სკინ-კაპი კრემი 50გ
თვისებები: მალამოს სპეციალური შემადგენლობას გააჩნია ჰიდრატაციის უნარი, ზრდის თუთიის პირიტიონატის ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას, ხსნის წვას და ქავილს.
შემადგენლობა:
ცინკის პირიტიონატი 0.2%
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მალამოში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატს გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, შემდეგი შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ლურჯ-მწვანე ჩირქის ბაქტერია, პროტეა და სხვა. განსაკუტრებით გამოხატულია მისი აქტივობა Pytyrosporum ovale da Pytyrosporum orbiculare- მიმართ, რომლებიც იწვევენ კანის ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებების დროს.
მალამოს სპეციალური შემადგენლობას გააჩნია ჰიდრატაციის უნარი, ზრდის თუთიის პირიტიონატის ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას, ხსნის წვას და ქავილს.
მალამოში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და სხვა კანის დაავადებების დროს.
ჩვენებები:
მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ზევით – ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას.
ქავილის,ანთებითი რეაქციების და კანის სიმშრალის დროს (მალამოს გააჩნია მაღალი ჰიდრატაციური უნარი). ასევე გამოიყენება ოკლუზიური ნახვევების ქვეშ, ფსორიაზის ფოლაქების და ინფილტრაციებისას (ატოპიური დერმატიტის დროს).
მიღების წესები და დოზები:
წავისვათ დაზიანებულ კანზე 2-ჯერ დღეში. ფსორიაზის დროს მკურნალობა გრძელდება 1 ტვე, ატოპიური დერმატიტის დროს -3-4 კვირა. სხვა დაავადებების დროს მალამო გამოიყენება სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მალამოს კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
მოვერიდოთ მალამოს მოხვედრა თვალებში.
შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის პირობები: ინახება 4°-20oC
შენახვის ვადა: 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account