Betaloc - ბეტალოკი Zok 100მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 14,70 ლ რეგულარული ფასი 17,41 ლ
მარაგშია
SKU
12051_1287

ჩვენებები:  არტერიალური ჰიპერტენზია,  სტენოკარდია.

ბეტალოკ ზოკი
Betalok Zok

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: მეტოპროლოლი

სამკურნალო ფორმა: შენელებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ერთი ტაბლეტი ბეტალოკ ზოკი შეიცავს: 23,75 მგ, 47,5 მგ და 95 მგ მეტოპროლოლ სუქცინატს, რაც შეესაბამება 19,5 მგ, 39 მგ და 78 მგ მეტოპროლოლს და 25 მგ, 50 მგ და 100 მგ მეტოპროლოლ ტარტრატას, შესაბამისად.
დამხმარე ნივთიერება:
ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ჰიპროლოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პარაფინი, მაკროგოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ტიტანიუმ დიოქსიდი.
აღწერა: 25 მგ ბეტალოკ ზოკ: ოვალური ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ორივე მხარეს გადატეხის ზოლი, და ერთ მხარეს A გრავირება
..
50 მგ ბეტალოკ ზოკ: მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ერთ მხარეს გადატეხის ზოლი და მეორე მხარეს A გრავირება
100 მგ ბეტალოკ ზოკ: მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ერთ მხარეს გადატეხის ზოლი და მეორე მხარეს A გრავირება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექტური ბეტა 1- ადრენობლოკატორი
ათქ კოდი: NC 07AB02

ფარმაკოლოგიური თვისება
ფარმაკოდინამიკა
მეტოპროლოლი არის β1 –ადრენობლოკატორი, რომელიც აბრკოლებს β1 – რეცეპტორებს უფრო დაბალი დოზით, ვიდრე საჭიროა β2 –რეცეპტორების ბლოკირებისათვის.
მეტოპროლოლს გააჩნია უმნიშვნელო მემბრანომასტაბილიზირებელიი ეფექტი და იგი არ ავლენს ნაწილობრივი აგონისტის თვისებებს. მეტოპროლოლი ამცირებს ან აინჰიბირებს აგონისტურ მოქმედებას, რომელსაც ავლენენ ნერვული და ფიზიკური სტრესების დროს გამოყოფილი კატექოლამინები გულზე მოქმედებით, რაც გულისხმობს, რომ მეტოპროლოლს შესწევს უნარი დააქვეითოს გულისცემის სიხშირის გაზრდა, გულის წუთმოცულობისა და მისი შეკუმშვის გაძლიერება და აგრეთვე, კატექოლამინების სწრაფი ეფექტით გამოწვეული არტერიალური წნევის მომატება.
სელექტური β1 –ადრენობლოკატორების ჩვეულებრივი ტაბლეტირებული სამკურნალო ფორმებისგან განსხვავებით (მეტოპროლოლ ტარტრატის ჩათვლით), პრეპარატი ბეტალოკ ზოკის გამოყენების დროს სისხლის პლაზმაში აღინიშნება პრეპარატის მუდმივი კონცენტრაცია რითაც უზრუნველყოფილია მდგრადი კლინიკური ეფექტი (β1 –ბლოკადა) 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში. პლაზმაში გამოხატული პიკური კონცენტრაციის არ არსებობის გამო, β1 –ადრენობლოკატორების ჩვეულებრივ ტაბლეტირებულ ფორმებთან შედარებით ბეტალოკ ზოკს კლინიკურად უფრო გამოხატული β1 –სელექტურობა ახასიათებს. ამის გარდა, მნიშვნელოვნად მცირდება გვერდითი ეფექტების გამოვლენის პოტენციური რისკი, რომლებიც აღინიშნება პრეპარატის პლაზმაში პიკური კონცენტრაციების დროს, მაგალითად, ბრადიკარდია და სიარულის დროს სისუსტე ქვემო კიდურებში.
ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაენიშნოთ ბეტალოკ ზოკი β2 – ადრენომიმეტურებთან ერთად. β2 –ადრენომიმეტურების და ბეტალოკ ზოკის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ბეტალოკ ზოკი თერაპიულ დოზებში უფრო ნაკლებად მოქმედებს β2 –ადრენომიმეტურებით გამოწვეულ ბრონქოდილატაციაზე, ვიდრე არასელექტური β–ადრენობლოკატორები. ინსულინის და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე მეტოპროლოლი მოქმედებს ნაკლებად, ვიდრე არასელექტიური β–ადრენობლოკატორები. არასელექტიურ β–ადრენობლოკატორებთან შედარებით ჰიპოგლიკემიის პირობებში პრეპარატის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციაზე ნაკლებად გამოხატულია. არტერიალური ჰიპერტენზიის დროს პრეპარატი ბეტალოკ ზოკის გამოყენება იწვევს არტერიალური წნევის მნიშვნელოვნად დაქვეითებას 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, როგორც მწოლიარე და ფეხზე დგომის მდგომარეობაში, ასევე დატვირთვის დროს. მეტოპროლოლით თერაპიის დასაწყისში აღინიშნება პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის გაზრდა, თუმცა მისი ხანგრძლივი მიღების დროს შესაძლებელია არტერიალური წნევის დაქვეითება სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირების გარეშე.
MERIT-HF-ში - ქრონიკული გულის უკმარისობის დროს სიცოცხლისუნარიანობის კვლევით, NYHA კლასიფიკაციით II-IV კლასი), გულის განდევნის ფრაქციის შემცირებისას (< 0,40), რომელიც მოიცავდა 3991 პაციენტს) ბეტალოკ ზოკმა გამოავლინა სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატება და ჰოსპიტალიზაციების სიხშირის შემცირება. პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის დროს ადგილი ჰქონდა დაავადების მიმდინარეობის საერთო გაუმჯობესებას (NYHA კლასების მიხედვით). ამასთან ერთად, ბეტალოკ ზოკით თერაპიამ გამოავლინა მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის გაზრდა, მარცხენა პარკუჭის საბოლოო სისტოლური და საბოლოო დიასტოლური მოცულობის შემცირებით. სიცოცხლის ხარისხი პრეპარატი ბეტალოკ ზოკით მკურნალობის პერიოდში არ უარესდება ან კიდევ პირიქით, უმჯობესდება. სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება პრაპარატი ბეტალოკ ზოკით მკურნალობის პერიოდში აღენიშნებათ პაციენტებს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
სითხესთან კონტაქტში პრეპარატის ტაბლეტები სწრაფად იშლებიან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადგილი აქვს აქტიური ნივთიერების დისპერგირებას. აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების სიჩქარე დამოკიდებულია გარემოს მჟავიანობაზე. პრეპარატ ბეტალოკ ზოკის სამკურნალო ფორმით მიღების შემდეგ (შენელებული გამოთავისუფლების ტაბლეტები) თერაპიული ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათზე მეტს, ამასთან აქტიური ნივთიერების შენელებული გამოთავისუფლების მუდმივი სიჩქარე მიიღწევა 20 საათის განმავლობაში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 3,5 საათს. ბეტალოკ ზოკის სრულად აბსორბირების შემდეგ, ერთჯერადი დოზის მიღებისას სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30-40%-ს. ღვიძლში მეტოპროლოლი განიცდის ჟანგვით მეტაბოლიზმს. მეტოპროლოლის სამმა ძირითადმა მეტაბოლიტმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი β– ბლოკირებადი ეფექტი. პრეპარატის პერორალური დოზის დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით, პრეპარატის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით. კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალია, დაახლოებით 5-10%.

ჩვენება
· არტერიალური ჰიპერტენზია.
· სტენოკარდია.
· გულის სტაბილური სიმპტომური ქრონიკული უკმარისობა მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევით (გულის ქრონიკული უკმარისობის ძირითადი მკურნალობის დამატებითი თერაპია).
· სიკვდილიანობის და მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზის შემდეგ განმეორებითი ინფარქტის სიხშირის შემცირება.
· გულის რითმის დარღვევები, პარკუჭზედა ტაქიკარდიის ჩათვლით, პარკუჭების შეკუმშვის სიხშირის შემცირება წინაგულის ფიბრილაციის და პარკუჭების ექსტრასისტოლების დროს.
· გულის მოქმედების ფუნქციონალური დარღვევები, ტაქიკარდიის თანხლებით
· შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა

უკუჩვენება
II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, დეკომპენსაციის სტადიის გულის უკმარისობა, პაციენტები, რომლებიც იღებენ ინოტროპული საშუალებებით ხანგრძლივ და ხანგამოშვებით თერაპიის, რომელიც მოქმედებს ბეტაადრენორეცეპტორებზე, კლინიკურად მნიშვნელოვანი სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, არტერიალური ჰიპოთენზია. ბეტალოკი უკუნაჩვენებია მიოკარდის მწვავე ინფარქტის მქონე ავადმყოფებში, რომელთა გულის შეკუმშვის სიხშირე შეადგენს წუთში 45 –ზე ნაკლებს PQ ინტერვალი 0,24 წამზე ნაკლებია, ხოლო სისტოლური არტერიალური წნევა 100 მმ ვ.წყ.სვ. მეტოპროლოლის და მისი კომპონენტების ან სხვა β –ადრენობლოკატორების მიმართ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა. განგრენის საშიშროების შემთხვევაში პერიფერიული სისხლძარღვების მძიმე დაავადებების დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ β–ადრენობლოკატორებს, უკუნაჩვენებია ვერაპამილის ტიპის კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორების ინტრავენურ შეყვანა. 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით: I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პრინცმეტალის სტენოკარდია, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, გულის გლიკოზიდებთან ერთდროულად დანიშვნა.

გამოყენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში
როგორც პრეპარატების უმრავლესობის, ბეტალოკ ზოკის დანიშვნა ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის დაან ბავშვისათვის პოტენციურ რისკს. როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიურმა საშუალებებმა, β –ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, მაგალითად, ბრადიკარდია ნაყოფში, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში ან ბავშვებში. დედის რძესთან გამოყოფილი მეტოპროლოლის რაოდენობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში β –მაბლოკირებელი მოქმედება (დედის მიერ თერაპიული დოზებით მეტოპროლოლის მიღების დროს) უმნიშვნელოა.

გამოყენება და დოზირება
ბეტალოკ ზოკი ინიშნება დღეში ერთხელ ყოველდღიურად, რეკომენდებულია პრეპარატის დილით მიღება. ბეტალოკ ზოკის ტაბლეტი მიიღება სითხის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის (ან ორად გაყოფილი ტაბლეტის) დაღეჭვა ან დაფშვნა. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. დოზის შერჩევის დროს საჭიროა ბრადიკარდიის განვითარების თავიდან აცილება.
არტერიალური ჰიპერტენზია
50-100 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის 100 მგ-მდე გაზრდა ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატება, უმჯობესია დიურეზული და დიჰიდროპირიდინული რიგის კალციუმის ანტაგონისტი.
სტენოკარდია
100-200 მგ ბეტალოკ ზოკი მიიღება ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ამ პრეპარატით თერაპიას შეიძლება დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი. გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობა მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევით პაციენტებს უნდა აღენიშნებოდეთ გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობის სტადიაში ბოლო 6 კვირის განმავლობაში გამწვავების ეპიზოდების გარეშე და ბოლო 2 კვირის განმავლობაში ძირითად თერაპიაში ცვლილებების გარეშე. ხანდახან ბეტა-ადრენობლოკატორებით გულის უკმარისობის თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატური სურათის დროებითი გაუარესება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია თერაპიის გაგრძელება ან დოზის შემცირება, რიგ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობა, II ფუნქციონალური კლასი პირველი 2 კვირა ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ ერთხელ დღეში. 2 კვირის თერაპიის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგმდე დღეში ერთხელ, და შემდეგ შეიძლება გაორმაგდეს ყოველ 2 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისათვის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს ბეტალოკ ზოკის 200 მგ ერთხელ დღეში. გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობა, III-IV ფუნქციონალური კლასი პირველი 2 კვირა ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ (25 მგ ტაბლეტის ნახევარი) ერთხელ დღეში. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. დოზის გაზრდის პერიოდში პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ზოგ პაციენტებში გულის უკმარისობის სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. 1-2 კვირის შემდეგ ბეტალოკ ზოკის დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. შემდგომში, 2 კვირის გასვლის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს, შეიძლება დოზის გაორმაგება ყოველ 2 კვირაში, ბეტალოკ ზოკის 200 მგ
მაქსიმალური დოზის დღეში ერთხელ მიღწევამდე.
არტერიალური ჰიპოთენზიის და/ან ბრადიკარდიის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები თერაპიის შემცირება ან ბეტალოკ ზოკის დოზის დაქვეითება. არ არის აუცილებელი, რათა თერაპიის დასაწყისში არტერიალური ჰიპოტენზია მიუთითებდეს იმაზე, რომ ბეტალოკ ზოკის მოცემული დოზა არ არის ტოლერანტული შემდგომი ხანგრძლივი თერაპიის დროს. დოზის მომატება არ შეიძლება მდგომარეობის სტაბილიზირებამდე. შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
გულის რითმის დარღვევები
100-200 მგ ბეტალოკ ზოკი დღეში ერთხელ.
მიოკარდის ინფარქტის შემდგომი შემანარჩუნებელი მკურნალობა
200 მგ ბეტალოკ ზოკი დღეში ერთხელ.
გულის ფუნქციის დარღვევები ტაქიკარდიით
100 მგ ბეტალოკ ზოკი დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა დღეში 200 მგ-მდე.
შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა
100-200 მგ ბეტალოკ ზოკი ერთხელ დღეში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ჩვეულებრივ პლაზმის ცილებთან დაბალი ხარისხის შეკავშირის გამო მეტოპროლოლის დოზის კორექცია არ არის საჭირო. თუმცა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში (ღვიძლის ციროზის მძიმე ფორმები და პორტოკავალური ანასტომოზი) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ბავშვები
პრეპარატი ბეტალოკ ზოკის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გვერდითი ეფექტები
ბეტალოკ ზოკი კარგი ამტანობით ხასიათდება პაციენტების მიერ, ძირითადი გვერდითი ეფექტები მსუბუქი და შექცევადია.
შემთხვევების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ძალიან ხშირად (>10%), ხშირად (1-9,9%), ნაკლები სიხშირით (0,1-0,9%), იშვიათად
(0,01-0,09%) და ძალიან იშვიათად (<0,01%).
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ხშირად: ბრადიკარდია, ორტოსტატული ჰიპოტენზია (ძალიან იშვიათად თან ახლავს გულის შეწუხება), კიდურების გაცივება, ტაქიკარდია;
ნაკლები სიხშირით: გულის უკმარისობის სიმპტომების დროებითი გაძლიერება, I ხარისხის AV ბლოკადა; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში კარდიოგენური შოკი.
იშვიათად: გულის გამტარობის სხვა დარღვევები, არითმიები.
ძალიან იშვიათად: განგრენა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ძალიან ხშირად: მომატებული დაღლილობა;
ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
იშვიათად: მომატებული ნერვული აგზნებადობა, მღელვარება, იმპოტენცია/სექსუალური დისფუნქცია;
ნაკლები სიხშირით: პარესთეზიები, კრუნჩხვა, დეპრესია, ყურადღების გაფანტვა, ძილიანობა ან უძილობა, ღამის კოშმარები;
ძალიან იშვიათად: ამნეზია/მეხსიერების დაკარგვა, სიმძიმის შეგრძნება გულის არეში, ჰალუცინაციები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ხშირად: გულისრევა, ტკივილები მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა;
ნაკლები სიხშირით: ღებინება;
იშვიათად: პირის სიმშრალე.
ღვიძლი
იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი.
კანის საფარი
ნაკლები სიხშირით: გამონაყარი (ჭინჭრის ციების სახით), მომატებული ოფლიანობა.
იშვიათად: თმის ცვენა;
ძალიან იშვიათად: ფოტოსენსიბილიზაცია, ფსორიაზის გამწვავება.
სასუნთქი ორგანოები
ხშირად: ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს;
ნაკლები სიხშირით: ბრონქოსპაზმი
იშვიათად: რინიტი
მგრძნობელობის ორგანოები
იშვიათად: მხედველობის დარღვევა, თვალის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, კონიუნქტივიტი;
ძალიან იშვიათად: ყურებში შუილი, გემოს შეგრძნების დარღვევები;
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ართრალგია
ნივთიერებათა ცვლა
ნაკლები სიხშირით: სხეულის წონის მომატება
სისხლი
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია.
მითითება
ვერაპამილის ტიპის კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორის მიღება პაციენტებში, რომლებიც იღებენ β –ადრენობლოკატორებს, არ შეიძლება.
რეკომენდებული არ არის β –ადრენობლოკატორების დანიშვნა ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. სხვა ანტიჰიპერტენზიური საშუალებების ცუდი ამტანობის ან მათი არაეფექტურობის შემთხვევაში შეიძლება მეტოპროლოლის დანიშვნა, რადგან იგი სელექტური პრეპარატია. საჭიროა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზა, აუცილებლობის შემთხვევაში კი β2 – ადრენომიმეტიკი.
პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებში არასელექტური β – ადრენობლოკატორების დანიშვნა რეკომენდებული არ არის. პაციენტების ამ ჯგუფს არასელექტური β –ადრენობლოკატორები ენიშნებათ სიფრთხილით. β1 –ადრენობლოკატორების გამოყენების დროს მისი მოქმედება ნახშირწყლოვან ცვლაზე ან ჰიპოგლიკემიის სიმპტომების მასკირების შესაძლებობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე არასელექტური β –ადრენობლოკატორების გამოყენების შემთხვევაში.
გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაციის სტადიაში მქონე ავადმყოფებმა უნდა მიაღწიონ კომპენსაციის სტადიას პრეპარატით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში. ძალიან იშვიათად AV გამტარობის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მდგომარეობის გაუარესება (შესაძლებელია - AV ბლოკადა). იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ფონზე განვითარდა ბრადიკარდია, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების თანდათან შეწყვეტა. მეტოპროლოლს შეუძლია გამოიწვიოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების სიმპტომები ძირითადად არტერიალური წნევის დაქვეითების შედეგად. აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, მეტაბოლური აციდოზის დროს, გულის გლიკოზიდებთან კომბინირების შემთხვევაში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ β –ადრენობლოკატორებს ანაფილაქსიური შოკი მიმდინარეობს უფრო მძიმე ფორმით. ეპინეფრინის თერაპიული დოზებით მიღების შემთხვევაში მეტოპროლოლის მიღების ფონზე ყოველთვის არ მიიღწევა სასურველი კლინიკური ეფექტი. ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებს პრეპარატი ბეტალოკ ზოკის პარალელურად ენიშნებათ ალფა-ადრენობლოკატორი. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ექიმ-ანესთეზიოლოგის ინფორმირება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს ბეტალოკ ზოკს. რეკომენდებული არ არის β – ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა პაციენტებისათვის, რომლებსაც ამზადებენ ქირურგიული ჩარევისთვის. სიმპტომატური გულის სტაბილური მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (IV კლასი NAYA კლასიფიკაციით) ეფექტურობის და უსაფრთხოების კლინიკური გამოკვლევების მონაცემები შეზღუდულია. ამ პაციენტებს მკურნალობა შეიძლება ჩაუტაროს მხოლოდ სპეციალური ცოდნის და გამოცდილების მქონე ექიმებმა. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით და არასტაბილური სტენოკარდიით სიმპტომატიკით გულის უკმარისობის მქონე პაციენტები არ მონაწილეობდნენ იმ გამოკვლევებში, რომელთა საფუძველზე განისაზღვრება გამოყენების ჩვენება. პაციენტების ამ ჯგუფისათვის პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება აღწერილი არ არის. დეკომპენსაციის სტადიაში არასტაბილური გულის უკმარისობის შემთხვევაში გამოყენება უკუნაჩვენებია. პრეპარატის გამოყენების უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება. პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით. პაციენტების უმრავლესობისათვის პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეიძლება 14 დღის განმავლობაში. პრეპარატის დოზას ამცირებენ თანდათანობით, რამოდენიმე მიღებაზე, საწყის დოზამდე დღეში 25 მგ –მდე დაყვანამდე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთობები
მეტოპროლოლი CYP2D6 სუბსტრატია, რის გამოც CYP2D6 მაინჰიბირებელ პრეპარატებს (ქინიდინი, ტერბინაფინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი, ცელეკოქსიბი, პროპაფენონი და დიფენჰიდრამინი) შეუძლიათ იმოქმედოს მეტოპროლოლის პლაზმურ კონცენტრაციაზე. არ არის მიზანშეწონილი ბეტალოკ ზოკის და შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთად დანიშვნა:
ბარბიტურის მჟავას წარმოებელები: ბარბიტურატები (გამოკვლევები ჩატარდა პენტობარბიტალით) აძლიერებენ მეტოპროლოლის მეტაბოლიზმს, ფერმენტების ინდუქციის შედეგად.  პროპაფენონი: მეტოპროლოლით მკურნალობის დროს 4 პაციენტში პროპაფენონის დანიშვნისას, აღინიშნებოდა მეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის მომატება 2-5 ჯერ, ამასთან ორ პაციენტს აღენიშნებოდა მეტოპროლოლისათვის  დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები. ეს ურთიერთქმედება დამტკიცებულია 8 მოხალისეზე გამოკვლევების მსვლელობაში. შესაძლოა, ეს ურთიერთქმედება განპირობებულია პროპაფენონის მიერ, ქინიდინის მსგავსად, მეტოპროლოლის მეტაბოლიზმის ციტოქრომ P4502D6 სისტემის ინჰიბირებით. იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ პროპაფენონს გააჩნია β –ადრენობლოკატორის თვისებები, მეტოპროლოლის და პროპაფენონის ერთდროული დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. ვერაპამილი: β –ადრენობლოკატორების (ატენოლოლის, პროპრანოლოლის და პინდოლოლის) კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია და არტერიალური წნევის შემცირება. ვერაპამილს და β–ადრენობლოკატორს გააჩნიათ ურთიერთდამატებითი მაინჰიბირებელი ეფექტი ატრიოვენტიკულურ გამტარებლობაზე და სინუსური კვანძის ფუნქციაზე.
ბეტალოკ ზოკის და შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთად დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა მისი დოზის კორექცია:
ამიოდარონი: ამიოდარონთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გამოხატულ სინუსურ ბრადიკარდიას. ამიოდარონის ნახევრად გამოყოფის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის (50 დღე) გათვალისწინებით, საჭიროა ამიოდარონის მიღების შეწყვეტის შემდეგ ხანგრძლივი დროის შემდეგ შესაძლებელი ურთიერთქმედების განსაზღვრა. I კლასის ანტიარითმული საშუალებები: I კლასის ანტიარითმული საშუალებებმა და β–ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ გულზე უარყოფითი ინოტროპული ეფექტის სუმირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰემოდინამიური გვერდითი ეფექტები მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ამგვარი კომბინაციის თავიდან არიდება საჭიროა სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის და AV გამტარობის დარღვევის მქონე პაციენტებში. ურთიერთქმედება აღწერილია დიზოპირამიდის მაგალითზე. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ასუსტებენ β –ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზილ ეფექტს. მოცემული ურთიერთქმედება დოკუმენტირებულია ინდომეტაცინისათვის. შესაძლებელია, აღწერილი ურთიერთქმედება არ აღინიშნება სულინდაკთან ურთიერთქმედების დროს. უარყოფითი ურთიერთქმედება აღინიშნა დიკლოფენაკთან ჩატარებულ გამოკვლევებში.
დიფენჰიდრამინი: დიფენჰიდრამინი ამცირებს მეტოპროლოლის კლირენსს β-ჰიდროქსიმეტოპროლოლამდე 2,5 ჯერ. ერთდროულად აღინიშნება მეტოპროლოლის მოქმედების გაძლიერება. დილტიაზემი: დილტიაზემი და β –ადრენობლოკატორები ერთად აძლიერებენ AV გამტარობის და სინუსური კვანძის ფუნქციის მაინჰიბირებელ ეფექტს. მეტოპროლოლის დილტიაზემთან კომბინაციის დროს აღინიშნება გამოხატული ბრადიკარდიის შემთხვევები. ეპინეფრინი (ადრენალინი): არასელექტიური β–ადრენობლოკატორების (პინდოლოლის და პროპრანოლოლის ჩათვლით) და ეპინეფრინის (ადრენალინის) მიღების შემთხვევაში, ცნობილია გამოხატული არტერიალური ჰიპერტენზიის 10 შემთხვევა. ურთიერთქმედება აღინიშნა ჯანმრთელ მოხალისეების ჯგუფში. იგულისხმება, რომ ამგვარი რეაქციები აღინიშნება ეპინეფრინის ადგილობრივ
ანესთეტიკებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში სისხლძარღვის კალაპოტში შემთხვევით მოხვედრის შედეგად. იგულისხმება, რომ ეს საშიშროება უფრო დაბალია კარდიოსელექტიური β –ადრენობლოკატორების გამოყენების დროს. ფენილპროპანოლამინი: ფენილპროპანოლამინის (ნორეფედრინის) 50 მგ ერთჯერადმა დოზამ ჯანმრთელ მოხალისეებში შეიძლება გამოიწვიოს დიასტოლური არტერიული წნევის მომატება პათოლოგიურ მნიშვნელობამდე. პროპრანოლოლი ძირითადად ხელს უშლის ფენილპროპანოლამინით გამოწვეული არტერიალური წნევის გაზრდას. β –ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიალური ჰიპერტენზიის პაროდოქსული რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფენილპროპანოლამინის მაღალ დოზებს. ცნობილია, ფენილპროპანოლამინის მიღების ფონზე ჰიპერტონული კრიზის განვითარების რამოდენიმე შემთხვევა. ქინიდინი: ქინიდინი აინჰიბირებს მეტოპროლოლის მეტაბოლიზმს სწრაფი ჰიდროქსილირებით პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფში (შვედეთში მოსახლეობის დაახლოებით 90%), რაც იწვევს, ძირითადად, მეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვნად მომატებას და β – ბლოკადის გაძლიერებას. დადგენილია, რომ ამგვარი ურთიერთქმედება დამახასიათებელია სხვა β –ადრენობლოკატორებისათვის, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობს ციტოქრომ P4502D6.
კლონიდინი: β –ადრენობლოკატორებთან ერთობლივად მიღების დროს კლონიდინის მიღების მკვეთრად შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ჰიპერტენზიური რეაქციები. ერთდროულად გამოყენების დროს, კლონიდინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, β –ადრენობლოკატორების მიღების შეწყვეტა უნდა დაიწყოს კლონიდინის მიღების შეწყვეტამდე რამოდენიმე დღით ადრე. რიფამპიცინი: რიფამპიცინმა შეიძლება გააძლიეროს მეტოპროლოლის მეტაბოლიზმი, მეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებით. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ მეტოპროლოლს და სხვა β – ადრენობლოკატორებს (თვალის წვეთებს) ან მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებს, უნდა იყვნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. β – ადრენობლოკატორების მიღების ფონზე საინჰალაციო ანესთეტიკები  აძლიერებენ კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. β –ადრენობლოკატორების მიღების ფონზე ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების დროს პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ბოლოს აღნიშნული დოზის კორექცია. მეტოპროლოლის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ციმეტიდინის ან ჰიდრალაზინის მიღების დროს. β –ადრენობლოკატორებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში გულის გლიკოზიდებმა შეიძლება გაზარდონ ანტიოვენტრიკულარული გამტარობის დრო და გამოიწვიოს ბრადიკარდია

ჭარბი დოზა
ტოქსიკურობა: 7,5 გ დოზით მეტოპროლოლმა მოზრდილში გამოიწვია ინტოქსიკაცია ლეტალური შედეგით. 5 წლის ბავშვს, რომელმაც მიიღო 100 მგ მეტოპროლოლი, კუჭის გამორეცხვის შემდეგ, არ აღენიშნებოდა ინტოქსიკაციის ნიშნები. 12 წლის მოზარდის მიერ 450 მგ მეტოპროლოლის მიღებამ გამოიწვია ზომიერი ინტოქსიკაცია. 1,4 გ და 2,5 გ მეტოპროლოლის მოზრდილის მიერ მიღებამ გამოიწვია ზომიერი და გამოხატული ინტოქსიკაცია, ხოლო 7,5 გ დოზის მიღებამ კი მძიმე ინტოქსიკაცია.
სიმპტომები: მეტოპროლოლის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში უფრო გამოხატულია სერიოზული სიმპტომები გულ-სისხლძრღვთა სისტემის მხრივ, თუმცა ხანდახან ბავშვებში და მოზარდებში შეიძლება ჭარბობდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილი სიმპტომები, ასევე ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, ბრადიკარდია, I-III ხარისხის AV ბლოკადა, ასისტოლია, არტერიალური წნევის გამოხატული დაწევა, შემცირებული პერიფერიული პერფუზია, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი; აპნოე, აგრეთვე, გაძლიერებული დაღლილობა, ცნობიერების მოშლა, გონების დაკარგვა, ტრემორი, კრუნჩხვა, მომატებული ოფლდენა, პარესთეზიები, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, შესაძლებელია ეზოფაგალური სპაზმი, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ბავშვებში) ან ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია; თირკმელებზე ზემოქმედება; ტრანზიტორული მიასთენიური სინდრომი; ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიური საშუალებების, ქინიდინის ან ბარბიტურატების თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება. დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის მიღებიდან 2 წთ - 2 საათის შემდეგ. მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, საჭიროების შემთხვევაში კუჭის გამორეცხვა.
მნიშვნელოვანია: ატროპინი (0,25-0,5 მგ ი/ვ მოზრდილებში, 10-20 მკგ/კგ ბავშვებისათვის) უნდა დაინიშნოს კუჭის გამორეცხვამდე (ცთომილი ნერვის სტიმულირების რისკის გამო). საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნება (ინტუბაცია) და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და გლუკოზის ინფუზიის შევსება. ეკგ კონტროლი. ატროპინის ი/ვ 1,0-2,0 მგ, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეყვანა (განსაკუთრებით ვაგუსური სიმპტომების დროს). მიოკარდის ინფარქტის შემთხვევაში ნაჩვენებია დობუტამინის ან დოპამინის ინფუზიური შეყვანა. შეიძლება აგრეთვე 50-150 მკგ/კგ გლუკაგონის ი/ვ შეყვანა 1 წთ ინტერვალით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ჩატარებულ თერაპიაზე ადრენალინის დამატება. არითმიის და ფართო პარკუჭოვანი კომპლექსის (QRS) შემთხვევაში ინფუზიურად შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდი ან ბიკარბონატი. შესაძლებელია რითმის ხელოვნური მატარებლის დაყენება. ჭარბი დოზის შედეგად გულის გაჩერების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სარეანიმაციო  ღონისძიებები რამოდენიმე საათის განმავლობაში. ბრონქოსპაზმის კუპირებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას ტერბუტალინი (ინექციურად ან ინჰალაციის მეშვეობით). ტარდება სიმპტომატური მკურნალობა. ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე მოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და ყურადღების მომატებული კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის საჭიროების შემთხვევაში პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულების დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ბეტალოკ ზოკის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და დაღლილობა.

გამოშვების ფორმა
25 მგ, 50 მგ და 100 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები.
25 მგ ტაბლეტები: 14 ტაბლეტი ალუმინი/ პოლივინიქლორიდის ბლისტერში და გამოყენების ინსტრუქცია მუყაოს კოლოფში.
50 მგ და 100 მგ ტაბლეტები: 30 ტაბლეტი პლასტიკურ ფლაკონში ხრახნილიანი პლასტიკური თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით, 1 ფლაკონი და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით.
მწარმოებელი-ფირმის მისამართი:
ასტრაზენეკა АБ, S- 151 85 სოდერტალიე, შვედეთი
ბეტალოკი სავაჭრო მარკა – კომპანია ასტრაზენეკას საკუთრება

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy