ზესტავალი
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 200მგ ალბენდაზოლს
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ალბენდაზოლი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით - Enterobius vermicularis, Askaris lumbricoides, Trichuris trichiura, Ankylostoma duodenale, Necator Americanus, Strongyloides stercoralis, Hymenolepis nana, Taenia spp., Giardia intestinalis - გამოწვეული როგორც მონო, ისე შერეული ინვაზიების სამკურნალოდ.
გამოყენების ჩვენებები:
- ნემატოდოზები - ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი
- სტრონგილოიდოზი
- ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით
- ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით
- ლამბლიოზი
- ტოქსოკაროზი
- როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების, აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები ხანგრძლივი მკურნალობის დროს : კანზე გამონაყარი, ქავილი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 1 წლამდე ასაკი
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
ექიმის დანიშნულებით ინიშნება შემდეგი სქემების და დოზირების მიხედვით
სტანდარტული სქემა ნაწლავური ჰელმინთოზების და კანის სინდრომის “Larva Migrans” დროს
ინვაზია
|
ასაკი
|
მიღების დოზა და ხანგრძლივობა
|
ენტერობიოზი, ასკარიდოზი ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი
|
1-დან 2 წლამდე
|
200მგ 1 ჯერ დღეში
|
2 წლიდან
|
400მგ 1 ჯერ დღეში
|
სტრონგილოიდოზი, ტენიოზი, გიმენოლეპიდოზი
|
400მგ 1 ჯერ დღეში, 3 დღე. გიმენოლეპიდოზის დროს რეკომენდირებულია განმეორებითი 3 დღიანი კურსი 10-დან 21 დღის განმავლობაში
|
კლონორხოზი, ოპისტორხოზი
|
400მგ 2 ჯერ დღეში, 3 დღე
|
კანის სინდრომი ,,Larva Migrans"
|
400მგ 1 ჯერ დღეში, 1-3 დღე
|
ლამბლიოზი
|
2 დან 12 მდე
|
2 ტაბ (400მგ) 1 ჯერ/დღეში, 5 დღე
|
სტანდარტული სქემა სისტემური ჰელმინთოზების დროს
ინვაზია
|
მიღების ხანგრძლივობა
|
კისტოზური
ექინოკოკოზი
|
რეკომენდირებულია 28 დღიანი კურსი, გაყოფილი 14 დღიანი შესვენებით. თუ ოპერაციამდე კურსი 14 დღეზე ნაკლებია ან ოპერაციის დროს აღმოჩენილია სიცოცხლისუნარიანი კისტები, მაშინ ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია 28 დღიანი კურსი, გაყოფილი 14 დღიანი შესვენებით
|
ალვეოლური
ექინოკოკოზი
|
რეკომენდირებულია 28 დღიანი კურსი, მეორე 28-დღიან კურსს ამეორებენ 2 კვირიანი შესვენებით. მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან წელი
|
ნეიროცისტიცირკოზი
|
7 დან 31 დღემდე. მეორე მსგავსი კურსის გამეორება შესაძლებელია 2 კვირიანი შესვენების შემდეგ
|
ჰეპატიკოლეზი
|
400მგ 1 ჯერ დღეში, 10 დღე
|
გნატოსტომოზი
|
400მგ 1 ჯერ დღეში, 10-20 დღე
|
ტრიქინელოზი,
ტოქსოკაროზი
|
400მგ 2 ჯერ დღეში, 5-10 დღე
|
გამოშვების ფორმა:
2 ტაბლეტი შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
მწარმოებელი: „REMEDICA” LLC, კვიპროსი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით)
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account