Dufaston - დუფასტონი 10მგ 20 ტაბლეტი

27,85 ლ
მარაგშია
SKU
2795_1564

ჩვენება: მენსტრუალური ციკლის რეგულირება, ენდომეტრიოზი, დისმენორეა

სავაჭრო დასახელება: დუფასტონი

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: დიდროგესტერონი.

ფარმაცევტული ფორმა: აპკისებრი გარსით დაფარული აბები.

შემადგენლობა:

აპკისებრი გარსით დაფარულ 1 აბში შედის:

აქტიური ნივთიერება: დიდროგესტერონი მიკრონიზებული - 10 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი - 111.1 მგ, ჰიპრომელოზა 2910 - 2,8 მგ, სიმინდის სახამებელი - 14,0 მგ, კოლოიდური უწყლო სილიციუმის (კაჟის) დიოქსიდი - 1.4 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0,7 მგ;

გარსი: ოპადრაი თეთრი Y-1-7000 (ჰიპრომელოზა 2910, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171)) - 4.0 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:სასქესო ჰოემონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პრეგნადიენის წარმოებულნი.

აღწერა:

მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის აბი წაკვეთილი კიდეებით, აპკისებრი გარსით დაფარული, ცალ მხარეს გამყოფი (გატეხვის) ზოლით, გამყოფი ზოლის ორივე მხარეზე ამოტვიფრულია „155“.

გამყოფი ზოლი განკუთვნილია აბების გასატეხად გადაყლაპვის გაიოლების მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად გასაყოფად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა     

დუფასტონი® (დიდროგესტერონი) არის პროგესტერონის სინთეზური ანალოგი, რომელიც აქტიურია შინაგანად მიღებისას. დიდროგესტერონი პერორალური მიღებისას სელექციურად (შერჩევითად) მოქმედებს ენდომეტრიუმზე, რითაც ახდენს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და/ან კარცინოგენეზის განვითარების გაზრდილი რისკის თავიდან აცილებას, რომელსაც იწვევს ესტროგენები. დიდროგესტერონს არ ახასიათებს ესტროგენული, ანდროგენური, ანაბოლური და გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტიურობა.

დიდროგესტერონით მკურნალობისას თერაპიული ეფექტი მიიღწევა ოვულაციის ჩახშობის გარეშე. დიდროგესტერონი შესაძლებელს ხდის ჩასახვას და ორსულობის შენარჩუნებას მკურნალობის დროს.

შენარჩუნებული საშვილოსნოს მქონე ქალებში პოსტ-მენოპაუზის პერიოდში ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (ჩჰთ) ესტროგენებით იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკის ზრდას. პროგესტაგენის დამატება ხელს უშლის დამატებითი რისკების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შინაგანად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Tmax-ის მიღწევის დრო - 0.5-დან 2.5 საათამდე დიდროგესტერონის აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა 20 მგ დოზის შინაგანად მიღებისას (ინტრავენურად 7.8 მგ-ის შეყვანასთან შედარებით) შეადგენს 28%.

ცხრილში ჩამოთვლილია დიდროგესტერონის (D) და 20α-დიჰიდროდიდროგესტერონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დიდროგესტერონის ერთჯერადი 10 მგ დოზის მიღების შემდეგ:

  დიდროგესტერონი
დიჰიდროდიდროგესტერონი
Cmax (ნგ/მლ) 2.1 53.0

AUCinf (ნგ·სთ/მლ)
7.7 322.0

განაწილება

ინტრავენურად შეყვანისას მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში არის დაახლოებით 1400 ლ.

დიდროგესტერონის და დიჰიდროდიდროგესტერონის 90%-ზე მეტი შეიკვრება პლაზმის ცილებთან.

მეტაბოლიზმი

შინაგანად მიღების შემდეგ დიდროგესტერონი სწრაფად მეტაბოლიზდება დიჰიდროდიდროგესტერონად (დჰდ). 20α-დიჰიდროდიდროგესტერონის ძირითადი მეტაბოლიტის კონცენტრაცია პიკს დოზის მიღებიდან  დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ აღწევს. სისხლის პლაზმაში დჰდ-ის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია დიდროგესტერონის კონცენტრაციაზე. დჰდ-ის და დიდროგესტერონის AUC და Cmax კოეფიციენტები შეადგენს დაახლოებით 40-სა და 25-ს შესაბამისად. დიდროგესტერონისა და დჰდ-ის T1/2 შეადგენს საშუალოდ 5-7 საათსა და 14-17 საათს შესაბამისად. დიდროგესტერონის ყველა მეტაბოლიტის საერთო დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ამოსავალი ნივთიერების 4,6-დიენ-3-ონის კონფიგურაციის შენარჩუნება დაწყებული მატერიალური და 17α-ჰიდროქსილირების არარსებობა, რაც განაპირობებს ესტროგენული და ანდროგენული აქტიურობის არქონას.

გამოყვანა

მონიშნული დიდროგესტერონის შინაგანად მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 63% გამოიყოფა შარდთან ერთად. პლაზმის საერთო კლირენსი შეადგენს 6.4 ლ/წთ. დიდროგესტერონის სრული გამოყვანა ხდება 72 საათის შემდეგ. დჰდ გამოიყოფა შარდთან ერთად ძირითადად გლუკურონის მჟავის კონიუგატის სახით.

დოზისა და დროის დამოკიდებულება

ფარმაკოკინეტიკა წრფივია როგორც ერთჯერადი, ასევე განმეორებითი გამოყენებისას 2.5 დან 10 მგ-მდე. ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების კინეტიკის შედარება გვიჩვენებს, რომ დიდროგესტერონისა და დჰდ-ის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება დოზის განმეორებითი მიღების შედეგად. სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის პირველი 3 დღის შემდეგ.

ჩვენებები სამედიცინო გამოყენებისათვის.

-       მენსტრუალური ციკლის რეგულირება;

-       ენდომეტრიოზი;

-       დისმენორეა;

-       ლუტეინის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა;

-       ლუტეინის ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენებით;

-       ნაყოფის პოტენციური დაკარგვა (აბორტი) პროგესტერონის დეფიციტის გამო;

-       ნაყოფის ჩვეული დაკარგვა პროგესტერონის დეფიციტის გამო.

დუფასტონი® შეიძლება გამოყენებულ იქნას ციკლური რეჟიმში, როგორც ესტროგენული თერაპიის დამატებითი ღონისძიება  დაუზიანებელი საშვილოსნოს მქონე ქალებში:

-       ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკისთვის პოსტმენოპაუზის პერიოდში;

-       საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენებისას;

-       მეორადი ამენორეისას.

გამოყენება და დოზირება

დოზირება

რეკომენდირებულია დუფასტონით მკურნალობის შემდეგი სქემები. დოზა შეიძლება კორექტირებულ იქნას დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

მენსტრუალური ციკლის რეგულირება

ციკლის 28-დღიანი ხანგრძლივობა შეიძლება მიღწეული იქნას დღეში 1 აბი დუფასტონის დანიშნვის გზით ციკლის მე-11-დან 25-ე დღემდე.

ენდომეტრიოზი.

დღეში 1-დან 3-მდე აბი დუფასტონი ციკლის მე-5-დან 25-ე დღემდე ან მთელი ციკლის მიმდინარეობისას. დოზები, ჯერადი 10 მგ/დღეში, განაწილებული უნდა იქნას თანაბრად დღის განმავლობაში. რეკომენდებულია მკურნალობის საწყის ეტაპზე მაქსიმალური დოზის განსაზღვრა.

დისმენორეა

დუფასტონის 1 დან 2-მდე აბი დღეში ციკლის მე-5-დან 25-ე დღემდე. დოზები, ჯერადი 10 მგ/დღეში, განაწილებული უნდა იქნას თანაბრად დღის განმავლობაში. რეკომენდებულია მკურნალობის საწყის ეტაპზე მაქსიმალური დოზის განსაზღვრა.

ლუტეინის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა

1 აბი დუფასტონი დღეში, ციკლის მე-14-დან 25-ე დღემდე.

ეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ზედიზედ 6 ციკლის განმავლობაში. რეკომენდებულია გაგრძელდეს თერაპია ორსულობის პირველი თვის განმავლობაში იმავე დოზებით, რომლებიც გამოიყენება ნაყოფის ჩვეული დაკარგვის შემთხვევაში.

ლუტეინის ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენებით:

დუფასტონის 1 აბი დღეში სამჯერ (30 მგ დღეში). მკურნალობას იწყებენ ოოციტების ამოღების დღიდან და აგრძელებენ 10 კვირის განმავლობაში, თუ დადასტურდება ორსულობა.

ნაყოფის პოტენციური დაკარგვა პროგესტერონის დეფიციტის გამო

საწყისი დოზა: დუფასტონის 4 აბი ერთჯერადად, შემდეგ - 1 აბი ყოველ 8 საათში. დოზები, ჯერადი 10 მგ/დღეში, განაწილებული უნდა იქნას თანაბრად დღის განმავლობაში. რეკომენდებულია მკურნალობის საწყის ეტაპზე მაქსიმალური დოზის განსაზღვრა.

თუ სიმპტომები არ ქრება ან კვლავ ჩნდება მკურნალობის დროს, აუცილებელია დოზის გაზრდა დუფასტონის 1 აბით ყოველ 8 საათში.

სიმპტომების გაქრობის შემდეგ აუცილებელია ეფექტური დოზის შენარჩუნება 1 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ის შეიძლება თანდათანობით შემცირდეს. თუ სიმპტომები კვლავ გამოჩნდება, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს იმ დოზირებით, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა.

ნაყოფის ჩვეული დაკარგვა პროგესტერონის დეფიციტის გამო

დუფასტონის 1 აბი დღეში ორსულობის მე-20 კვირამდე, რასაც მოჰყვება დოზის თანდათანობით შემცირება. მკურნალობა უნდა დაიწყოს ჩასახვამდე. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის შეწყვეტის საფრთხის სიმპტომები გამოჩნდება მკურნალობის დროს, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, როგორც რეკომენდებულია ნაყოფის პოტენციური დაკარგვის შემთხვევაში.

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენის შესაჩერებლად ინიშნება 2 აბი დუფასტონი 5-7 დღის განმავლობაში. სისხლის დაკარგვა მნიშვნელოვნად მცირდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ასეთი მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში თავს იჩენს გაუქმების სისხლდენა, რის შესახებაც პაციენტი აუცილებლად უნდა იქნას გაფრთხილებული.

სისხლდენის შემდგომი წარმოშობის პროფილაქტიკის მიზნით დუფასტონიÒ ინიშნება დღეში 1 აბის ოდენობით ციკლის მე-11-დან 25-ე დღემდე, საჭიროების შემთხვევაში - ესტროგენთან ერთობლიობაში, 2-3 ციკლის განმავლობაში. ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება შეწყდეს იმაში დასარწმუნებლად, რომ მოხდა პაციენტის ციკლის ნორმალიზება. 

მეორადი ამენორეა

1 ან 2 აბი დუფასტონი დღეში ციკლის მე-11-დან 25-ე დღემდე ენდომეტრიუმის ოპტიმალური სეკრეტორული გარდაქმნის  მიზნით, რომელიც სათანადოდ მზადდება ენდოგენური და ეგზოგენური ესტროგენებით.

პოსტმენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკა

ესტროგენებით თერაპიის ყოველი 28-დღიანი ციკლისთვის პირველი 14 დღის განმავლობაში იღებენ მხოლოდ ესტროგენს, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ესტროგენებით თერაპიის პარალელურად, დღეში ერთხელ იღებენ 10 მგ დიდროგესტერონის შემცველობის 1 ან 2 აბს.  

დღეში ორჯერ 10 მგ დიდროგესტერონის დანიშვნის შემთხვევაში აბები თანაბრად უნდა გადანაწილდეს დღის განმავლობაში. გაუქმების სისხლდენა, როგორც წესი, დგება დიდროგესტერონის მიღების დროს.

ესტროგენითა და პროგესტერონით კომბინირებული თერაპიის გამოყენება პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს მინიმალურ ეფექტური დოზამდე და მოკლე ვადამდე, რათა მიღწეულ იქნას თერაპიული მიზანი, ასევე პერიოდულად უნდა იქნას განხილული თითოეული ქალის წინაშე მდგარი რისკები (იხ. თავი „უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას“).

არ არსებობს შესაბამისი მონაცემები მენარქემდე დიდროგესტერონის გამოყენების შესახებ. 12-18 წლის ასაკის მოზარდებში დიდროგესტერონის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

გამოყენების მეთოდი

გამოიყენება შინაგანად.

პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით დანიშვნისას სადღეღამისო დოზა თანაბრად უნდა გადანაწილდეს რამდენიმე მიღებაზე დღის განმავლობაში.  

თანამდევი ეფექტი

არასასურველი თანამდევირეაქციები, რომელთა შესახებაც ყველაზე ხშირად ჰქონდა ადგილი შეტყობინებებს კლინიკური ტესტირების დროს პაციენტებში დიდროგესტერონის გამოყენებისას ესტროგენის გამოყენების გარეშე ჩვენებებით, იყო შემდეგი: მეტრორაგია, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა/მგრძნობელობა, შაკიკი/თავის ტკივილი.

შემდეგი არასასურველი თანამდევი რეაქციები (მათი სიხშირის მითითებით) დაფიქსირდა კლინიკური ტესტირების დროს დიდროგესტერონის გამოყენებისას (n=3 483) ესტროგენის გამოყენების გარეშე ჩვენებებით და მათ შესახებ შეტყობინება მოხდა სპონტანურად:

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥1/100, <1/10

არახშირი

≥1/1,000, <1/100

იშვიათი

≥1/10,000, <1/1,000

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი სიმსივნეები (მათ შორის კისტები და პოლიპები)     პროგესტეროგენზე დამოკიდებული ნეოპლაზმების ზომის ზრდა (მაგ. მენინგიომა)*
დარღვევები ჰემატოპოეზის (სისხლწარმოქმნის)და ლიმფური სისტემის მხრივ     ჰემოლიზური ანემია *
ფსიქიკის დარღვევები   დეპრესია  
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ     ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ შაკიკი/თავის ტკივილი თავბრუსხვევა ძილისკენ მიდრეკილება
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ   ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სიყვითლით, ასთენიით ან შეუძლოდ ყოფნით, მუცლის ტკივილით)  
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ   ალერგიული დერმატიტი (მაგალითად, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება) ანგიონევროტული შეშუპება*
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ მენსტრუალური დარღვევები (მათ შორის მეტრორაგია, მენორაგია, ოლიგო/ ამენორეა, დისმენორეა და არარეგულარული მენსტრუაცია). სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა/მგრძნობელობა   სარძევე ჯირკვლების გადიდება
საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილზე     შეშუპება
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე   სხეულის მასის მომატება  

*არასასურველი თანამდევი რეაქციები სპონტანური შეტყობინებებიდან, რომლებიც არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში, კლასიფიცირებულია, როგორც „იშვიათი“, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ შეფასების სიხშირის სანდოობის 95%-იანი ინტერვალის ზედა ზღვარი არ აღემატება 3x-ს, სადაც x=3483 (კლინიკურ კვლევებში სუბიექტების საერთო რაოდენობა).

კვლევა LOTUS I (ორმაგი ბრმა, ორმაგი შენიღბვით, რანდომიზებული, შედარებითი კვლევა პერორალური დიდროგესტერონისა და ინტრავაგინალური მიკრონიზებული პროგესტერონის ორ პარალელურ ჯგუფში ლუტეინის ფაზის მხარდასაჭერად in vitro განაყოფიერების ტექნოლოგიის გამოყენებისას (1029 სუბიექტი საკვლევი პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზის შეყვანით (უსაფრთხოების კუთხით დაკვირვებათა შეზღუდული რიგი)).

ყველაზე ხშირი იყო შეტყობინებები შემდეგი არასასურველი მოვლენების შესახებ: ვაგინალური სისხლდენა, გულისრევა, ტკივილი პროცედურის ჩატარებისას, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და ბიოქიმიური ორსულობა. ერთადერთი არასასურველი მოვლენა, რომელიც წარმოიშვებოდა საკვლევ პრეპარატთან დაკავშირებით ორივე ჯგუფში, იყო ვაგინალური სისხლდენა, რომელიც დაფიქსირდა სუბიექტების ≥ 2%-ში.

არასასურველი თანამდევი რეაქციები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ესტროგენ-პოგესტერონის თერაპიისას (იხ. „უსაფრთხოების ზომები სამედიცინო გამოყენებისას“, ასევე ესტროგენის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაცია):

სარძევე ჯირკვლის კიბო, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ენდომეტრიუმის კიბო, საკვერცხეების კიბო;
ვენური თრომბოემბოლია;
მიოკარდის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება, იშემიური ინსულტი.
უკუჩვენებები:

-       ვაგინალური სისხლდენა, რომლის მიზეზიც არ არის დადგენილი;

-       დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენებისას ლუტეინის ფაზის მხარდასაჭერი მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოსტირებულია აბორტი/ნაყოფის დაკარგვა;

-       ღვიძლის მძიმე დაავადებების ფაქტიური არსებობა ან ღვიძლის მძიმე დაავადებათა არსებობა ანამნეზში (ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე);

-       უკუჩვენებები კომბინირებული ჰორმონალური თერაპიის მიზნით ესტროგენების ისეთ პროგესტაგენებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა დიდროგესტერონი;

-       დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა დიდროგესტერონის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

-       ცნობილი ან სავარაუდო ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც დამოკიდებულია სქესობრივ ჰორმონებზე.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

დიდროგესტერონი ძალიან დაბალი ტოქსიკურობის პრეპარატია. გულისრევა, პირღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა არის ის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება თეორიულად წარმოიშვას დოზის გადაჭარბებისას. არ არის ცნობილი შემთხვევები, როდესაც დიდროგესტერონის დოზის გადაჭარბებამ გამოიწვია გამანადგურებელი ზემოქმედება. 

მკურნალობა:

სპეციფიური მკურნალობის საჭიროება არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნას სიმპტომური მკურნალობა.

სიფრთხილის დაცვა სამედიცინო გამოყენებისას:

დიდროგესტერონით საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს სისხლდენის ორგანული მიზეზი.

ზოგჯერ მკურნალობის პირველ თვეებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს აციკლური სისხლდენის ან სისხლიანი გამონადენის წარმოშობას. თუ აციკლური სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი წარმოიშობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრეპარატის მიღების შემდეგ ან გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგ, უნდა დადგინდეს მიზეზი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ენდომეტრიუმის ბიოფსიის აღების გზით, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი ცვლილებები ენდომეტრიუმში.

ქვემოთ მითითებული დაავადებებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მოცემულ მომენტში ან მათი გაუარესებისას სამკურნალო პრეპარატის დუფასტონი®-ის გამოყენების დროს განხილული უნდა იქნას მკურნალობის შეწყვეტის საკითხი:

-       უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი, შაკიკი ან სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს თავის ტვინის იშემიაზე;

-       სისხლის წნევის მნიშვნელოვანი მატება;

-       ვენური თრომბოემბოლიის წარმოშობა.

ნაყოფის ჩვეული ან პოტენციური დაკარგვის შემთხვევაში, მკურნალობის დროს უნდა მოხდეს ემბრიონის ან ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის კონტროლი, რათა დადასტურდეს ორსულობის პროგრესირება.

მდგომარეობები, რომლების დროსაც აუცილებელია მოხდეს დაკვირვება:

ცნობილია, რომ სქესობრივ ჰორმონებს შეუძლია გავლენა იქონიონ შემდეგ იშვიათ მდგომარეობებზე და ეს მდგომარეობები შეიძლება წარმოიშვას ან გაუარესდეს ორსულობის ან წინა ჰორმონალური მკურნალობის დროს: ქოლესტაზური სიყვითლე, ორსულების ჰერპესი, ძლიერი ქავილი, ოტოსკლეროზი ან პორფირია.

ანამნეზში დეპრესიის ეპიზოდების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის საფუძვლიანი მეთვალყურეობის ქვეშ. დეპრესიის მძიმე ფორმის რეციდივის დროს დიდროგესტერონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სხვა მდგომარეობები:

ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პაციენტებმა, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ დუფასტონი®.

სიფრთხილე დუფასტონის გამოყენებისას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკის მიზნით პოსტ-მენოპაუზის პერიოდში.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ესტროგენული პრეპარატის  სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის ქვეთავს „სიფრთხილე სამედიცინო გამოყენების“.

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (ჩჰთ) ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც პოსტ-მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე. თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს რისკისა და უპირატესობების საფუძვლიანი შეფასება, სულ მცირე, ყოველწლიურად მაინც. ჩჰთ-ის მიღება გრძელდება მანამ, სანამ მოსალოდნელი უპირატესობები აღემატება შესაძლო რისკებს.

სამედიცინო გამოკვლევა/ექიმის შემდგომი მეთვალყურეობა:

ჩჰთ-ის დაწყებამდე ან განახლებამდე საჭიროა სრული სამედიცინო და ოჯახური ანამნეზის შეგროვება. სამედიცინო გამოკვლევა (მათ შორის სარძევე ჯირკვლებისა და მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევა) ხორციელდება შესაძლო უკუჩვენებებისა და ისეთი მდგომარეობების გამოვლენის მიზნით, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილის ზომების მიღებას. რეკომენდირებულია დინამიური დაკვირვება, კვლევის სიხშირე და ხასიათი განისაზღვრება ინდივიდუალურად. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ სარძევე ჯირკვლებში მომხდარი ყველა ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ თავიანთ მკურნალ ექიმს (იხ. „სარძევე ჯირკვლის კიბო“ ქვემოთ). სარძევე ჯირკვლების გამოკვლევები, მათ შორის მამოგრაფია, ხორციელდება სკრინინგის მიღებული ნორმების შესაბამისად და თითოეული პაციენტის კლინიკური ჩვენებების გათვალისწინებით.

ჰიპერპლაზია და ენდომეტრიუმის კიბო:

ჯანსაღი (ე.წ. ინტრაქტური) საშვილოსნოს მქონე ქალებში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და კიბოს რისკი იზრდება მხოლოდ ესტროგენების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი ესტროგენული მონოთერაპიისას 2-12-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩჰთ-ს, ამასთან, ის დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობასა და ესტროგენის დოზაზე. ესტროგენის მიღების შემდეგ რისკი კვლავაც მაღალი რჩება 10 წლის განმავლობაში. ეს დამატებითი რისკი შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ესტროგენებით მკურნალობის კომბინირებით პროგესტერონთან, მაგალითად დიდროგესტერონთან, სულ მცირე, 12 დღის განმავლობაში 28-დღიანი ციკლიდან.

პრეპარატით მკურნალობის პირველ თვეებში შესაძლოა აღინიშნებოდეს აციკლური სისხლდენები და სისხლიანი გამონადენი საშოდან. თუ ასეთი სისხლდენები თავს იჩენს დუფასტონი®-ით თერაპიის დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ან გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა დაგინდეს მათი მიზეზი. შესაძლებელია ენდომეტრიუმის ბიოფსიის ჩატარება  ავთვისებიანი ნეოპლაზმის გამორიცხვის მიზნით.

სარძევე ჯირკვლის კიბო:

ყველა არსებული მონაცემები მიუთითებს სარძევე ჯირკვლის კიბოს გაზრდილ რისკზე ქალებში, რომლებიც იღებენ ესტროგენს პროგესტაგენთან კომბინაციაში და შესაძლოა, მონოესტროგენულ პრეპარატებს ჩჰთ-ის მიზნით. ეს რისკი დამოკიდებულია თერაპიის ხანგრძლივობაზე.

კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენული თერაპია: WHI[1]-ის რანდომიზებულმა[2] პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ და ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პრეპარატებს ჩჰთ-ისთვის 3 წლისა და მეტი დროის განმავლობაში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დამატებითი რისკი შენარჩუნდება მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში. კომბინირებული ჩჰთ პრეპარატების მიღებისას იზრდება მამოგრაფიული გამოსახულების სიმჭიდროვე, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სარძევე ჯირკვლის კიბოს რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაზე.

საკვერცხის კიბო:

საკვერცხის კიბო გაცილებით იშვიათად გვხვდება, ვიდრე სარძევე ჯირკვლის კიბო. ვრცელი მეტა-ანალიზის შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა რამდენადმე მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ესტროგენულ მონოთერაპიას ან ესტროგენულ თერაპიას პროგესტერონთან კომბინირებით ჩჰთ-ის სახით,  რომელიც (რისკი) თავს იჩენს გამოყენების 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში და მცირდება დროთა განმავლობაში გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. რიგი სხვა კვლევები, მათ შორის WHI-ის მიერ განხორციელებული, მიუთითებს იმაზე, რომ კომბინირებული ჩჰთ პრეპარატების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ასეთსავე  ან რამდენადმე ნაკლებ რისკთან.

ვენური თრომბოემბოლია:

ჩჰთ ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის (ვთე), ე.ი. ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის განვითარების  რისკის 1.3-3-ჯერ ზრდასთან. ასეთი გართულების ალბათობა მკურნალობის პირველ წელს უფრო მაღალია, ვიდრე შემდგომ წლებში.

პაციენტებს, რომლებსაც დაესვათ თრომბოფილური მდგომარეობების დიაგნოზი, ახასიათებთ ვენური თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი და ჩჰთ-მ შეიძლება ეს რისკი კიდევ უფრო გაზარდოს. ამიტომ ჩჰთ უკუნაჩვენებია პაციენტთა მოცემული ჯგუფისთვის.

ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საყოველთაოდ აღიარებული რისკფაქტორებია: ესტროგენების გამოყენება, ხანდაზმული ასაკი, მასშტაბური ქირურგიული ოპერაციები, ხანგრძლივი იმობილიზაცია, მძიმე ხარისხის სიმსუქნე (სხეულის ჭარბი მასა 30 კგ/მ2), ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, სისტემური წითელი მგლურა, კიბო. არ არსებობს ერთიანი აზრი ვენების ვარიკოზული გაგანიერების შესაძლო როლზე ვენური თრომბოემბოლიის წარმოშობაში.

აუცილებელია ზომების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვენური თრომბოემბოლია პოსტოპერაციულ პერიოდში მყოფ პაციენტებში. იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდოა ხანგრძლივი იმობილიზაცია ოპერაციის შემდეგ, ჩჰთ უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე. მკურნალობის განახლება შესაძლებელია მხოლოდ სამოძრაო აქტიურობის სრული აღდგენის შემდეგ.

ქალებს, რომელთა ანამნეზშიც არ ფიქსირდება ვენური თრომბოემბოლია,  მაგრამ რომელთა პირველი რიგის ნათესავების ანამნეზშიც არსებობს ჩანაწერი თრომბოზის შესახებ ახალგაზრდა ასაკში, შეიძლება შევთავაზოთ სკრინინგი მისი შეზღუდვების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ (სკრინინგის დროს გამოვლინდება თრომბოფილური მდგომარეობების მხოლოდ ნაწილი). ჩჰთ უკუნაჩვენებია, თუ ოჯახის წევრებში გამოვლენილია თრომბოფილური დეფექტი, ან თუ დეფექტი დაკავშირებულია მძიმე დარღვევებთან (მაგალითად ანტითრომბინის, ცილა (პროტეინ) S-ის ან ცილა C-ს დეფიციტი ან დეფექტების კომბინაცია).

თუ პაციენტი უკვე იღებს ანტიკოაგულანტურ თერაპიას, საჭიროა ჩჰთ-ის დანიშვნის რისკებისა და სარგებლის თანაფარდობის საფუძვლიანი შეფასება.

თუ ვენური თრომბოემბოლია განვითარდა ჩჰთ-ის მიღების ფონზე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ვენური თრომბოემბოლიის პირველივე შესაძლებელი სიმპტომების გაჩენისას (ქვედა კიდურების მტკივნეული შეშუპება, მოულოდნელი ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი), მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გულის იშემიური დაავადება (გიდ):

რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში ვერ იქნა მიღებული მტკიცებულებები იმ მოსაზრების სასარგებლოდ, თითქოს ჩჰთ (მხოლოდ ესტროგენებით ან პროგესტერონებთან კომბინაციაში) იცავს გულის იშემიური დაავადების მქონე თუ არმქონე ქალებს მიოკარდის ინფარქტის განვითარებისგან.  

კომბინირებული ესტროგენ-პროგესტერონული თერაპია: გულის იშემიური დაავადების მეტ-ნაკლები რისკი ჩჰთ კომბინირებული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში უმნიშვნელოდ იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ გულის იშემიური დაავადების განვითარების საწყისი აბსოლუტური რისკი არსებითად დამოკიდებულია ასაკზე, გულის იშემიური დაავადების დამატებითი შემთხვევების რაოდენობა ქალებში, რომელთაც უტარდებათ ჩჰთ კომბინირებული პრეპარატებით, ძალიან დაბალია მენოპაუზის დაწყების მომიჯნავე ასაკში და ის იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.

იშემიური ინსულტი:

იშემიური ინსულტის რისკი კომბინირებული პრეპარატებით განხორციელებული ჩჰთ-ის ან ესტროგენული მონოთერაპიის დროს იზრდება 1-1.5 ჯერ. შედარებითი რისკი არ არის დამოკიდებული ასაკზე ან მენოპაუზის ხანგრძლივობაზე. თუმცა, ინსულტის განვითარების საერთო რისკი ქალებში, რომელთაც უტარდებათ ჩჰთ, ასაკთან ერთად იზრდება, რადგან ინსულტის განვითარების საწყისი აბსოლუტური რისკი არსებითად დამოკიდებულია ასაკზე.

დამხმარე ნივთიერებები:

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.

იშვიათი გენეტიკური დარღვევების (გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი) მქონე პაციენტებისთვის მოცემული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა:

შეფასებების თანახმად, 9 მილიონზე მეტ ქალს ჩაუტარდა დიდროგესტერონით მკურნალობა ორსულობის დროს. დღემდე არ არსებობს რაიმე მონაცემები ორსულობის დროს დიდროგესტერონის არასასურველ ზემოქმედებასთან დაკავშირებით.  

ლიტერატურაში აღწერილია კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ ზოგიერთი პროგესტაგენის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოსპადიის წარმოშობის გაზრდილ რისკთან. მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული დღემდე არ დადასტურებულა სხვა კვლევებით, შეუძლებელია ცალსახა დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს პროგესტაგენი ჰიპოსპადიის წარმოშობაზე.

კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა ფარგლებშიც ქალების შეზღუდულ რაოდენობას ორსულობის ადრეულ ეტაპზე უტარდებოდა დიდროგესტერონით მკურნალობა, ვერ გამოავლინა რისკის რაიმენაირი ზრდა. დღემდე არ არსებობს სხვა რაიმე ეპიდემიოლოგიური მონაცემები.

ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ემბრიოფეტალური და პოსტნატალური განვითარების არაკლინიკურ კვლევებში, შეესაბამებოდა ფარმაკოლოგიურ პროფილს. არასასურველი ეფექტები წარმოიშობოდა მხოლოდ ისეთი დოზების ზემოქმედებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ადამიანზე ზემოქმედების მაქსიმალურ დოზას.

დიდროგესტერონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს, თუ არსებობს ჩვენება მისი გამოყენებისათვის.

ძუძუთი კვების  პერიოდი:

უცნობია, ხდება თუ არა დიდროგესტერონის ექსკრეცია დედის რძეში. დიდროგესტერონის ექსკრეციის შესწავლა დედის რძეში არ ჩატარებულა. სხვა პროგესტაგენების შესახებ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პროგესტაგენები და მათი მეტაბოლიტები დედის რძეში მცირე რაოდენობით ხვდება. არ არის ცნობილი, არსებობს თუ არა რისკი ბავშვისთვის, ამიტომ დიდროგესტერონი არ უნდა მივიღოთ ძუძუთი კვების პერიოდში.

ნაყოფიერება (ფერტილობა):

ნაყოფიერების შემცირებაზე დიდროგესტერონის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

დიდროგესტერონს ახასიათებს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

იშვიათ შემთხვევებში დიდროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიანობა და/ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით კი - მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის შემდეგ. აქედან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

in vitro-ს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მეტაბოლიზმის ძირითად გზას მივყავართ ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის - 20α-დიჰიდროდიდროგესტერონის (დჰდ) წარმოქმნამდე, რომელიც კატალიზდება ალდო-კეტო-რედუქტაზა 1C-ით (AKR 1C) ადამიანის ციტოზოლში. შემდეგი მეტაბოლური გარდაქმნა ხორციელდება ციტოქრომ P450-ის სისტემის იზოფერმენტების (CYPs) დახმარებით, პრაქტიკულად მხოლოდდამხოლოდ იზოფერმენტ CYP3A4-ით, რის შედეგადაც წარმოიქმნება სხვადასხვა უმნიშვნელო მეტაბოლიტი. დჰდ-ის ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენს სუბსტრატს იზოფერმენტ CYP3A4-ით მეტაბოლური ტრანსფორმაციისთვის.

შესაბამისად, დიდროგესტერონისა და დჰდ-ის მეტაბოლიზმი შეიძლება დაჩქარდეს იმ ნივთიერებების ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში, რომლებიც ციტოქრომ 450-ის სისტემის ფერმენტების ინდუქტორებს წარმოადგენს, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი) და მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას (Hypericum perforatum), სალბსა და გინგკო ბილობას.

მართალია, რიტონავირი და ნელფინავირი ცნობილია, როგორც მიკროსომული მეტაბოლიზმის ინჰიბიტორები, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ ითამაშონ ინდუქტორების როლი სტეროიდულ ჰორმონებთან ერთად მიღებისას.

დიდროგესტერონის კლინიკურად გაძლიერებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს თერაპიის კლინიკური ეფექტურობის შემცირება და საშვილოსნოს სისხლდენის ხასიათის შეცვლა.  

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ დიდროგესტერონი და დჰდ არ ახდენენ CYP ენზიმების ინჰიბირებას ან ინდუქციას, რომლებიც იწვევენ პრეპარატების მეტაბოლიზებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე, რომელიც არ აღემატება 30°C-ს, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

გაცემის პირობები:

რეცეპტით.

შეფუთვა:

აპკისებრი გარსით დაფარული აბები, 10 მგ.

20 აბი პოლივინილქლორიდის/ალუმინის კილიტის ბლისტერში.

თითო ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy