Cefix - ცეფიქსი სუსპენზია 100მგ/5მლ 100მლ
ჩვენება: ყურის, ცხვირის,სინუსის, ყელის, საშარდე გზების ინფექციები.
1. რას წარმოადგენს პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც თქვენი ფარმაცევტი შეურევს წყალს. სუსპენზია არის მარწყვის არომატით და მზადაა გამოსაყენებლად.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფექციებს:
• ყურის
• ცხვირის, სინუსის (სინუსიტი)
• ყელის (ტონზილიტი, ფარინგიტი)
• ბრონქები და ფილტვები (მაგალითად, ბრონქიტი და პნევმონია)
• საშარდე გზების (როგორიც არის ცისტიტი და თირკმელების ინფექციები)
2. რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის მიღებამდე
არ მისცეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის თქვენს ბავშვს თუ
• ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის მიმართ
თქვენი ბავშვი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე), ცეფიქსიმის , სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ალერგიული რეაქციის ნიშნებია:
გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპება.
არ მისცეით ეს წამალი თქვენს ბავშვს, თუ ეს ყველაფერი ეხება მათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ ბავშვის ექიმს ან თქვენი ფარმაცევტს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გადაამოწმეთ ბავშვის ექიმთან ან თქვენს ფარმაცევტთან ამ მედიკამენტის მიცემამდე:
ოდესმე ჰქონია კოლიტი
აქვს თირკმელების მძიმე პრობლემები
არის 6 თვემდე ასაკის
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე მათგანი ეხება თქვენს შვილს, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავში იღებს ან ახლახანს მიიღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეული მედიკამენტები. რადგანაც ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე და ასევე სხვა მედიკამენტებმა იქონიონ გავლენა ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენი ბავშვის ექიმს თუ ბავში იღებს იღებთ სისხლის გამათხელებელს, როგორიცაა ვარფარინი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს წამალი მზადდება სპეციალურად ბავშვებისთვის. თუ ამ მედიკამენტს იღებთ ზრდასრულ ასაკში , უნდა გაესაუბროთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:
• ორსულად ხართ, შესაძლოა დაორსულდეთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ
• ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას
მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევებისათვის , ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ტესტები
თუ თქვენს შვილს მოითხოვს რაიმე ტესტირებას (მაგალითად, სისხლის ან შარდის ტესტები) ამ პრეპარატის მიღების დროს, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვის ექიმმა იცის, რომ თქვენი ბავშვი იღებს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზია შეიცავს:
საქაროზა: ეს არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ არ ხართ ტოლერანტული შაქარის მიმართ გაესაუბრეთ ექიმის მიღებამდე.
3. ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თქვენ უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მოცემული მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონასა და ასაკზე
• მიეცით ეს წამალი თქვენს შვილს პირის ღრუს საშუალებით
•ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის გამოდის გამზომი კოვზით, რომელსაც შეუძლია გაზომოს 3.75 მლ-დან 5 მლ-მდე. თქვენს შვილს მედიკამენტი მიეცით კოვზის გამოიყენეთებით.
• დოზა შეიძლება მივიღოთ ერთ მიღებად ან გაყოთ ორად და მიიღოთ სხვადასხვა დროს.
• თუ ფიქრობთ, რომ მედკამენტის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს.
ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი ფარმაცევტისგან. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მისცეთ დოზა.
მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული დღის განმავლობაში.
რამდენი უნდა მისცეთ
ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წელზე უფროსი ასაკის ან წონაში 50 კგ-ზე მეტი ბავშვები
• 10 მლ-დან 20 მლ ყოველდღე, ინფექციის მიხედვით
5-დან 10 წლამდე ბავშვები: 10 მლ ყოველდღე
1-დან 4 წლამდე ბავშვები: 5 მლ ყოველდღე
ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 3.7 მლ ყოველდღე
თუ თქვენი შვილი მიიღებს უფრო მეტ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის, ვიდრე უნდა მიეღო
თუ თქვენმა შვილმა მიიღო მეტი პრეპარატი ვიდრე უნდა მიეღო, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენი შვილის ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემა
თუ დაგავიწყდათ თქვენი ბავშვის დოზის მიცემაზე, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მისცეთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემას
არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიცემა ექიმთან გასაუბრების გარეშე. ბავშვმა არ უნდა შეწყვიტოს ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავს უკეთესად გრძნობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი და მდგომარეობის გაუარესება.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნებს - შეიძლება თქვენს შვილს დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
თუ თქვენს შვილს აქვს ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, სახსრების ტკივილს, ყლაპვის ან სუნთქვის
გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის და სასქესო ორგანოების გარშემო კანზე ბუშტუკები ან სისხლდენა. ასევე გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება იყოს '' სტივენ-ჯონსონის სინდრომი ''.
ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, სადაც შეიძლება განვითარდეს კანის განშრევება, კანის ღია უბნები.
ასევე არასასურველი შეგრძნებები, ცხელება, გაციების ნიშნები და კუნთების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები.
• თუ თქვენს შვილს აქვს კანის გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი / წითელი რკალით და ფერმკრთალი ცენტრით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან იყოს სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით განვითარდეს ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგია, რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა.
• თუ თქვენს შვილს ინფექცია აღენიშნება უფრო ადვილად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. ეს სიმპტომი უმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ
• თუ თქვენს შვილს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა აქვს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. მდგომარეობა გაუმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენს შვილს აქვს ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებში, შემცივნება, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი (ხშირად ყვითელი შეფერილობით), ჰაერის უკმარისობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოლიზური ანემიით.
თქვენს ბავშვს აღნიშნება თირკმელების მუშაობის, შარდში ან სისხლში ცვლილებები.
შეწყვიტეთ თქვენს შვილზე მედიკამენტის მიცემა და დაუყოვნებლად დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, თუ მათ აღენიშნებათ : ძლერი წყლიანი დიარეა, რომელიც არ წყდება და თქვენს შვილს აქვს სისუსტე და ცხელება. ეს შეიძლება იყოს "ფსევდომემბრანული კოლიტის" ნიშნები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სერიოზულად მიმდინარეობს ან ხანგრძლივდება რამდენიმე დღეს
• გულისრევის ან ღებინების შეგრძნება
მუცლის და კუჭის ტკივილი ან თავის ტკივილი
•თავბრუსსხვევა
• ქავილის შეგრძნება გენიტალიის ან საშოს არეში
სისხლის ანალიზი
ცეფექსიმმა ორალური სუსპენზიისთვის შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ან მცირე ცვლილებები ღვიძლსა და თირკმელების ფუნქციონირებაში. ეს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ანალიზში. ეს არ არის ჩვეურივი მოვლენა და ბრუნდება საწყის მდგომარეობაში პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
5. ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შენახვის პირობები
მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში. არ გაყინოთ.
წყლით შერევის შემდეგ, ცეფიქსიმი ორალური სუსპენზიის გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში. 14 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი სითხე უნდა დაუბრუნდეს თქვენს ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ფლაკონზე.
არ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოიახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. სხვა ინფორმაცია
რა შეიცავს ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის
5 მლ მომზადებული სუსპენზია შეიცავს:
ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 100 მგ. უწყლო ცეფიქსიმის. დამხმარე ნივთიერებები საჭირო რაოდენობით.
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account