Cardiomagnyl - კარდიომაგნილი 150მგ 30ტაბლეტი
შემადგენლობა
აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები: აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15.2 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახა მებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილჰი დროქსიპროპილცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.
აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები ფორტე: აცეტილსალიცილის მჟავა 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 30.39 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი
აღწერილობა
ტაბლეტები, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული `გულის~ ფორმის. ტაბლეტები ფორტე, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ცალ მხარეს განივი ღარით
ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილირების რეაქციის გზით აცეტისალიცილის მჟავა ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის შეუქცევად ინჰიბირებას და სელექტიურად აქვეითებს აგრეგაციული მოქმედების თრომბოქსან A2-ის სინთეზს. კარდიომაგნილში შემავალი მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) შეწოვა პრაქტიკულად სრულად ხდება. ასმის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, ვინაიდან ნაწლავებში, ღვიძლსა და პლაზმაში ესთერაზის მონაწილეობით ასმ სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავაში (სმ). სმის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ-ია, მაგრამ იგი შეიძლება გაიზარდოს ასმს დიდი დოზებით შეყვანისას (3.0 გრ-ზე მეტი) ფერმენტული სისტემების გაჯერების შედეგად. ასმს ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, ვინაიდან ესთერაზების მოქმედებით ასმ განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება სმ-ად. სმ-ის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებული დოზები არ მოქმედებს ასმ-ის ბიოშეღწევადობაზე.
ჩვენებები
იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთაც თან ახლავს თრომბო ციტების აგრეგაციის გაძლიერება: თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუ მის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციები და ოპერაციისშემდგომი პერიოდი (აორტოკორონარული შუნტირება, ტრანსკუტანური, ტრანსლუმინალური კორონარული ანგი ოპლასტიკა).
მიღების წესები და დოზები
მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, საჭიროებისას წყლის მიყოლებით. სურვილისამებრ შესაძლოა წინასწარ ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა ან დაფხვნა. მოზრდილების დოზა პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდგომ 75 მგ-ს დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
დისკომფორტი კუჭნაწლავის არეში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლჩაქცევა ტვინში; თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება ან სისხლდენისადმი მიდრეკილება; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზი; ჰიპოპროთრომბინემია; ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია; კუჭნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში); თირკმლის უკმარისობა; ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; ერითროციტების გლუკოზა-6-ფოს- ფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის გამოვლენილი კარდიომაგნილის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.
ჭარბი დოზირება
სახიფათო დოზაა: მოზრდილებისთვის - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, მუცლის ტკივილი, ღებინება (ხანდახან სისხლნარევი), აჩქარებული სუნთქვა ან სისხლდენის პერიოდის ზრდა. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულის მოქმედების დარღვევა და ძალიან იშვიათად - ფილტვების შეშუპება. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კარდიომაგნილი დიდი დოზებით აძლიერებს პერორალური ანტი კოაგულანტების მოქმედებას და ახდენს პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების ინჰიბირებას. კარდიომაგნილი აძლიერებს მეტოტრექსატის, ქლორპროპამიდის, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიტიური საშუალებების მოქმედებას და აინჰიბირებს სპირონოლაქტონის მოქმედებას. ანტაციდები და ქოლესტირამინი აქვეითებენ პრეპარატის შეწოვას. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კარდიომაგნილთან პარალელურად მიღების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები და ვადები
სინათლესა და ნესტისაგან დაცულ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა 5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account