Vikazid - ვიკაზიდი დოზით 150/100მგ 10ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 15,21 ლ რეგულარული ფასი 21,70 ლ
მარაგშია
SKU
11177_871

ჩვენებები:  გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ.

ვიკაზიდი
(VIKAZID)

 

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  მებენდაზოლი,  პირანტელი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით.

შემადგენლობა:  
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
მებენდაზოლს – 150 მგ და პირანტელის პამოატს, 100 მგ პირანტელის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 150/100 მგ;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიჰელმინთური საშუალება. ათქ-კოდი: P02CA51.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მებენდაზოლი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს.
მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თრგუნავს ორგანიზმში ატფ-ის სინთეზს.
პირანტელი ეფექტურია მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინვაზიების დროს. იგი მოქმედებს ნაწლავის ნემატოდების კუნთებზე, მათი ნერვ-კუნთოვანი აპარატის დეპოლარიზაციის გზით და ქოლინესთერაზას მოქმედების ბლოკირებით.

ფარმაკოკინეტიკა:
მებენდაზოლი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.
მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით.
პირანტელი პერორალურად მიღების შემდეგ მცირე რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
პირანტელის 50%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცვლელი სახით, დაახლოებით 7% ელიმინირდება თირკმელების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).

ჩვენება:
ვიკაზიდი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:
• ენტერობიოზი:Enterobius vermiculari;
• ასკარიდოზი: scaris lumbricoides;
• ანკილოსტომიდოზი: Ancylostoma duodenale, Necator americanus;
• სტრონგილოიდოზი:Strongyloides srercoralis;
• ტრიქოცეფალოზი: Trichuris trchiura;
• ლენტისებრი ჭიები: Taenia spp.,Taeniarhynchus saginatus, Echinococcus granulosus;
• შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლის ზევით):
ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 1 ტაბ. ერთჯერადად.
ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და სტრონგილოიდოზი: 2 ტაბ. ერთჯერადად.
მახვილათი, ანკილოსტომით და შერეული ფორმებით მძიმე ინვაზიის დროს ინიშნება
2 ტაბ. დღეში 3 დღის განმავლობაში.
ლენტისებრი  ჭიებით ინვაზიის დროს _ 2 ტაბ. დღეში 6 დღის განმავლობაში.
განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, აგრეთვე გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ვიკაზიდის  მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.
სხვა: ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მომატება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.  მიასთენიის მკურნალობის პროცესში პირანტელის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მებენდაზოლის   ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირებისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.
კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.
თეოფილინისა და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება. პიპერაზინის და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ამ უკანასკნელის მოქმედების შემცირება.

ჰიპერდოზირება:
ვიკაზიდის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება,  დიარეა, ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, ღვიძლის ენზიმების კონცენტრაციის მომატება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) ვიკაზიდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების თავისებურებები:
ვიკაზიდით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება საჭირო არ არის.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
ვიკაზიდის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.
ენტერობიოზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია მთელი ოჯახის ერთდროული მკურნალობა. აუცილებელია პირადი ჰიგიენის მკაცრი დაცვა.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, თითო კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.


 


 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy