Dexamethasone - დექსამეტაზონი 0.5მგ 10 ტაბლეტი
ჩვენება: რევმატოიდული და სხვა სახის ართრიტების, პერიართრიტების, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის, სხვადასხვაგვარი დერმატიტების, დერმატოზების, მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებების დროს
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები:
Dexamethasone; (9-ფტორ-11β,17,21-ტრიჰიდროქსი-16α-მეთილპრეგნა-1,4-დიენ-3,20-დიონი);
აღწერა:
თეთრი ფერის ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს დექსამეტაზონს - 0.0005 გ დაშემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: შაქარი, კარტოფილის სახამებელი და სტეარინის მჟავა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- გააჩნიაანთების, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი, ანტიტოქსიკური მოქმედება;
- ამცირებსსისხლში ეოზინოფილების, ლიმფოციტების, ნეიტროფილების შემცველობას;
- თრგუნავსშემაერთებელი ქსოვილის განვითარებას და ჰიალურონიდაზას აქტივობას, ამცირებს კაპილარების გამტარობას;
- პრაქტიკულადარ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში, სუსტად მოქმედებს ელექტროლიტების ცვლაზე;
- პრეპარატი 7-ჯერუფრო აქტიურია, ვიდრე პრედნიზოლონი და 35-ჯერ, ვიდრე კორტიზონი;
- კარგადაბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. განაწილების მოცულობა ერთნაირია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ავადმყოფებში;
- დექსამეტაზონიღვიძლში მეტაბოლიზირდება;
- ნახევარგამოყოფისპერიოდი დაახლოებით 3.5 საათს შეადგენს;
- მოქმედება 72 საათი გრძელდება;
- გამოიყოფათირკმელებით, ძალიან მცირე რაოდენობა - ნაღვლის წვენთან ერთად მეტაბოლიტების სახით.
გამოყენების ჩვენებები:
დექსამეტაზონით ინიშნება აუცილებელი ჩვენებების არსებობისას და ექიმის კონტროლის ქვეშ შესაძლო უკუჩვენებებისა და გართულებების გათვალისწინებით. მკურნალობა თანდათან წყდება,
ვინაიდან პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტა იწვევს პათილოგიური პროცესის გართულებას. მკურნალობის ბოლოს მიზანშეწონილია კორტიკოტროპინის რამოდენიმე ინექციის დანიშვნა (10-20 ერთ. დღე-ღამეში). აუცილებელია არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზას შემცველობის, სისხლის შედედების, დიურეზისა და სხეულის წონის მუდმივი კონტროლი.
შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული და ამებური ინფექციის, თრომბოემბოლიების, გულისა და თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენება და იმ პირობით, რომ შეიძლება ძირითადი დაავადების ადეკვატური მკურნალობის ერთდროული ჩატარება. თუ ანამნეზში არის მითითება ფსიქოზზე, თერაპია ტარდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით. დექსამეტაზონით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
დექსამეტაზონი ინიშნება:
- რევმატოიდულიდა სხვა ართრიტების;
- პერიართრიტების;
- ანკილოზირებადისპონდილოართრიტის;
- სხვადასხვადერმატიტების;
- დერმატოზების;
- მწვავედა ქრონიკული ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება და სხვ.);
- ადისონისდაავადების;
- ნეფროზულისინდრომის;
- ლიმფოგრანულემატოზის;
- სისხლისდაავადებების (მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი);
- თვალისსხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ;
- ინფექციურიდაავადებების დროს;
- შოკისპროფილაქტიკისათვის;
- ორგანოებისადა ქსოვილების ტრანსპლანტაციის დროს (იმუნოდეპრესიული მოქმედება) და სხვ.
გამოყენების წესი და დოზები:
ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ. დღე-ღამის ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0.002-0.003 გ (2-3 მგ), ხოლო მძიმე შემთხვევებში - 0.004-0.006 გ-მდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ დოზა თანდათან მცირდება და შემანარჩუნებელ დოზაზე გადადის - 0.0005-0.001 გ (0.5-1 მგ) დღეში. დღის დოზა ინიშნება 2-3 მიღებად. ბავშვებში, ასაკის მიხედვით, პედიატრის შეხედულებისამებრ და კონტროლის ქვეშ ინიშნება 0.00025 გ-დან (0.25 მგ, ე.ი. 1/2 ტაბლეტი) 0.002 გ-მდე (2 მგ, ე.ი. 4 ტაბლეტი). დღე-ღამის დოზა მიიღება 3-4 მიღებად.
გვერდითი მოქმედება:
კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ დიდი დოზებისას და მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- იცენკო-კუშინგისსიმპტომოკომპლექსი;
- ჰიპერგლიკემია;
- კალციუმისგამოყოფის გაძლიერება და ოსტეოპოროზი;
- რეგენერაციისპროცესების შენელება;
- კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
- არადიაგნოსტირებულიწყლულის პერფორაცია;
- ჰემორაგიულიპანკრეატიტი;
- ინფექციისმიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება;
- სისხლისშედედების მომატება;
- ფერიმჭამელებისგაჩენა;
- მენსტრუალურიციკლის დარღვევა;
- უძილობა;
- აგზნებადობა;
- ეიფორია;
- ეპილეფსიისმსგავსი კრუნჩხვები.
ხანგრძლივი გამოყენებისას უაცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლებლობა ჰორმონების ბიოსინთეზის დათრგუნვით.
უკუჩვენებები:
- ჰიპერტონულიდაავადების მძიმე ფორმები;
- იცენკო-კუშინგისდაავადება;
- სისხლისმიმოქცევის III ხარისხის უკმარისობა;
- მწვავეენდოკარდიტი;
- ფსიქოზები;
- ნეფრიტი;
- ოსტეოპოროზი;
- კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სიფილისი;
- აქტიურიტუბერკულოზი (სპეციფიური მკურნალობის არ არსებობის დროს);
- შაქრიანიდიაბეტი;
- ალერგიულირეაქციები დექსამეტაზონზე ანამნეზში;
- ვირუსულიინფექციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
- საგულეგლიკოზიდებთან ერთად მათი მოქმედების გაძლიერებულია კალიუმის დეფიციტის გამო;
- სალურეზულებთან ერთადკალიუმის გამოყოფა გაძლიერებულია;
- დიაბეტისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ჰიპოგლიკემიური აქტივობა დაქვეითებულია;
- კუმარინისწარმოებულებთან ერთად ანტიკოაგულანტური აქტივობა დაქვეითებულია;
- ბარბიტურატებსა დარიფამპიცინთან ერთად კორტიკოიდული აქტივობა დაქვეითებულია;
- სალიცილატებისა დაბუტადიონთან ერთად კუჭისწყლულის განვითარების შესაძლებლობა გაზრდილია;
- ანტიბიოტიკებთან ერთადინფექციების მიმართ წინააღმდეგობა დაქვეითებულია;
- ანტიჰისტამინურიპრეპარატებსა დაბუტადიონთან ერთად დექსამეტაზონის აქტივობის დაქვეითებულია;
- დიურეზულებსა დაცნს-ს სტიმულატორებთან ერთად სპეციფიური ეფექტება გაძლიერებულია.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა - 3 წელი.
გაცემის პირობები:
რეცეპტით.
შეფუთვა:
50 ტაბლეტი პენალებში ან კონტურულ დანაყოფებიან კოლოფში.
მწარმოებელი: შპს "საცდელი ქარხანა "სსსსც"-ს ფილიალი.
მისამართი: უკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ., 8
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account