Actrapid Penfill - აქტრაპიდი პენფილ 3მლ 100U/მლ 1 ცალი
სამკურნალო ჩვენება:
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა . აგრეთვე მწვავე მდგომარეობის დროს , სტრესული ჰიპერგლიკემიის ჩათვლით ინტრავენური მკურნალობა.
100 ერთ / მლ
აქტრაპიდი ® პენფილი ®
ხსნარი ინექციისათვის კარტრიჯში .
Actrapid ® Penfill ®
Solution for injection in a cartridge
რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა
ადამიანის ინსულინი , rDNA ( დამზადებული რეკომბინანტული დნმ - ის ტექნოლოგიით Saccharomyces cerevisiae ).
1 მლ შეიცავს 100 საერთაშორისო ერთეულ ადამიანის ინსულინს .
კარტრიჯის ტევადობაა 3 მლ , რაც შეესაბამება 300 საერთაშორისო ერთეულს .
1 საერთაშორისო ერთეული შეესაბამება ადამიანის წყლისგან თავისუფალი ინსულინის 0,035 მგ .
ფარმაცევტული ფორმა
კარტრიჯში ჩასხმული ხსნარი ინექციისათვის .
აქტრაპიდი გამჭვირვალე , უფერო , თხიერი ხსნარია .
სამკურნალო ჩვენება
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა . აგრეთვე მწვავე მდგომარეობის დროს , სტრესული ჰიპერგლიკემიის ჩათვლით ინტრავენური მკურნალობა.
დანიშნულება და მიღების წესი
აქტრაპიდი ხანმოკლე მოქმედების ინსულინია და შესაძლებელია მისი ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან კომბინაციაში გამოყენება .
დოზირების რეჟიმი
დოზა ინდივიდუალურია და ინიშნება ექიმის მიერ , პაციენტის მოთხოვნილების გათვალისწინებით .
ტიპი 1 პაციენტის საშუალო დღიური მოთხოვნილება ინსულინზე შეადგენს 0,5 - 1,0 სე / კგ . პრე - პუბერტატული ასაკის ბავშვებშიინსულინზე მოთხოვნილება მერყეობს 0,7 - დან 1,0 სე / კგ . ნაწილობრივი რემისიის პერიოდში , მოთხოვნილება ინსულინზე შესაძლოაგაცილებით დაბალი იყოს . სამაგიეროდ ინსულინრეზიტენტობის მდგომარეობაში , მაგალითად პუბერტატულ პერიოდში ან სიმსუქნის დროს, ინსულინზე მოთხოვნილება საგრძნობლად მაღალია .
საწყისი დოზა ტიპი 2 დიაბეტის დროს როგორც წესი უფრო დაბალია : 0,3 – 0,6 სე / კგ / დღე .
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ოპტიმალური გლიკემიური კონტროლი გადაავადებს დიაბეტის გვიანი გართულებების ჩამოყალიბებასდა ანელებს მათ პროგრესირებას . აქედან გამომდინარე გლუკოზის მონიტორირება რეკომენდებულია .
გერიატრიულ პაციენტებში მკურნალობის პირველად მიზანს შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება და ჰიპოგლიკემიური შემთხვევებისთავიდან აცილება წარმოადგენდეს .
დოზის რეგულირება
სხვა დაავადებები , განსაკუთრებით ინფექციური და ცხელებითი მდგომარეობები , როგორც წესი ზრდის პაციენტის მოთხოვნილებასინსულინზე .
თირკმლის ან ღვიძლის დაავადება , როგორც წესი , ამცირებს მოთხოვნილებას ინსულინზე . დოზის რეგულირება აგრეთვე შეიძლებააუცილებელი გახდეს , თუ პაციენტი ცვლის მისთვის ჩვეულ ფიზიკურ დატვირთვას ან დიეტას .
მიღების წესი
განკუთვნილია კანქვეშა ინექციისთვის .
აქტრაპიდი , როგორც წესი კეთდება კანქვეშ , მუცლის არეში . აგრეთვე შესაძლებელია ბარძაყის , დუნდულო ან დელტოიდურ არეშიგაკეთება . კანქვეშა ინექცია მუცლის არეში უზრუნველყოფს , სხვა საინექციო ადგილებთან შედარებით , უფრო სწრაფ შეწოვას ,. ინექციაკანის ნაკეცში ამცირებს შემთხვევითი ინტრამუსკულარული ინექციის რისკს . ლიპოდისტროფიის თავიდან ასაცილებლად ინექციის ადგილიუნდა იცვლებოდეს ანატომიური რეგიონის ფარგლებში . კუნთებში ინექცია შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .
აგრეთვე შესაძლებელია აქტრაპიდის ვენაში გაკეთება , რაც დასაშვებია მხოლოდ სპეციალისტის მიერ . აქტრაპიდი უნდა გადაისხას ,კალმიდან ან კარტრიჯიდან , შპრიცში ისე , რომ ჰაერი არ შეიპაროს .
უკუჩვენებები
ჰიპოგლიკემია .
ადამიანის ინსულინისადმი ან რომელიმე სხვა ინგრედიენტისადმი მომატებული მგრძნობელობა .
საგანგებო გაფრთხილება
არასაკმარის დოზირებას ან მკურნალობის შეწყვეტას , განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის დროს , შეიძლება მოჰყვეს ჰიპერგლიკემია დადიაბეტური კეტოაციდოზი . როგორც წესი , ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ყალიბდება თანდათანობით საათებისა და დღეებისგანმავლობაში . ესენია : წყურვილის გრძნობა , გახშირებული შარდვა , გულის რევა , პირღებინება , მძინარობა , გაწითლებული მშრალიკანი , მადის დაკარგვა და აგრეთვე აცეტონის სუნი ამონასუნთქ ჰაერში . ტიპი 1 დიაბეტის დროს უმკურნალებ ჰიპერგლიკემიას შედეგადმოჰყვება კეტოაციდოზი , რაც პოტენციურად ლეტალურ მდგომარეობას წარმოადგენს .
ჰიპოგლიკემია შეიძლება ჩამოყალიბდეს , თუ ინსულინის დოზა მოთხოვნილებაზე მაღალია . ჰიპოგლიკემიის კორეგირება , ჩვეულებრივ ,შესაძლებელია ნახშირწყლების დაუყოვნებელი მიღების გზით . დროულად ზომების მიღების მიზნით , პაციენტები გლუკოზას მუდმივადთან უნდა ატარებდნენ . კვების გამოტოვებას ან დაუგეგმავ დაძაბულ ფიზიკურ ვარჯიშს შეიძლება მოჰყვეს ჰიპოგლიკემია . პაციენტებს ,რომელთა სისხლის გლუკოზის კონტროლი საგრძნობლად გაუმჯობესებულია , მაგალითად ინტენსიური ინსულინოთერაპიის მეშვეობით ,შეიძლება შეეცვალოთ ჰიპოგლიკემიის ჩვეულებრივი სიმპტომების შეგრძნების უნარი , რის გამოც საჭიროა შესაბამისი კონსულტაცია .ხანგრძლივი დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება გაუქრეთ ჩვეულებრივი გამაფრხილებელი სიმპტომები .
პაციენტის გადაყვანა სხვა დასახელების ინსულინზე უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ . ინსულინის შემცველობის ,დასახელების ( მწარმოებლის ), ტიპის ( სწრაფი , ორმაგი , ხანგრძლივი და ა . შ ) წარმოშობის ( ცხოველური , ადამიანის , ადამიანისინსულინის ანალოგი ) და / ან წარმოების მეთოდის ( რეკომბინანტული დნმ - ი ან ცხოველური ) ცვლილებას შეიძლება დასჭირდეს დოზისშეცვლა . კორეგირება შეიძლება საჭირო გახდეს პირველი დოზის მიღების დროს , ან პირველი რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში .ზოგიერთი პაციენტი , რომელიც განიცდიდა ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს , ცხოველური წარმოშობის ინსულინის აქტრაპიდით შეცვლისშემდეგ , აღნიშნავს ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი სიმპტომების გამოხატულების შემცირებას , წინა ინსულინთან შედარებით. განსხვავებულ დროის სარტყელებში მოგზაურობის წინ პაციენტმა ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროს , რადგან იქმნება საკვების მიღებისდა ინექციების დროის შეცვლის საჭიროება .
პომპის , კათეტერში დალექვის რისკთან დაკავშირებით აქტრაპიდის გამოყენება ინსულინის უწყვეტ საინფუზიო პომპაში დაუშვებელია .
აქტრაპიდი შეიცავს მეტაკრეზოლს , რამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს .
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები
გლუკოზის მეტაბოლიზმზე მრავალი სამკურნალო პროდუქტი მოქმედებს . აქედან გამომდინარე , ექიმმა ეს უნდა გაითვალისწინოს დაყოველთვის უნდა შეეკითხოს პაციენტს სხვა დანიშნული წამლების შესახებ .
შემდეგ ნივთიერებებს შეუძლია ინსულინზე მოთხოვნილების შემცირება :
პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალო პროდუქტებს , მონოამინ ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (MAOI) , არასელექტიურ ბეტაბლოკერებს ,ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორებს , სალიცილატებს და ალკოჰოლს .
შემდეგ ნივთიერებებს შეუძლია ინსულინზე მოთხოვნილების გაზრდა :
თიაზიდებს , გლუკოკორტიკოიდებს , თირეოიდულ ჰორმონებს და ბეტა - სიმპათომიმეტიკებს , ზრდის ჰორმონს და დანაზოლს .
ბეტა - ბლოკერებს შეუძლია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შენელება .
ოქტრეოტიდს / ლანრეოტიდს შეუძლია ინსულინზე მოთხოვნილების როგორც გაზრდა , ასევე შემცირება .
ალკოჰოლს შეუძლია ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და გახანგრძლივება .
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის განმავლობაში ინსულინით მკურნალობის უკუჩვენება არ არსებობს . როგორც ჰიპოგლიკემია , ასევე ჰიპერგლიკემია , რომელიცვითარდება დიაბეტის არასაკმარისი კონტროლის დროს , ზრდის ნაყოფის მალფორმაციის და დაღუპვის რისკს . შესაბამისადრეკომენდებულია ქალების ინტენსიური კონტროლი ორსულობის განმავლობაში და ორსულობის დაგეგმვის პერიოდში . ინსულინზემოთხოვნილება ჩვეულებრივ მცირდება პირველი ტრიმესტრის , ხოლო შემდგომში იზრდება მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს .მშობიარობის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნილება ჩვეულებრივ სწრაფად უბრუნდება ორსულობამდელ დონეს . მეძუძური დედებისინსულინით მკურნალობა არ შეიცავს ბავშვისთვის არანაირ რისკს . თუმცა აქტრაპიდის დოზა შესაძლოა კორეგირებას მოითხოვდეს .
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაციენტს კონცენტრაციის და რეაქციის უნარი შეიძლება დაუქვეითდეს ჰიპოგლიკემიის შედეგად . ამან შეიძლება წარმოშვას რისკი იმსიტუაციებში , სადაც ამ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ( მაგ . ავტომობილის მართვა ან მექანიზმების ექსპლუატაცია ).
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება , რათა მიიღონ ზომები მანქანის მართვის დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად . ესგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის , რომლებსაც დაქვეითებული ან საერთოდ არა აქვთ ჰიპოგლიკემიის ნიშნებისშეგრძნების უნარი ან ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები ხშირად აღენიშნებათ . ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მანქანის მართვისმიზანშეწონილობა .
არასასურველი მოვლენები
ინსულინით მკურნალობისას ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენაა სისხლის გლუკოზის დონის ცვალებადობა . კლინიკური კვლევებისმიხედვით ცნობილია , რომ სერიოზული ჰიპოგლიკემია , რომელიც გულისხმობს დახმარების და მკურნალობის აუცილებლობას ,უვითარდება დაახლოებით კარგად კონტროლირებადი პაციენტების 20%- ს . პოსტ - მარკეტინგული გამოცდილების შესაბამისადმედიკამეტის გვერდითი მოვლენა იშვიათია (>1/10 000, <1/1 000). ქვემოთ მოყვანილი მოვლენები ემყარება პოსტ - მარკეტინგულგამოცდილებას და აღრიცხვიანობის არასრულყოფილება ახასიათებს . ამიტომ მათი ინტერპრეტირება უნდა მოხდეს ამის გათვალისწინებით .
იშვიათი გვერდითი მოვლენები (>1/10 000 <1/1 000)
მატაბოლიზმის და კვების მოშლა
სისხლის გლუკოზის ცვალებადობა
ჰიპოგლიკემია :
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები , როგორც წესი , უეცრად ჩნდება . მათ შორის შეიძლება იყოს ცივი ოფლი , გრილი ფერმკრთალი კანი ,დაღლილობა , ნევროზული მდგომარეობა ან ტრემორი , შფოთვა , უჩვეულო დაქანცვა ან სისუსტე , აზროვნების აშლილობა ,კონცენტრაციის გართულება , მძინარობა , გაძლიერებული შიმშილის გრძნობა , მხედველობის ცვლილებები , თავის ტკივილი , გულისრევადა კანკალი . ძლიერ ჰიპოგლიკემიას შეუძლია გონების დაკარგვის და / ან კონვულსიების გამოწვევა და შეიძლება მოჰყვეს თავის ტვინისფუნქციის დროებითი ან მუდმივი მოშლა , ან სიკვდილიც კი .
ჰიპერგლიკემია
როგორც წესი , ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ყალიბდება თანდათანობით საათებისა და დღეების განმავლიბაში . ესენია :წყურვილის გრძნობა , გახშირებული შარდვა , გულის რევა , პირღებინება , მძინარობა , გაწითლებული მშრალი კანი , მადის დაკარგვა დააგრეთვე აცეტონის სუნი ამონასუნთქ ჰაერში .
ტიპი 1 დიაბეტის დროს უმკურნალებ ჰიპერგლიკემიას შედეგად მოჰყვება კეტოაციდოზი , რაც პოტენციურად ლეტალურ მდგომარეობასწარმოადგენს .
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (<1/10 000)
თვალის პათოლოგიები
რეფრაქციის ანომალიები შეიძლება განვითარდეს ინსულინოთერაპიის დასაწყისში . ეს სიმპტომები ჩვეულებრივ დროებითი ხასიათისაა .
ზოგადი დარღვევები .
ინსულინით მკურნალობის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები ( სიწითლე , შეშუპება , ქავილი ინექციისადგილზე ). ეს რეაქციები , როგორც წესი , დროებითია და ნორმაში უწყვეტი მკურნალობის განმავლობაში ქრება .
ლიპოდისტროფია შეიძლება ჩამოყალიბდეს , როცა ინექციის ადგილი არ იცვლება .
გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებაა გამონაყარი , ქავილი , ოფლიანობა , კუჭ - ნაწლავის აშლილობა , ანგიონევროტულიშეშუპება , სუნთქვის გაძნელება , გულის ფრიალი და არტერიული წნევის დაქვეითება . გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს .
შეშუპება შეიძლება ინსულინით მკურნალობის დასაწყისში განვითარდეს . ეს სიმპტომები , როგორც წესი დროებითი ხასიათისაა .
ჭარბი დოზირება
ინსულინის ჭარბი დოზის ზუსტად დადგენა შეუძლებელია , თუმცა ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს ეტაპობრივად , თუ ხდებაპაციენტის მოთხოვნილებასთან შედარებით ინსულინის ძალიან მაღალი დოზით მიღება :
- მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზის ან შაქრის პროდუქტების პერორალურად მიღებით .ამიტომ რეკომენდებულია , რომ პაციენტმა ყოველთვის თან იქონიოს შაქრის შემცველი პროდუქტები .
- მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების , როცა პაციენტი კარგავს გონებას , მკურნალობა ხდება გლუკაგონის (0,5 – 1 მგ ) კუნთში ანკანქვეშ , მცოდნე პირის , ან ინტრავენურად გლუკოზის მედპერსონალის მიერ შეყვანით . გლუკოზის მიღება ყოველთვის ხდებაინტრავენურად , თუ გლუკაგონის მიღების შემდეგ 10 – 15 წუთის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება . გონებაზემოსვლის შემდეგ , რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ნახშირწყლების პერორალურად მიღება . გლუკაგონის ინექციისშემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ , ჰიპოგლიკემიის მიზეზის დასადგენად და მსგავსიეპიზოდების განმეორების თავიდან ასაცილებლად .
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტიდიაბეტური საშუალება .
ATC კოდი : A10A B01.
სისხლის გლუკოზის დამწევი ეფექტი გამოწვეულია გლუკოზის ათვისების გაუმჯობესებით , ინსულინის მოქმედებით კუნთოვანი დაცხიმოვანი უჯრედების რეცეპტორებზე და ღვიძლიდან გლუკოზის გამოთავისუფლების ინჰიბირებით .
ინტენსიურ განყოფილებაში ჰიპერგლიკემიის ( სისხლის გლუკოზა >10 მმოლ / ლ ) შესახებ კვლევის დროს 204 დიაბეტიან და 1344არადიაბეტიან პაციენტებს , რომლებსაც ჩაუტარდათ სერიოზული ქირურგიული ჩარევა , გამოვლინდა , რომ აქტრაპიდის ინტრავენურიინექციებით მიღწეული ნორმოგლიკემია (4,4 – 6,1 მმოლ / ლ ) სიკვდილობას ამცირებს 42%- ით (8% versus 4,6%).
აქტრაპიდი სწრაფი მოქმედების ინსულინია .
მოქმედება იწყება 1/2 საათში , მაქსიმუმს აღწევს 1,5 – 3,5 საათში , ხოლო მოქმედების სრული ხანგრძლივობა 7-8 საათს შეადგენს
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები
სისხლის ნაკადში ინსულინის ნახევარ - სიცოცხლე სულ რამდენიმე წუთს შეადგენს . შესაბამისად , ინსულინის პრეპარატის მოქმედებისხანგრძლივობა განპირობებულია მხოლოდ მისი შეწოვის მახასიათებლებით .
ამ პროცესზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი ( მაგ . ინსულინის დოზა , ინექციის მეთოდი და ადგილი , კანქვეშა ცხიმის სისქე , დიაბეტისტიპი ). ამგვარად ინსულინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი ინტრა - და ინტერინდივიდუალური თავისებურებანი .
შეწოვა :
შრატში ინსულინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება კანქვეშა ინექციიდან 1,5 – 2,5 საათებში .
განაწილება :
პლაზმის პროტეინებთან ინსულინის ღრმა შებოჭვა არ გამოვლენილა , გარდა ინსულინის ანტისხეულებისა ( მათი არსებობის შემთხვევაში ).
მეტაბოლიზმი :
ადამიანის ინსულინი იშლება ინსულინპროტეაზის ან ინსულინდამშლელი ენზიმის და შესაძლებელია პროტეინ - დისულფიდ - იზომერაზისმეშვეობით . ცნობილია ადამიანის ინსულინის მოლეკულის გახლეჩის ( ჰიდროლიზის ) რამდენიმე წერტილი ; გახლეჩის შედეგადწარმოქმნილი არცერთი მეტაბოლიტი აქტიური არ არის .
გამოყოფა :
კანქვეშ მიღების შემდეგ ტერმინალური ნახევარ - სიცოცხლის პერიოდი განპირობებულია კანქვეშა ქსოვილში შეწოვის სიჩქარით . აქედანგამომდინარე ტერმინალური ნახევარ - სიცოცხლე ( ტ 1 /2) წარმოადგენს უფრო შეწოვის ვიდრე ინსულინის პლაზმიდან per se ელიმინაციისსაზომს ( სისხლის ნაკადში ინსულინის ტ 1 /2 სულ რამდენიმე წუთს შეადგენს ). ზოგიერთ კვლევაში ტ 1 /2- მ შეადგინა 2-5 საათი .
აქტრაპიდის ფარმაკოკინეტიკური პროფილი შესწავლილია მცირერიცხოვან ( n =18) დიაბეტიან ბავშვებში ( ასაკი 6-12 წ .) და მოზარდებში (13 -17 წ .). მონაცემები შეზღუდულია , მაგრამ ადასტურებს , რომ ფარმაკოკინეტიკური პროფილი ბავშვებსა და მოზარდებში სავარაუდოდიგივეა რაც მოზრდილებში .
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკურმა მონაცემებმა , ფართოდ გავრცელებული უსაფრთხო ფარმაკოლოგიურ კვლევებზე , განმეორებითი დოზის ტოქსიურობის ,გენოტოქსიურობის , კარცინოგენული პოტენციალის და რეპროდუქციის ტოქსიურობის კვლევებზე დაყრდნობით ადამიანებისთვისგანსაკუთრებული საფრთხე ვერ გამოავლინა .
ფარმაცევტული მახასიათებლები
ინგრედიენტების სია
თუთიის აცეტატი
გლიცეროლი
მეტაკრეზოლი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან / და ჰიდროქლორმჟავა
( pH - ის დასარეგულირებლად )
საინექციო წყალი
შეუთავსებლობა
ინსულინისთვის შეიძლება მხოლოდ მასთან შეთავსებადი კომპონენტების დამატება . ინსულინის სუსპენზიაში ჩამატებულ სამკურნალონივთიერებებს შეუძლია გამოიწვიოს ინსულინის დაშლა , მაგ . თუ სამკურნალო პროდუქტი შეიცავს თიოლებს ან სულფიტებს . აქტრაპიდისსაინფუზიო სითხესთან შერევის დროს შეიძლება ინსულინის განუსაზღვრელი რაოდენობა საინფუზიო მასალას შეერიოს . აქედანგამომდინარე ინფუზიის განმავლობაში რეკომენდებულია პაციენტის გლუკოზის მონიტორინგი .
შენახვის წესები
30 თვე
გამოყენებული აქტრაპიდი პენფილის მაცივარში შენახვა არ შეიძლება . აქტრაპიდი პენფილის შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 30 ºC) , პირველად გახსნის შემდეგ 6 კვირის განმავლობაში .
გამოუყენებელი აქტრაპიდი პენფილი ინახება მაცივარში 2 ºC - დან 8 ºC ტემპერატურაზე ( საყინულე განყოფილებისგან მოშორებით ).
გაყინვა დაუშვებელია .
სინათლისგან დასაცავად კონტეინერი ინახება კოლოფში .
მოარიდეთ სიცხეს და მზის სხივებს .
კონტეინერის აღწერილობა და შიგთავსი
შუშის კარტრიჯი ( ტიპი 1), შეიცავს ბრომობუტოლის რეზინის დგუშს და ბრომობუტოლ / პოლიიზოპრენის
რეზინის სტოპერს .
გაცემის წესი : რეცეპტით
მწარმოებელი
Novo Nordisk A/S
Novo Alle
DK-2880 Bagsværd Denmark
პაციენტებისთვის განკუთვნილი აქტრაპიდ პენფილის გამოყენების ინსტრუქციები
პენფილის კარტრიჯები შემუშავებულია ნოვო ნორდისკის ინსულინის შესაყვან სისტემებსა და ნოვოფაინის ® ნემსებთან ერთადგამოსაყენებლად .
თუ პაციენტი მკურნალობს აქტრაპიდ პენფილით და სხვა ინსულინის პენფილის კარტრიჯით , გამოიყენება ორი შესაყვანი სისტემა ,ინსულინის სხვადასხვა ტიპისათვის თითო . აქტრაპიდი პენფილი განკუთვნილია ერთი პირისათვის . აქტრაპიდი პენფილი ხელმეორედ არშეავსოთ .
აქტრაპიდის გამოყენებამდე
- დარწმუნდით , რომ ინსულინის ტიპი შესაფერისია
- ყოველთვის შეამოწმეთ პენფილის კარტრიჯი , რეზინის დგუშის ( სტოპერის ) ჩათვლით . ნუ გამოიყენებთ თუ დაზიანებულია ,ან თუ რეზინის დგუშის ხილული ნაწილი სცილდება თეთრ ნიშნულს . დაუბრუნეთ მომწოდებელს .
- რეზინის მემბრანა გაწმინდეთ ქირურგიული სპირტით .
ნუ გამოიყენებთ აქტრაპიდს
- ინსულინის საინფუზიო პომპაში
- თუ პენფილი ან პენფილის შემცველი მოწყობილობა ძირს დავარდნილი ან გატეხილია , არსებობს დაზიანების და ინსულინისგადმოღვრის რისკი .
- თუ დაირღვა შენახვის წესები ან ინსულინი გაიყინა
- თუ არ არის გამჭვირვალე და უფერული
როგორ უნდა გაკეთდეს ინსულინი
- ინსულინი გაიკეთეთ კანქვეშ . დაიცავით შესაყვანი სისტემის ინსტრუქციაში აღწერილი ინექციის გაკეთების წესი .
- ნემსი გააჩერეთ კანქვეშ სულ ცოტა 6 წამის განმავლობაში , სრული დოზის მიღების უზრუნველსაყოფად .
- ყოველი ინექციის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ნემსის მოხსნა .
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account