგანიზმში საერთო კლირენსი (ბავშვებში 6 თვის ასაკიდან) შეადგენდა საშუალოდ 3.4 მლ/წთ/კგ-ზე, ხოლო განაწილების საშუალო მოცულობა იყო 0.3 ლ/კგ. საერთო საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 1.6 საათი. შარდში ხდებოდა უცვლელი ცეფეპიმის აღდგენა მიღებული დოზის 64%-ის ოდენობით, ელიმინაციის ძირითადი გზა იყო თირკმლისმიერი კლირენსი და შეადგენდა საშუალოდ 2.0 მლ/წთ/კგ-ს. ელიმინაცია უფრო ნელი იყო 2-6 თვის ასაკის ბავშვებში (ტ1/2 1.89 საათი, კლირენსი 2.97 მლ/წთ/კგ).
ცეფეპიმის კონცენტრაციები ცერებროსპინალურ სითხეში პლაზმაში არსებულთან შედარებით წარმოდგენილია 1 ცხრილში.
ცხრილი 1.
ცეფეპიმის საშუალო (შD) პლაზმა (PL) და ჩშF კონცენტრაციები და ჩშF/PL კოეფიციენტები ახალშობილებსა და ბავშვებში*
ნიმუშის აღების დრო (სთ) |
N | პლაზმური კონცენტრაცია (მკგ/მლ) |
CSFკონცენტრაცია(მკგ/მლ) | CSF/PL კოეფიციენტი |
0,5 | 6 | 70.4 (55.4) | 5.7 (8) | 0.12 (0.14) |
1 | 4 | 44.1 (7.8) | 4.3 (1.5) | 0.10 (0.04) |
2 | 5 | 23.9 (12.9) | 3.6 (2.0) | 0.17 (0.09) |
4 | 5 | 11.7 (15.7) | 4.2 (1.1) | 0.87 (0.56) |
8 | 5 | 4.9 (5.9) | 3.3 (2.8) | 1.02 |
0.64 |
- 3.1 თვიდან 14.7 წლის ასაკის პაციენტებში, 2.9 (3.9) საშუალო ასაკით (შD). ის პაციენტები, რომლებშიც არსებობს ეჭვი ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციაზე, მკურნალობდნენ ცეფეპიმით დოზით 50 მგ კგ-ზე ი/ვ ინფუზიით 5-20 წუთის განმავლობაში ყოველ 8 საათში. ერთჯერადი პლაზმური და ჩშF ნიმუშები აღებულ იქნა შერჩეული პაციენტებიდან ინფუზიის დასრულებისას ცეფეპიმით მკურნალობის მე-2 ან მე-3 დღეს.
- ჩვენებები
მოზრდილები
უვიპიმი-1000 ნაჩვენებია მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ. კულტურისა და მგრძნობელობის გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ცეფეპიმისადმი გამომწვევი ორგანიზმის მგრძნობელობის დასადგენად.
ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები:
ნოზოკომური და შეძენილი პნევმონია გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: შტაპჰყლოცოცცუს აურეუს (მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Pსეუდომონას აერუგინოსა, Kლებსიელლა-ს სახეობები (მათ შორის Kლებსიელლა პნეუმონიაე), Eნტერობაცტერ-ის სახეობები, Eსცჰერიცჰია ცოლი, Pროტეუს მირაბილის, შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე (მათ შორის შუალედური პენიცილინრეზისტენტული შტამები), ჰაემოპჰილუს პარაინფლუენზაე და Mორახელლა (Bრანჰამელლა) ცატარრჰალის (მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები), მათ შორის ბაქტერიემიასთან ასოცირებული შემთხვევები. როდესაც არსებობს P. აერუგინოსა-ს იზოლირება და მის არსებობაზე ეჭვი, გამოყენებული უნდა იყოს კომბინაციური თერაპია ამინოგლიკოზიდით.
ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება და მწვავე ბრონქიტი გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე (მათ შორის შუალედური პენიცილინ-რეზისტენტული შტამები), Hაემოპჰილუს ინფლუენზაე (მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები), Mორახელლა (Bრანჰამელლა) ცატარრჰალის (მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები).
საშარდე ტრაქტის ინფექციები:
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: Eსცჰერიცჰია ცოლი, Pსეუდომონას აერუგინოსა, Kლებსიელლა პნეუმონიაე, Pროტეუს მირაბილის და Eნტერობაცტერ-ის სახეობები, მათ შორის ბაქტერემიასთან ასოცირებული შემთხვევები.
საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: Eსცჰერიცჰია ცოლი, Pროტეუს მირაბილის, Kლებსიელლა-ს სახეობები და Eნტერობაცტერ-ის სახეობები.
კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები:
კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები, გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: შტაპჰყლოცოცცუს აურეუს (მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები), შტრეპტოცოცცუს პყოგენეს (A ჯგუფის სტრეპტოკოკები), შტრეპტოცოცცუს აგალაცტიაე (B ჯგუფის სტრეპტოკოკები), სხვა ბეტაჰემოლიტური შტრეპტოცოცცუს-ის სახეობები, Eნტერობაცტერ-ის სახეობები, Kლებსიელლა-ს სახეობები, Pროტეუს მირაბილის, Mორგანელლა მორგანიი, Eსცჰერიცჰია ცოლი, სერრატია მარცესცენეს და Aცინეტობაცტერ ცალცოაცეტიცუს.
ინტრააბდომინალური ინფექციები:
გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი და ბილიარული ტრაქტის ინფექციები, გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: Eსცჰერიცჰია ცოლი, მგრძნობიარე Pსეუდომონას აერუგინოსა. პერიტონიტი ხშირად არის პოლიმიკრობული და შეიძლება მოიცავდეს ანაერობულ მიკროორგანიზმებს, როგორიცაა Bაცტეროიდეს-ის სახეობები, რომლებიც რეზისტენტულია ცეფეპიმის მიმართ. როდესაც არსებობს ეჭვი რეზისტენტულ ანაერობებზე, ცეფეპიმის კომბინირება უნდა მოხდეს ამ მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ეფექტურ ანტიბიოტიკთან, მათ შორის ბაქტერემიასთან ასოცირებულ შემთხვევებში.
იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან შერეული აერობულ-ანაერობული ინფექციის რისკის ქვეშ, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება არსებობდეს Bაცტეროიდეს ფრაგილის, რეკომენდებულია იმავდროულად თერაპია ანტიანაერობული საშუალებით.
ემპირიული მკურნალობა ფებრილური ნეიტროპენიისას:
ცეფეპიმი ნაჩვენებია ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მონოთერაპიისათვის. ცეფეპიმის კომბინაცია სხვა შესაბამის ანტიმიკრობულ საშუალებებთან გათვალისწინებული უნდა იყოს სერიოზული ინფექციის მაღალი რისკი მქონე პაციენტებში (მათ შორის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცოტა ხნის წინ გადატანილი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ჰიპოტენზია, ძირითადი ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადება ან მწვავე ან ხანგრძლივი ნეიტროპენია) ან როდესაც ეს საჭიროა ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური ფაქტორებით.
გინეკოლოგიური ინფექციები:;
სეპტიცემია, სეფსისი;
ბაქტერიული მენინგიტის;
ქირურგიული ოპერაციებისას ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.
ბავშვები:
უვიპიმი-1000 ნაჩვენებია ბავშვებში (2 თვის ასაკიდან) მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ (როდესაც P. აერუგინოსა არის იზოლირებული ან არსებობს მასზე ეჭვი, გამოიყენება კომბინაციური თერაპია ამინოგლიკოზიდით).
ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები:
პნევმონია გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: შ. აურეუს, შ. Pნეუმონია, H. ინფლუენზაე.
საშარდე ტრაქტის ინფექციები:
გამოწვეული E.ცოლი-თ.
კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები:
ინფექციები გამოწვეული შემდეგი ორგანიზმებით: შტაპჰყლოცოცცუს ეპიდერმიდის, სტრეპტოცოცცუს, შ. აურეუს, შ. Pყოგენეს.
ემპირიული მკურნალობა ფებრილური ნეიტროპენიისას:
ცეფეპიმი ნაჩვენებია ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მონოთერაპიისათვის. ცეფეპიმის კომბინაცია სხვა შესაბამის ანტიმიკრობულ საშუალებებთან გათვალისწინებული უნდა იყოს სერიოზული ინფექციის მაღალი რისკი მქონე პაციენტებში (მათ შორის პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცოტა ხნის წინ გადატანილი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ჰიპოტენზია, ძირითადი ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადება ან მწვავე ან ხანგრძლივი ნეიტროპენია) ან როდესაც ეს საჭიროა ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური ფაქტორებით.
უკუჩვენებები:
უვიპიმი-1000 უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინული კლასის, პენიცილინების ან სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.
გაფრთხილებები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება შარდის მოცულობის შემცირება თირკმლის უკმარისობის გამო (კრეატინინის კლირენსი <50 მლ/წთ) ან სხვა ისეთი მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ თირკმლის ფუნქციის კომპრომისება, უნდა მოხდეს უვიპიმი-1000-ის დოზირების კორექცია თირკმლისმიერი ელიმინაციის უფრო ნელი სიჩქარის კომპენსირებისათვის. ვინაიდან ჩვეულებრივი დოზებით შეიძლება აღინიშნოს ანტიბიოტიკების მაღალი და გახანგრძლივებული კონცენტრაციები იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა ან სხვა თირკმლის ფუნქციის მაკომპრომისებელი მდგომარეობები, შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს ცეფეპიმის გამოყენებისას ამ პაციენტებში. შემდგომში დოზირება უნდა განისაზღვროს თირკმლის უკმარისობის ხარისხის, ინფექციის სიმწვავისა და გამომწვევი ორგანიზმების მგრძნობელობის მიხედვით (იხ. დოზირება და გამოყენების შესახებ მითითებები და კლინიკური ფარმაკოლოგია). პრეპარატის რეალიზაციაში გაშვების შემდგომ აღინიშნა შემდეგი სერიოზული არასასურველი მოვლენები: შექცევადი ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა მათ შორის გონების არევა, ჰალუცინაციები, სტუპორი და კომა), მიოკლონუსი, შეტევები (მათ შორის არაკრუნჩხვთი ეპილეფსია) და/ან თირკმლის უკმარისობა (იხ. გვერდითი ეფექტები). ამგვარი შემთხვევების უმრავლესობა განვითარდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ უვიპიმი-1000-ის რეკომენდებულზე მაღალ დოზებს. ზოგადად, ნეიროტოქსიკურობის სიმპტომები გადის ცეფეპიმის მიღების შეწყვეტის და/ან ჰემოდიალიზის შემდეგ, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.
დოზირება და გამოყენების შესახებ მითითებები:
უვიპიმი-1000 შეიძლება მიღებული იყოს ვენებში ან კუნთებში. დოზირება და მიღების გზა განისაზღვრება გამომწვევი ორგანიზმების მგრძნობელობის, ინფექციის სიმწვავის და პაციენტის საერთო მდგომარეობისა და თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
მოზრდილები:
უვიმიპი-1000-ის დოზირება მოზრდილებისათვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით წარმოდგენილია 2 ცხრილში.
ცხრილი 2
ინფექციის ადგილი და სახეობა | დოზა | სიხშირე |
საშარდე ტრაქტის ზომიერი და საშუალო სიმძიმის ინფექციები (გაურთულებელი და გართულებული) | 500 მგ – 1 გ ი/ვ ან ი/მ |
q 12 სთ |
საშუალო და ზომიერი სიმძიმის ინფექციები, მათ შორის ბრონქიტი, კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები |
1 გ ი/ვ ან ი/მ |
q 12 სთ |
მწვავე ინფექციები, მათ შორის პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექციები, გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერემიასთან ასოცირებული შემთხვევ | ა 2 გ ი/ვ | q 12 სთ |
ცხელების ემპირიული მკურნალობა ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში | მწვავე ინფექციები, მათ შორის პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექციები, გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერემიასთან ასოცირებული შემთხვევა 2 გ ი/ვ | q 12 სთ |
რეკომენდებული დოზირების რეჟიმი მოზრდილებისათვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით (12 და მეტი წლის)*
*თერაპიის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა არის 7-10 დღე; უფრო სერიოზული ინფექციები საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. ბეტაჰემოლიტური სტრეპტოკოკური ინფექციების მკურნალობისას თერაპიული დოზა მიღებული უნდა იყოს მინიმუმ 10 დღე. ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობისას თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს ან თერაპია ტარდება ნეტროპენიის მოხსნამდე.
ბავშვები (2 თვიდან 12 წლამდე ასაკის თირკმლის ნორმალური ფუნქციით):
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზები:
პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექციები და კანის სტრუქტურის ინფექციები: 2 თვის ასაკის პაციენტები სხეულის წონით <40 კგ: 50 მგ/კგ ქ 12 სთ 10 დღე. უფრო სერიოზული ინფექციებისას შეიძლება გამოყენებული იყოს დოზა ქ 8 სთ.
ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობა:
>2 თვის ასაკის პაციენტები სხეულის წონით <40 კგ: 50 მგ/კგ ქ 8 სთ 7-10 დღე.
უვიპიმი-1000-ის გამოყენება ამ პაციენტებში საჭიროებს მონიტორინგს.
> 40 კგ სხეულის წონის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზები (იხ. ცხრილი 2). 12 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებისათვის წონით < 40 კგ, გამოიყენება < 40 კგ სხეულის წონის მქონე ახალგაზრდა პაციენტებისათვის განკუთვნილი დოზები. დოზირება ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზებს (2 გ ქ8სთ).
ბავშვებში პრეპარატის კუნთებში შეყვანის შესახებ გამოცდილება შეზღუდულია.
ხანდაზმულები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ იმავდროულად არ აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ცეფეპიმის საწყისი დოზა ისეთივეა, როგორიც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ცეფეპიმის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში წარმოდგენილია 3 ცხრილში.
ცხრილი 3
შემანარჩუნებელი დოზირების რეჟიმი თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში *
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) | რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა | |||
> 50 | ჩვეულებრივი დოზა, კორექცია საჭირო არ არის | |||
2გ ყოველ 8სთ | 2გ ყ12სთ | 1გ ყ12სთ | 500მგ ყ12სთ | |
30-50 | 1 გ ყ8სთ | 2გ ყ24სთ | 1გ ყ24სთ | 500მგ ყ24სთ |
11-29 | 1გ ყ12სთ | 2გ ყ24სთ | 500მგ ყ24სთ | 500მგ ყ24სთ |
<10 | 1 გ ყ24სთ | 500მგ ყ24სთ | 500მგ ყ24სთ | 500მგ ყ24სთ |
* საწყისი დოზა ისეთივეა, როგორიც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში
როდესაც მხოლოდ შრატისმიერი კრეატინინის გაზომვა არის ხელმისაწვდომი, კრეატინინის კლირენსის განსაზღვრისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა (კოკკროფტისა და გაულტის განტოლება). შრატისმიერმა კრეატინინმა უნდა წარმოადგინოს თირკმლის ფუნქციის მყარი მდგომარეობა:
მამაკაცები:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)= წონა (კგ) ხ (140-ასაკი)
0.82 ხ შრატისმიერი კრეატინინი (მიკრომოლი/ლ)
ქალები:
0.85 ხ მაჩვენებელი გამოითვლება მამაკაცებისათვის განკუთვნილი ფორმულით.
დიალიზზე მყოფი პაციენტები:
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, დიალიზის დაწყებისას ორგანიზმში არსებული ცეფეპიმის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 68% გამოდევნილი იქნება 3-საათიანი დიალიზის დროს.
საწყისი დოზის ექვივალენტური განმეორებითი დოზა მიღებული უნდა იყოს დიალიზის ყოველი სეანსის დასრულებისას. უწყვეტ ამბოლატორიულ პერიტონულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ცეფეპიმის მიღება შეიძლება იმავე დოზებით, რა დოზებიც გამოიყენება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, მაგ. 500 მგ, 1 გ ან 2 გ ინფექციის სიმწვავის მიხედვით, თუმცა ინტერვალი დოზების მიღებებს შორის უნდა იყოს 48 საათი.
ბავშვები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
ვინაიდან ბავშვებში ცეფეპიმის ელიმინაციის ძირითადი გზა არის შარდისმიერი ექსკრეცია (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია), უვიპიმი-1000-ის დოზის კორექცია ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს < 12 წლის ასაკის ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ხსნარის მომზადება და მიღება:
უვიპიმი-1000-ის ფხვნილი უნდა გაიხსნას ქვემოთ მე-4 ცხრილში მოცემული გამხსნელების მოცულობებით.
ცხრილი 4
უვიპიმი-1000-ის ხსნარების მომზადება
დასამატებელი გამხსნელის რაოდენობა (მლ) | მიახლოებითი ხელმისაწვდომი მოცულობა (მლ) | მიახლოებითი ცეფეპიმის კონცენტრაცია (მგ/მლ) | |
ინტრავენური | |||
1 გ ფლაკონი | 10 | 11.4 | 90 |
1 გ ფლაკონი | 3.0 | 4.4 | 230 |
ინტრავენურად მიღება: მიღების ინტრავენური გზა სასურველია გამოყენებული იყოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები, განსაკუთრებით, თუ არსებობს შოკის ალბათობა.
პირდაპირი ი/ვ შეყვანისათვის, უვიპიმი-1000 უნდა გაიხსნას სტერილური საინექციო წყლით, 5%-იანი დექსტროზას ინექციით ან 0.9 %-იანი ნატრიუმის ქლორიდით, მე-4 ცხრილში გამოყენებული მოცულობებით. მიღებული ხსნარის ინექცირება უნდა მოხდეს პირდაპირ ვენაში სამი-ხუთი წუთის განმავლობაში ან შესაბამისი მილის მეშვეობით, რა დროსაც პაციენტმა უნდა მიიღოს შეთავსებადი სითხე (იხ. შეთავსებადობა და სტაბილურობა).
ინტრავენური ინფუზიისათვის, 500 მგ, 1 გ ან 2 გ ფლაკონი უნდა გაიხსნას როგორც ეს ზემოთ არის მითითებული პირდაპირი ი/ვ გზით მიღებისას, უნდა დაემატოს მიღებული ხსნარის შესაბამისი რაოდენობა ი/ვ კონტეინერს ერთ-ერთი შეთავსებადი ი/ვ ხსნარით. 50 მლ-100 მლ მოცულობის ი/ვ ინფუზია მიღებული უნდა იყოს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
კუნთებში შეყვანა: უვიპიმი-1000 უნდა გაიხსნას ერთ-ერთი შემდეგი გამხსნელით მე-4 ცხრილში ნაჩვენები მოცულობებით: სტერილური საინექციო წყალი, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინექცია, 5%-იანი დექსტროზას ინექცია ან ბაქტერიოსტატიკური საინექციო წყალი პარაბენით ან ბენზილის სპირტით, შემდეგ კეთდება დიდი კუნთის მასაში ინექცირებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უვიპიმი-1000-ის გახსნა 0.5% ან 1.0% ლიდოკაინის ჰიდროლქორიდით, ეს ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის, ვინაიდან უვიპიმი-1000 არ იწვევს ან იწვევს ძალიან სუსტ ტკივილს კუნთებში შეყვანის ადგილას.
შეთავსებადობა და სტაბილურობა
ინტრავენური: უვიპიმი-1000 შეთავსებადია 1-40 მგ/მლ კონცენტრაციებზე ერთ-ერთ შემდეგ საინფუზიო სითხესთან: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინექცია, 5%-იანი და 10%-იანი დექსტროზას ინექცია, M/6 ნატრიუმის ლაქტატის ინექცია, 5%-იანი დექსტროზას და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინექცია, ლაქტატირებული რინგერისა და 5%-იანი დექსტროზას ინექცია. აღნიშნული ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე 250ჩ-ზე დაბლა ან 7 დღე მაცივარში შენახვისას (2-80ჩ).
უვიპიმი-1000 მინარევებთან შეთავსებადობისა და სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ცხრილი 5
ცეფეპიმის მინარევებთან სტაბილურობა
უვიპიმი-1000 კონცენტრაცია |
მინარევი და კონცენტრაცია | ი/ვ საინფუზიო ხსნარები | სტაბილურობის დრო | |
RT/L (250C-ზე დაბლა) | მაცივარში შენახვისას (2-80с) | |||
40 მგ/მლ | ამიკაცინი 6 მგ/მლ | 24 საათი | 7 დღე | |
4-40 მგ/მლ | კლინდამიცინი 0.25-6 მგ/მლ | NS ან D5W |
24 საათი | 7 დღე |
4 მგ/მლ | ჰეპარინი 10-50 ერთეული/მლ | NS ან D5W |
24 საათი | 7 დღე |
4 მგ/მლ | კალიუმის ქლორიდი 10-40 მ ექ/ლ |
NS ან D5W | 24 საათი | 7 დღე |
4 მგ/მლ | თეოფილინი 0.8 მგ/მლ | D5W | 24 საათი | 24 საათი |
NS = 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ინექცია
DSW = 5%-იანი დექსტროზას ინექცია
RT/L = ოთახის ტემპერატურა და სინათლე
უვიპიმი-1000-ის ხსნარები, მრავალი ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების ხსნარების მსგავსად, არ უნდა დაემატოს მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის ან ნეთილმიცინის სულფატის ხსნარებს ფიზიკური ან ქიმიური შეუთავსებლობის გამო. მიუხედავად ამისა, თუ ნაჩვენებია იმავდროულად უვიპიმი-1000-ით თერაპია, თითოეული ეს ანტიბიოტიკი მიღებული უნდა იყოს ცალ-ცალკე.
ინტრამუსკულარული: მითითებების შესაბამისად (ცხრილი 4) გახსნილი უვიპიმი-1000 სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე 250ჩ-ზე დაბლა ან 7 დღე მაცივარში შენახვისას (2-80ჩ) შემდეგი გამხსნელების გამოყენებისას: სტერილური საინექციო წყალი, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი, 5%-იანი დექსტროზას ინექცია, ბაქტერიოსტატიკური საინექციო წყალი პარაბენით ან ბენზილის სპირტით ან 0.5^-იანი ან 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
შენიშვნა:
პარენტერალური პრეპარატები მიღებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების შემცველობაზე და მათი არსებობისას, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს.
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, უვიპიმი-1000-ის ფხვნილისა და ხსნარის ფერი შენახვისას შეიძლება გამუქდეს, რაც პროდუქტის მოქმედების ძალაზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს.
გვერდითი ეფექტები და სპეციალური სიფრთხილის ზომები:
გვერდითი ეფექტები:
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია კუჭ-ნაწლავური სიმპტომები და მგრძნობელობის რეაქციები.
განვითარებული არასასურველი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების მიხედვით:
ჰიპერსენსიტივობა:
ანაფილაქსია, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, ცხელება.
კუჭ-ნაწლავური:
დიარეა, გულისრევა, პირღებინება, პერორალური მონილიაზი, კოლიტი (მათ შორის, ფსევდომემბრანული კოლიტი), გემოს შეცვლა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია.
კარდიოვასკულარული:
ვაზოდილატაცია.
რესპირატორული:
დისპნოე.
ცენტრალური ნერვული სისტემა:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, შეტევები.
სხვა:
ცხელება, ვაგინიტი, ერითემა, სასქესო ორგანოების ქავილი, გაცივება და არასპეციფიკური მონილიაზი.
ნაკლებად ხშირად აღინიშნა ჰეპატიტი და ქოლესტატიური სიყვითლე.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ფლებიტი და ანთება ინტრავენური ინექციის ადგილას და ანთება ან ტკივილი ინტრამუსკულარული ინექციის ადგილას. კლინიკური ცდებისას ნორმალური საბაზისო მაჩვენებლების მქონე პაციენტებში აღინიშნა შემდეგი ცვლილებები ლაბორატორიულ ანალიზებში: ალანინის ამინოტრანსფერაზას, ასპარტატის ამინოტრანსფერაზას, ტუტოვანი ფოსფატაზას, საერთო ბილირუბინის მომატება, ეოზინოფილია, ანემია, თრომბოციტოპენია და პროთრომბინის დროის, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის გახანგრძლივება, კუმბსის დადებითი ტესტი ჰემოლიზის გარეშე. გამოვლინდა სისხლში შარდოვანას აზოტის და/ან შრატში კრეატინინის დონეების დროებით მომატება და გარდამავალი თრომბოციტოპენია. პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში აღინიშნა ენცეფალოპათია, ცნობიერების დარღვევა, მათ შორის გონების არევა, ჰალუცინაციები, სტუპორი და კომა, მიოკლონუსი, შეტევები და/ან თირკმლის უკმარისობა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ უვიპიმი-1000-ის მე-2 ცხრლში რეკომენდებულზე მაღალ დოზებს (იხ. სიფრთხილის ზომები).
განვითარდა ანაფილაქსია, მათ შორის ანაფილაქსური შოკი, გარდამავალი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია.
უვიპიმი-1000-ის უსაფრთხოების პროფილი ჩვილებსა და ბავშვებში ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში. ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი მოვლენა კლინიკური ცდებისას იყო გამონაყარი.
ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი არასასურველი მოვლენები და ცვლილებები ლაბორატორიულ ანალიზებში: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ტოქსიკური ნეფროპათია, აპლასტური ანემია, ჰემოლიტური ანემია, ჰემორაგია და ცრუ დადებითი შედეგები შარდში გლუკოზის ანალიზებში.
სპეციალური გაფრთხილებები:
ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ ნებისმიერი ფორმის ალერგია, განსაკუთრებით პრეპარატებზე. უვიპიმი-1000-ის გამოყენებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს ეპინეფრინის გამოყენება და სხვა დამხმარე თერაპიის ჩატარება.
ფსევდომემბრანული კოლიტი აღინიშნა პრაქტიკულად ყველა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის, მათ შორის ცეფეპიმის გამოყენებისას; ამდენად, ამ დიაგნოზის გათვალისწინება აუცილებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენებისას. ხშირად კოლიტი რეაგირებს მხოლოდ პრეპარატის მიღების შეწყვეტაზე; საშუალო და სერიოზული სიმძიმის შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ზომების მიღებაც.
უვიპიმი-1000-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ზრდა. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარებისას მიიღება შესაბამისი ზომები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
უვიპიმი-1000-თან ერთად ნეფროტოქსიკური პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები და ძლიერი დიურეტიკები, აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
გამოყენება ხანდაზმულებში:
კლინიკური კვლევებისას 6400 მოზრდილი პირიდან, რომლებიც მკურნალობდნენ უვიპიმი-1000-ით, 35% იყო 65 ან მეტი წლის, ხოლო 16% - 75 ან მეტი წლის.
კლინიკური კვლევებისას, როდესაც ხანდაზმული პაციენტები იღებდნენ მოზრდილებისათვის რეკომენდებულ ჩვეულებრივ დოზებს, კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება ისეთივე იყო, როგორც არახანდაზმულ მოზრდილ პაციენტებში, თუ პაციენტს არ ჰქონდა თირკმლის უკმარისობა. ახალგაზრდა პაციენტებისგან განსხვავებით აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და თირკმლის კლირენსის უფრო დაბალი მაჩვენებლები. კომპრომისული თირკმლის ფუნქციისას რეკომენდებულია დოზის კორექცია (იხ. დოზირება და მითითებები გამოყენების შესახებ).
ცნობილია, რომ ცეფეპიმი ძირითადად გამოიდევნება თირკმლის მეშვეობით და ამ პრეპარატზე ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო დოზის შერჩევისას. ასევე აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი (იხ. გაფრთხილებები, გვერდითი ეფექტები და ფარმაკოლოგიური მოქმედება). სერიოზული არასასურველი მოვლენები, მათ შორის შექცევადი ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა მათ შორის გონების არევა, ჰალუცინაციები, სტუპორი და კომა), მიოკლონუსი, შეტევები (მათ შორის არაკრუნჩხვთი ეპილეფსია) და/ან თირკმლის უკმარისობა განვითარდა თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფეპიმის ჩვეულებრივ დოზებს (იხ. გაფრთხილებები და გვერდითი ეფექტები).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უვიპიმი-1000 ავლენს ფიზიკურ ან ქიმიურ შეუთავსებლობას ვანკომიცინის ჰიდროქლორიდთან, გენტამიცინის სულფატთან, ნეთილმიცინის სულფატთან და ამინოფილინთან შერევისას. უვიპიმი-1000-ით მკურნალობისას პაციენტებში აღინიშნა შარდში გლუკოზის ანალიზებში ცრუ დადებითი შედეგები მარედუცირებელი საშუალებების გამოყენებისას. გლუკოზა-ოქსიდაზას მეთოდების გამოყენებისას ცრუ დადებითი შედეგები არ აღინიშნება.
ზედოზირების სიმპტომები და მკურნალობა:
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და დამხმარე.
სერიოზული ზედოზირებისას, განსაკუთრებით თირკმლის კომპრომისული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ცეფეპიმის გამოდევნა ორგანიზმიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზით; პერიტონული დიალიზით ამგვარი შედეგი ვერ მიიღწევა. შემთხვევითი ზედოზირება აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დიდი დოზების გამოყენებისას (იხ. დოზირება და მიღების წესი, სიფრთხილის ზომები და არასასურველი რეაქციები).
აღწერა:
თეთრი-ღია ყვითელი ფერის ფხვნილი გამჭვირვალე შუშის ფლაკონში. გაზავების სემდეგ მიიღება გამჭვირვალე უფერო-ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
შეფუთვა:
ფლაკონი ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება 250ჩ-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
გაზავება: იხილეთ შეთავსებადობა და სტაბილურობა ქვეთავში “დოზირება და მითითებები გამოყენების შესახებ”.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account