Atenolol - ატენოლოლი 25 მგ. 60 ტაბლეტი

3,65 ლ
მარაგშია
SKU
27603_132

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტონია, სტენოკარდეიული შეტევების პროფილაქტიკა,პარკუჭოვანი არითმიები.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 
ატენოლოლი - 0.025გ ან 0.050გ 
ლაქტოზა, - 0.062გ - 0.1075გ 
სახამებელი - 0.0595გ - 0.07925გ 
პოლივინილპიროლიდონი - 0.002გ 0.01075გ
მაგნიუმის სტეარატი, - 0.0015გ - 0.0025გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიოსელექტიური ბეტა1- ადრენობლოკატორი, ახასიათებს ანტიანგინალური, ჰიპოტენზიური და ანტიარითმიული ეფექტი. პრეპარატი ამცირებს სინუსური კვანძის ავტომატიზმს, გულის შეკუმშვის ძალას და მიოკარდის ჟანგბადზე მოთხოვნილებას, ამავე დროს ქვეითდება გულისცემის სიხშირე და ხანგრძლივდება ატრიოვენტრიკულური და პარკუჭშიდა გამტარებლობა.
ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაივლის პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი. ატენოლოლი არასელექტიური ბეტა-ბლოკატორებთან შედარებით, საშუალო თერაპიულ დოზებში ნაკლებად მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსზე.

ფარმაკოკინეტიკა
საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ატენოლოლი კარგად ადსორბირდება და სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ. ღვიძლში არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს. თერაპიულ დოზებში ატენოლოლის მოქმედება გრძელდება დაახლოებით 24 საათის განმავლობაში და ორგანიზმიდან იგი თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 6 საათს. 
ატენოლოლის კონცენტრაცია თავის ტვინის ქსოვილში დაბალია, რაც დაკავშირებულია მისი მოლეკულის ჰიდროფილურ თვისებებთან. სისხლის პლაზმის პროტეინებთან მისი კავშირი შეადგენს დაახლოებით 5%-ს .

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტონია, სტენოკარდეიული შეტევების პროფილაქტიკა (დაძაბვის სტენოკარდია), სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი არითმიები, ფუნქციური გენეზის ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. დოზას არჩევენ ინდივიდუალურად. ჰიპერტენზიის დროს ენიშნებათ 25-100მგ ერთ ან ორ მიღებაზე დღეში. მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 1-2 კვირის შემდეგ. სტენოკარდიის და გულის რიტმის დარღვევისას საწყისი დოზაა 50მგ 1-ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 200მგ. ფუნქციური გენეზის ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომის დროს 25მგ დღეში 1-ჯერ. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ნიტრატებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
დაღლა, ცივი კიდურების შეგრძნება, ბრადიკარდია, ძილის დარღვევა, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, კონიუნქტივის სიმშრალე, კანზე გამონაყარი. გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
გულის მწვავე და გამოხატული ქრონიკული უკმარისობა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ბრონქული ასთმა. პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში. მომატებული მგრძნობელობა ატენოლოლის მიომართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ატენოლოლი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. 
ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებს ენიშნებათ 50მგ ატენოლოლი სტაციონარის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან არსებობს სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების რისკი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ატენოლოლით მკურნალობის დროს, საჭიროა სისხლში შაქრის რაოდენობის სისტემატიური კონტროლი, რადგან იგი ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტის პოტენცირებას და ამავე დროს შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა: ტაქიკარდია, კანკალი და ოფლიანობა. 
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს. გულის იშემიური დაავადებია დროს არ შეიძლება პრეპარატით მკურნალობის სწრაფი შეწყვეტა, რადგან ამ დროს შესაძლებელია იშემიური ტკივილების ინტენსივობის მომატება, ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარება.
ქვედა კიდურების ოკლუზიური დაავადებების დროს შესაძლებელია დაავადების გართულება. სტენოკარდიით დაავადების შემთხვევაში არსებობს საფრთხე კორონოსპაზმის განვითარების.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა-დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

ჭარბი დოზირება
ვლინდება მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდიით. 
მკურნალობა: 1.-2 მგ ატროპინის ინექცია ვენაში. გადაუდებელ შემთხვევაში 10 მგ გლუკაგონის ვენაში შეყვანა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეზერპინის, ალფა-მეთილდოფას, გუანფაცინის და საგულე გლიკოზიდების ატენოლოლთან ერთად მიღება იწვევს მკვეთრად გამოხატულ ბრადიკარდიას და უარყოფით ქრონოტროპულ ეფექტს.
კალციუმის ბლოკატორებთან, კერძოდ ვერაპამილთან ერთად ატენოლოლის კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის გაჩერება.
ატენოლოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება I ჯგუფის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად.
სიფრთხილეა საჭირო ისეთი ანესთეზიური საშუალებებების გამოყენების დროს, როგორიცაა: ეთილის ეთერი, ციკლოპროპანი ან ტრიქლორეთანი.

შენახვის პირობები და ვადები
გამოშვებიდან 3 წელი. პრეპარატის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება აკრძალულია. არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy