ადაზალ ნეო სუსპენზია 400მგ/10მლ 10მლ
ადაზალი 0.4 გ /10 მლ, ორალური სუსპენზია
(ალბენდაზოლი )
Adazal 0,4g/10 ml oral suspension
(Albendazole)
პრეპარატის აღწერილობა
დასახელება
ადაზალი 400 მგ /10 მლ , ორალური სუსპენზია
შემადგენლობა
ალბენდაზოლი 400 მგ ;
ექსციპიენტები : ალუმინის და მაგნიუმის სილიკატი , ნატრიუმის კარბოქსიმეთილ - ცელულოზა , გლიცერინი ,პოლისორბატი 80, სორბიტის მონოლაურატი , კალიუმის სორბატი , ბენზოის მჟავა , სორბინის მჟავა , სილიკონისანტიპენი 1510, ნატრიუმის საქარინი , ფორთოხლის არომატი , ვანილის არომატი , პასიფლორას არომატი , გამოხდილიწყალი q.s.p. 10 მლ ორალური სუსპენზია
ფარმაცევტული ფორმა
10 მლ ორალური სუსპენზიის ფლაკონის შემცველი ყუთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰელმინთური –( P: პარაზიტოლოგია ), ათქ კოდი : P02CA03
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ადაზალი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ და ანტიპროტოზოულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების დროს. ადაზალის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების - ალბენდაზოლის მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება კარბამატბენზიმიდაზოლების ჯგუფს.
მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ჰელმინთის უჯრედში ბეტატუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებასთან. ადაზალი არღვევს ბიოქიმიური პროცესების (გლუკოზის უტილიზაცია) მიმდინარეობას, აბლოკირებს სეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების ტრანსპორტირებას, რაც განაპირობებს პარაზიტის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა:
ჩვენებები:
ადაზალი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:
ნემატოდოზები:
- ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);
- ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი Trichocephalus trichiurus (თავგარსა);
- ენტერობიოზი, გამომწვევი Enterobius vermicularis (მახვილა);
- ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;
- ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;
- ტოქსოკაროზი, გამომწვევი Toxocara canis;
სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis (ნაწლავის ჭია);
ქსოვილოვანიცესტოდოზები:
- ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;
- ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Echinococus granulosus-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);
- დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს;
- შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;
- ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.
მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.
სუსპენზია საჭიროა შეინჯღრეს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
წამლის ფორმის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსახერხებელია სამკურნალო საშუალების მიღება და როგორ აიტანება მასში შემავალი ნივთიერებები.
ოქსიუროზი
- 1-2 წლის ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 200 მგ, ანუ 5მლ (1/2 ფლაკონი). მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი დღიური დოზა, რომელიც უნდა გამეორდეს 7 დღის შემდეგ.
- მოზრდილებისთვის და 2 წელზე მეტი ხნის ბავშვებისთვის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ, ანუ 10მლ (ერთი ფლაკონი სუსპენზია). მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა, რომელიც უნდა გავიმეოროთ 7 დღის შემდეგ. უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები და ყველას, ვინც ახლო კონტაქტშია პაციენტთან ესაჭიროება მკურნალობა.
ასკარიდოზის, ანკილოსტომოზის, ტრიქოცეფალოზი:
- 1-2 წლის ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 200 მგ, ანუ 5მლ (1/2 ფლაკონი). მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი დღიური დოზა.
- მოზრდილებისთვის და 2 წელზე მეტი ხნის ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ, ანუ 10მლ (ერთი ფლაკონი სუსპენზია). მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა.
- ტრიქოცეფალოზის დროს, თუკი მკურნალობის ჩატარებიდან 3 კვირის შემდეგ განავლის პარაზიტოლოგიური ანალიზი დადებითია, უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი.
ანგილოზი, ტენიოზი (დაკავშირებული სხვა პარაზიტულ ინვაზიასთან):
- მოზრდილებისთვის და 2 წელზე მეტი ხნის ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ, ანუ 10მლ (ერთი ფლაკონი სუსპენზია). მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა, რომელიც მეორდება არა უმცირეს 3 მომდევნო დღისა.
- ანგილოზის და ტენიოზის დროს, თუკი მკურნალობის ჩატარებიდან 3 კვირის შემდეგ განავლის პარაზიტოლოგიური ანალიზი დადებითია, უნდა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი.
ლამბლიოზი:
- ბავშვებისთვის ადაზალის დღიური დოზა შეადგენს 400 მგ, ანუ 10მლ (ერთი ფლაკონი სუსპენზია). მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთი ერთჯერადი დოზა, რომელიც მეორდება არა უმცირეს 5 მომდევნო დღისა.
ტრიქინელოზი:
- პრეპარატი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად.
- მოზრდილებისთვის 800მგ, ანუ 20მლ (2X10 მლ ფლაკონი სუსპენზია), დაყოფილი დღე-ღამეში 2 ერთჯერად დოზად. მკურნალობის ხანგრძივობა: თითო ერთჯერადი დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში, დაავადების ნიშნების სიმძიმიდან გამომდინარე და რამდენად სწრაფად დაიწყო მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.
სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდის სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ადაზალი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე.
გამოშვების ფორმა:
ადაზალი 400 მგ/10 მლ
ჰომოგენური სიროფისმაგვარი სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება 8-150C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account