უნაზინი 3გრ. 1 ცალი ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 23,44 ლ რეგულარული ფასი 32,56 ლ
მარაგშია
SKU
2178_1580

ჩვენება:უნაზინი კუნთებსა და ვენაში ინექციის სახით გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

უნაზინი*
სავაჭრო (პატენტირებული) დასახელება
უნაზინი/UNAZYN*

საერთაშორისო (არაპატენტირებული) დასახელება
ამპიცილინი/სულბაქტამი

სამკურნალწამლო ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 0.75გ, 1.5გ და 3.0გ ფლაკონებში.
აქტიური კომპონენტი: ნატრიუმის სულბაქტამი სტერილური 0.274გ, 0.547გ და 1.094გ; ნატრიუმის ამპიცილინი სტერილური 0.531გ, 1.063გ და 2.125გ, შესაბამისად.
არააქტიური კომპონენტები – არ გააჩნია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბიოტიკი, ნახევრადსინთეზური პენიცილინი + ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი;
ათქ კოდი:J01CR04.

ფარმაკოდინამიკა
უნაზინი წარმოადგენს ბეტა-ლაქტამაზას შეუქცევადი ინჰიბიტორის, სულბაქტამის და ბეტა-ლაქტამაზას ანტიბიოტიკის, ამპიცილინის კომბინაციას. ეს კომბინაცია, პარენტერალური გამოყენებისას, აქტიურია ფართო სპექტრის გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ასევე ანაერობული პათოგენების, მათ შორის შტამების მიმართ, რომლებიც ახდენს ბეტა-ლაქტამაზას სინთეზს. გასათვალისწინებელია, რომ ამპიცილინის მიმართ რეზისტენტული პათოგენები, როგორიცაა Pსეუდომონას, ჩიტრობაცტერ და Eნტერობაცტერ, დიდი ალბათობით არამგრძნობიარეა უნაზინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
უნაზინი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სულბაქტამს და ამპიცილინს გააჩნია მსგავსი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები. ინტრავენური ან ინტრამუსკულური შეყვანისას მიიღწევა სისხლში სულბაქტამისა და ამპიცილინის მაღალი კოცენტრაციები, პრეპარატის ორივე კომპონენტის ნახევარხგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს. პრეპარატ უნაზინის დოზის უმეტესი ნაწილი (75%) გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. უნაზინი მარტივად აღწევს ადამიანის ორგანიზმის უმრავლეს ქსოვილსა და სითხეში. ზურგის ტვინის სითხეში გამოყოფა დაბალია, თუმცა ის უმჯობესდება ტვინის გარსებს ანთების არსებობისას.

გამოყენების ჩვენება
უნაზინი გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანზიმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. გამოყენების ჩვენება მოიცავს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებს, მათ შორის სინუსიტს, შუა ყურის ოტიტს და ეპიგლოტიტს, ბაქტრიულ პნევმონიებს, საშარდე გზების ინფექციებს და პიელონეფრიტს, მუცლის ღრუს ინფექციებს, მათ შორის პერიტონიტს, ქოლეცისტიტს, ენდომეტრიტს და მცირე მენჯის ფლეგმონას; ბაქტერიულ სეპტიცემიას; კანის, რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების ინფექციებს და გონოკოკურ ინფექციებს.
პრეპარატ უნაზინის შეყვანა ასევე შეიძლება პერიოპერაციულად ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციების სიხშირის შესამცირებლად იმ ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოებზე, და რომლებსაც შეიძლება თან ახლდეს მუცლის ღრუს დაინფიცირება. უნაზინის შეყვანა პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება ოპერაციის შემდგომი სეფსისის რისკის შემცირების მიზნით.

უკუჩვენება
უნაზინი უკუნაჩვენებია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში არ აღინიშნა რაიმე ტერატოგენული ეფექტი, ასევე არ არის ნაჩვენები, რომ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უნაზინის გამოყენება უსაფრთხოა. შესაბამისად, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება საჭიროა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ ექიმის კონტროლით.
სულბაქტამი და ამპიცილინი მცირე კონცენტრაციით ვლინდება დედის რძეში.
სულბაქტამი კვეთს პლაცენტურ ბარიერს.

გამოყენების წესები და დოზები
ბავშვები
150 მგ/კგ/დღე-ღამეში (რაც შეესაბამება სულბაქტამის დოზას 50 მგ/კგ/დღე-ღამეში და ამპიცილინის დოზას 100 მგ/კგ/დღე-ღამეში), რომელიც შეიყვანება 6-8 საათში ერთხელ. ახალშობილებისთვის დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში (განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში) რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ/კგ/დღე-ღამეში (რაც შეესაბამება სულბაქტამის დოზას 25 მგ/კგ/დღე-ღამეში და ამპიცილინის დოზას 50 მგ/კგ/დღე-ღამეში) განაწილებული ორ თანაბარ დოზად 12 საათში ერთხელ.
უნაზინი წარმატებით გამოიყენებოდა ბავშვთა ასაკის პაციენტებში. მაშინ, როდესაც ნაჩვენები იყო, რომ 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მოზრდილებში აღნიშნული მახასიათებლების მსგავსია, ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში (სავარაუდოდ, დაბადებიდან პირველ დღეებში თირკმელების ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო) ორივე მოქმედი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია და საშუალოდ შეადგენს 7.9 საათს სულბაქტამისთვის და 9.4 საათს ამპიცილინისთვის. ამ პაციენტებში პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ორი თანაბარი დოზის სახით 12 საათში ერთხელ, ამპიცილინის გამოყენების სტანდარტული მეთოდიკის თანახმად.

მოზრდილები
უნაზინის საერთო სადღეღამისო დოზა, რომელიც რეკომენდებულია მოზრდილებისთვის, მერყეობს 3-დან 12 გ-მდე; ის შეიძლება გაყოფილი იქნას თანაბარ დოზებად და შეყვანილი 12, 8 ან 6 საათში ერთხელ. სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ-ს. პრეპარატის დოზა და შეყვანის სიხშირე დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

ინფექციის სიმძიმე  სულბაქტამის/ამპიცილინის სადღეღამისო დოზა, ი/ვ ან ი/მ (გ)
მსუბუქი 3 (ი/მ)
ზომიერი 6-მდე (ი/მ ან ი/ვ)
მძიმე 12-მდე (ი/მ ან ი/ვ)

 ამბულატორიული გამოყენებისთვის უნაზინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.5 გ ი/მ 12 საათში ერთხელ.

გამოყენება თირკმელების უკმარისობის დროს
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) უნაზინის შეყვანის სიხშირე უნდა შემცირდეს ამპიცილინის გამოყენების სტანდარტული მეთოდიკის შესაბამისად.

როგორც მოზრდილ პაციენტებში, ასევე ბავშვებში მკურნალობას ჩვეულებრივ აგრძელებენ სხეულის ტემპერატურის დარეგულირებიდან და ინფექციის სხვა ნიშნების გაქრობიდან 48 საათის განმავლობაში. თერაპიის ხანგრძლივობა როგორც წესი, შეადგენს 5-14 დღეს, მაგრამ მკურნალობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს, ან ძალიან მძიმე ინფექციის შემთხვევაში, შეიძლება ამპიცილინის დამატებითი დოზის დამატება.
გაურთულებელი გონორეის სამკურნალოდ უნაზინის შეყვანა შეიძლება ერთჯერადი დოზით 1.5 გ კომბინაციაში 1 გ პერორალურ პრობენეციდთან (რაც ზრდის სულბაქტამისა და ამპიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდს).

კუნთში შეყვანის მეთოდიკა
ფხვნილი, რომელსაც შეიცავს ინტრამუსკულურად შესაყვანი უნაზინის ფლაკონი, უნდა გაიხსნას გამხსნელის ერთი ფლაკონის შიგთავსში (წარმოადგენილია შეფუთვაში), რომელიც შეიცავს სტერილურ საინექციო წყალს ან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5%-იან ხსნარს. პრეპარატი შეჰყავთ ღრმა ინტრამუსკულური ინექციის გზით მსხვილი კუნთის მასაში, მაგალითად დუნდულის კუნთში ან ბარძაყის წინა ნაწილში.
კონცენტრირებული ინტრამუსკულური ხსნარი უნდა გამოიყენოთ გაზავებიდან 1 საათის განმავლობაში.
ინტრავენური შეყვანის მეთოდიკა
უნაზინის ინტრავენური შეყვანისთვის ფხვნილი გახსენით სტერილური საინექციო წყლის ერთ ფლაკონში (წარმოდგენილია შეფუთვაში) ან ნებისმიერ სხვა შეთავსებად ხსნარში და გააჩერეთ პრეპარატის სრულად გახსნამდე. ინტრავენური შეყვანა შეიძლება უშუალო ინექციის (ბოლუსი) სახით სულ მცირე 3 წუთის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში უფრო მეტად გაზავების პირობით.
0.750 გ და 1.5 გ დოზით ნატრიუმის სულბაქტამისა და ნატრიუმის ამპიცილინის კომბინაციის შეყვანა შეიძლება კუნთში ან ვენაში.
ქვემოთ წარმოდგენილია პროპორციები პრეპარატის გასაზავებლად.

საერთო დოზა (გრამები)  სულბაქტამისა და ამპიცილინის შესაბამისი დოზები (გრამები)  გამხსნელის მოცულობა (მლ) საბოლოო მაქსიმალური კონცენტრაცია (მგ/მლ)
0.750
1.5
3.0
0.250-0.500
0.5-1.0
1.0-2.0
1.6
3.2
6.4
 125-250
125-250
125-250

 
ნატრიუმის სულბაქტამისა და ნატრიუმის ამპიცილინის კომბინაცია 3 გ დოზით ხსნარის საბოლოო მაქსიმალური კონცენტრაციით 125-250 მგ/მლ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად.

შეთავსებადობა
თუ ნატრიუმის სულბაქტამი სტაბილურია ინტრავენური ხსნარების უმრავლესობის მიმართ, ნატრიუმის ამპიცილინი (და შესაბამისად, ნატრიუმის სულბაქტამი/ნატრიუმის ამპიცილინი) ნაკლებად სტაბილურია დექსტროზისა და სხვა ნახშირწყლების შემცველ ხსნარებში; გარდა ამისა, არ შეიძლება პრეპარატის შერევა სისხლის პრეპარატებთან და ცილოვან ჰიდროლიზატებთან. ამინოგლიკოზიდები და ამპიცილინი (და შესაბამისად, ამინოგლიკოზიდები და სულბაქტამი/ამპიცილინი) ფიზიკურად შეუთავსებელია. აკრძალულია ერთ შპრიცში ამ ორი ანტიბიოტიკის შეყვანა.

განსაკუთრებული მითითებები
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა (ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, ვაზოპრესორული ამინები), ხოლო ანაფილაქსიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი ადრენალინი ან მიღებული იქნას სხვა შესაბამისი სასწრაფო ზომები (მაგალითად, ჟანგბადის დანიშვნა და ფილტვების დამატებითი ვენტილაცია, მათ შორის ინტუბაციის და სხვა ზომების უზრუნველყოფა).
პენიცილინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის დეტალურად ანამნეზის შეგროვება პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა პრეპარატების მიმართ წარსულში აღნიშნული ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის დასადგენად.
ცნობილია, რომ პენიცილინებით (ნატრიუმის სულბაქტამის/ნატრიუმის ამპიცილინის კომბინაციის ჩათვლით) მკურნალობის პერიოდში პაციენტებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები (და ანაფილაქსია), ზოგჯერ ლეტალური. უფრო ხშირად ასეთი რეაქციები აღინიშნებოდა ანამნეზში პენიცილინების ან/და სხვადასხვა ალერგენის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. ანამნეზში პენიცილინებზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში რეგისტრირებულია მძიმე რეაქციების შემთხვევები ცეფალოსპორინებით მკურნალობისას. ნებისმიერი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეჩერება და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
როგორც სხვა ანტიბიოტიკის შემთხვევაში, უნაზინით მკურნალობისას მნიშვნელოვანია პაციენტზე გულდასმით დაკვირვება პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით ან სოკოებით გამოწვეული სუპერინფექციის განვითარების დაწყების გამოვლენის მიზნით. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის სულბაქტამის/ამპიცილინის, გამოყენებისას რეგისტრირებულია ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული დიარეის განვითარების შემთხვევები. გამოვლენის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი სიმძიმის დიარეიდან ლეტალურ კოლიტამდე. ანტიბიოტიკებით მკურნალობა გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე, რაც იწვევს ჩ. დიფფიცილე-ს ბაქტერიის ძლიერ გამრავლებას.
მიკროორგანიზმი ჩ. დიფფიცილე გამოიმუშავებს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს დიარეის განვითარებას. შტამები ჩ. დიფფიცილე, ტოქსინის ჰიპერპროდუქციით, ზრდის ავადობასა და ლეტალურობას, რადგან ასეთი ინფექციები ჩვეულებრივ რეზისტენტულია ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ და ხშირად საჭიროებს კოლექტომიას. ჩ. დიფფიცილე-თი გამოწვეული დიარეის განვითარების რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც ჰქონდათ დიარეა ანტიბიოტიკების მიღების ფონზე. ასევე, საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეგროვება, რადგან ჩ. დიფფიცილე-თი გამოწვეული დიარეის განვითარების შემთხვევები რეგისტრირებული იყო ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი თვის შემდეგაც კი.
უნაზინით, ისევე, როგორც სისტემური გამოყენების ნებისმიერი სხვა ძლიერმოქმედი პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ძირითადი სისტემებისა და ორგანოების, მათ შორის თირკმელების, ღვიძლის და სისხლმბადი სისტემის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი. ასეთი მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილებში, ძირითადად დღენაკლულ ჩვილებში, ასევე ბავშვთა ასაკის სხვა პაციენტებში.
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმელების მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში სულბაქტამისა და ამპიცილინის გამოყოფის კინეტიკა, როგორც ჩანს, ერთნაირად იცვლება, ამიტომ სისხლის პლაზმაში ორი ანტიბიოტიკის კონცენტრაციის თანაფარდობა რჩება უცვლელი. ამ პაციენტებში საჭიროა უნაზინის შეყვანის სიხშირის შემცირება ამპიცილინის გამოყენების სტანდარტული მეთოდიკის შესაბამისად.
პრეპარატი უნდა შეიყვანოთ დიალიზის სეანსის შემდეგ.
პაციენტების მკურნალობისას, როდესაც უნდა შეიზღუდოს ნატრიუმის მიღება, გასათვალისწინებელია:
- 0,750 გ უნაზინი შეიცავს დაახლოებით 55 მგ (2.5 მმოლი) ნატრიუმს;
- 1,5 გ უნაზინი შეიცავს დაახლოებით 115 მგ (5 მმოლი) ნატრიუმს;
- 3 გ უნაზინი შეიცავს დაახლოებით 230 მგ (10 მმოლი) ნატრიუმს;
იმის გამო, რომ ინფექციური მონონუკლეოზი წარმოადგენს ვირუსულ დაავადებას, პრეპარატი უნაზინი არ უნდა დაინიშნოს მის სამკურნალოდ. ამპიცილინით მკურნალობისას მონონუკლეოზის მქონე ბევრ პაციენტს განუვითარდა გამონაყარი კანზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ნატრიუმის სულბაქტამი შეთავსებადია ინტრავენური ხსნარების უმრავლესობასთან, მაგრამ ნატრიუმის ამპიცილინი, და შესაბამისად უნაზინი, ნაკლებად სტაბილურია დექსტროზისა და სხვა ნახშირწყლების შემცველ ხსნარებში; გარდა ამისა, არ შეიძლება სისხლის პრეპარატებთან და ცილოვან ჰიდროლიზატებთან შერევა.
ალოპურინოლი. ამპიცილინით მონოთერაპიასთან შედარებით ალოპურინოლისა და ამპიცილინის ერთდროულად გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ეგზანთემის ტიპის კანის რეაქციების სიხშირეს.
ამინოგლიკოზიდები. ამპიცილინის და ამინოგლიკოზიდების შერევა ინ ვიტრო იწვევდა ორივე სამკურნალო საშუალების ინაქტივაციას. თუ ამ ორი პრეპარატის ერთდროულად მიღება აუცილებელია, მათი შეყვანა უნდა მოხდეს სხვადასხვა უბანში და ინექციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 1 საათი.
ანტიკოაგულანტები. პარენტერალურ პენიცილინებს შეუძლია შეცვალოს თრომბოციტების აგრეგაცია და ჰემოკოაგულაციის მაჩვენებლები. ამ ეფექტებს შეუძლია გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება.
ბაქტერიოსტატიკური პრეპარატები (ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, სულფანილამიდები და ტეტრაციკლინები). ბაქტერიოსტატიკურ პრეპარატებს შეუძლია დათრგუნოს პენიცილინების ბაქტერიციდული მოქმედება, ამიტომ საჭიროა მათი ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება.
ესტროგენის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები. ამპიცილინით მკურნალობისას ქალებში რეგისტრირებულია კონტრაცეფტივების ეფექტიანობის შემცირების შემთხვევები, რაც დაუგეგმავ ორსულობას იწვევდა. მიუხედავდ იმისა, რომ კავშირი პრეპარატთან ბოლომდე გარკვეული არ არის, ამპიცილინით მკურნალობის დროს საჭიროა კონტრაცეფციის ალტერნატიული ან დამატებითი საშუალებების გამოყენება.
მეტოტრექსატი. პენიცილინებისა და მეტოტრექსატის ერთდროულად გამოყენება იწვევდა მეტოტრექსატის კლირენსის დაქვეითებას და ტოქსიკურობის განვითარებას. საჭიროა ასეთ პაციენტებზე მკაცრი დაკვირვების განხორციელება. შეიძლება, საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის დოზის გაზრდა და ამ პრეპარატის გამოყენების დროის გახანგრძლივება.
პრობენეციდი. პრობენეციდის ერთდროულად გამოყენება იწვევს ამპიცილინისა და სულბაქტამის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის დაქვეითებას. ეს ეფექტი იწვევს სისხლის შრატში მათი კონცენტრაციის გაზრდას და უფრო ხანგრძლივ შენარჩუნებას, ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და ტოქსიკურობის რისკის გაზრდას.
ზემოქმედება ლაბორატორიულ კვლევებზე. შარდის ანალიზების ჩატარებისას ბენიდიქტის, ფელინგის რეაქტივების ან კლინიტესტის® ნაკრების გამოყენებით, შეიძლება მოგვცეს ცრუ-დადებითი შედეგი გლუკოზურიის გამოკვლევისას.
აღინიშნა, რომ ორსულებში ამპიცილინის გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში კონიუგირებული ესტრიოლის, ესტრიოლგლუკურონიდის, კონიუგირებული ესტრონისა და ესტრადიოლის გარდამავალ შემცირებას. ეს ეფექტი ასევე შეიძლება აღინიშნოს ნატრიუმის სულბაქტამის/ნატრიუმის ამპიცილინის კომბინაციის გამოყენებისას.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
არ ახდენს ზეგავლენას.

გვერდითი მოქმედება
მონოთერაპიის სახით ამპიცილინის გამოყენებისას აღნიშნული არასასურველი რეაქციები შეიძლება ასევე აღინიშნოს ნატრიუმის სულბაქტამის/ნატრიუმის ამპიცილინის კუნთში/ვენაში შეყვანისას.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის მიხედვით, MედDღA ლექსიკონის თანახმად. სიხშირის გამოვლენის თითოეულ კატეგორიაში არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის შემცირებით. არასასურველი რეაქციების სიმძიმე განისაზღვრება მათი კლინიკური მნიშვნელობის საფუძველზე.

ორგანოთა სისტემების კლასები  ხშირად (>1/100, <1/10)  არც ისე ხშირად (>1/1000, <1/100)  იშვიათად (>1/10000, <1/1000)  უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ ანემია
თრომბოციტოპენია
ეოზინოფილია

 ლეიკოპენია
ნეიტროპენია
  ჰემოლიზური ანემია
აგრანულოციტოზი
თრომბოციტოპენიური პურპურა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
     

 ანაფილაქსიური შოკია

ნაფილაქტოიდური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ       კრუნჩხვა
დაბუჟება
თავის ტკივილი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ ფლებიტი      
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დიარეა ღებინება გულისრევა
გლოსიტი
ფსევდომემბრანული კოლიტი
ენტეროკოლიტი
სტომატიტი
ენის ფერის შეცვლა
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ ჰიპერბილირუბინემია     ქოლესტაზი
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
სიყვითლე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ   კანზე გამონაყარი
ქავილი
  სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
პოლიმორფული ერითემა
მაკულოპაპულოზური გამონაყარი
ჭინჭრის ციება
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
ექსფოლიაციური დერმატიტი
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ       ინტერსტიციული ნეფრიტი
აზოტის მომატებული დონე
კრეატინინის მომატებული დონე
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე ტკივილი ინექციის ადგილზე     რეაქცია შეყვანის ადგილზე
ცხელება
ასთენია
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები ალანინამინოტრანსფერაზის დონის მომატება
ასპარტატამინოტრანსფერაზის დონის მომატება
     



MedDRA ლექსიკონის სიხშირის კატეგორიები: ხშირად - >1/100, <1/10, არც ისე ხშირად - >1/1000, <1/100, იშვიათად - >1/10000, <1/1000; სიხშირე უცნობია - არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

დოზის გადაჭარბება
ადამიანებში ამპიცილინის და სულბაქტამის ტოქსიკური მოქმედების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
პრეპარატის დოზის გადაჭარბებას ზოგადად შეუძლია გაზარდოს პრეპარატზე მითითებული არასასურველი რეაქციების სიმძიმე ან გამოიწვიოს მათი ერთდროულად გამოვლენა. გასათვალისწინებელია, რომ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები. ამპიცილინიც და სულბაქტამიც სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით, ამიტომ პრეპარატ უნაზინის დოზის გადაჭარბებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის დარღვეული ფუნქცია, ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნის დაჩქარების მიზნით რეკომენდებულია ჰემოდიალიზის ჩატარება.

გამოშვების ფორმა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომელიც შეიცავს ნატრიუმის სულბაქტამს/ნატრიუმის ამპიცილინს 0.75გ, 1.5გ და 3.0 გ სულბაქტამის და ამპიცილინის ჯამური ეკვივალენტური მოცულობით, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ვარგისობის ვადა
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება 30°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კუნთში შესაყვანი კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება საჭიროა გახსნიდან 1 საათის განმავლობაში. ინტრავენურ ინფუზიამდე სხვადასხვა გამხსნელით გაზავებული პრეპარატის შენახვის ვადა მითითებულია ქვემოთ:

გამხსნელი სულბაქტამის/ამპიცილინის
კონცენტრაცია
სტაბილურობა (საათები)
საინექციო სტერილური წყალი 45 მგ-მდე/მლ
45 მგ/მლ
30 მგ-მდე/მლ
8 საათი 25°C-ზე
48 საათი 4°C-ზე
72 საათი 4°C-ზე
ფიზიოლოგიური ხსანრი  45 მგ-მდე/მლ
45 მგ/მლ
30 მგ-მდე/მლ
8 საათი 25°C-ზე
48 საათი 4°C-ზე
72 საათი 4°C-ზე
ნატრიუმის ლაქტატი 45 მგ-მდე/მლ
45 მგ-მდე/მლ
 8 საათი 25°C-ზე
8 საათი 4°C-ზე
გლუკოზის 5% წყალხსნარი 15-30 მგ/მლ
3 მგ-მდე/მლ
30 მგ-მდე/მლ

  2 საათი 25°C-ზე
4 საათი 25°C-ზე
4 საათი 4°C-ზე
გლუკოზის 5% ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის 0.45% ხსნარში
3 მგ-მდე/მლ
15 მგ-მდე/მლ
4 საათი 25°C-ზე
4 საათი 4°C-ზე
საქაროზის 10% წყალხსნარი
3 მგ-მდე/მლ
30 მგ-მდე/მლ
 4 საათი 25°C-ზე
3 საათი 4°C-ზე

რინგერის ლაქტატური ხსნარი
 45 მგ-მდე/მლ
45 მგ-მდე/მლ
 8 საათი 25°C-ზე
24 საათი 4°ჩCზე


აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy