Disgren - დისგრენი 300მგ 30 კაფსულა

17,32 ლ
მარაგშია
SKU
31619_2372

ჩვენება:მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, სტაბილური ან არასტაბილური სტენოკარდიის ან ინსულტის რისკის შემცირება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დისგრენი 300 მგ კაფსულების აქტიური სუბსტანცია არის ტრიფლუზალი. ყოველი კაფსულა შეიცავს 300 მგ ტრიფლუზალს.
დამატებითი ნივთიერებები: ჟელატინი კაფსულის გარსში და საბეჭდი მელანი დაფუძნებული რკინის წითელ ოქსიდზე (E-172).

ჩვენებები
მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, სტაბილური ან არასტაბილური სტენოკარდიის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ რომელიმე აღნიშნული შემთხვევა. ის ასევე ნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ჩაუტარდათ კორონარული შუნტირება. 
დისგრენი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის

მიღების წესები და დოზები
დისგრენი მიიღება პერორალურად.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ კაფსულას (600 მგ ტრიფლუზალი) დღეში, ერთჯერადი დოზის სახით ან დაყოფილი ორ დოზად, ან სამ კაფსულას (900 მგ ტრიფლუზალი) დღეში დაყოფილი სამ დოზად.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, სასურველია ჭამის დროს.
გახსოვდეთ, რომ პრეპარატი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. პრეპარატის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის მითითების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, დისგრენიც იწვევს გვერდით მოვლენებს.
ყველაზე ხშირად ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), ყაბზობა, პირღებინება, მუცლის შებერილობა ან დიარეა, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომები ზომიერი ხასიათისაა და ქრება რამდენიმე დღეში, თუ არ შეწყვეტთ მკურნალობას. საკვებთან ერთად დისგრენის მიღებისას მცირდება ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა, რომლებიც გავლენას ახდენენ მონელებაზე. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა, სისხლი შარდში, ჩალურჯებები, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან და ცერებრალური ჰემორაგიები. გარდა ამისა, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად აღინიშნა კანის ალერგიული რეაქციების ცალკეული შემთხვევები. 
თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდა ან ხანგრძლივად აღინიშნა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
დისგრენი არ მიიღება:
- თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა კუჭის წყლული; 
- თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეიძლება სისხლდენები გამოიწვიოს;
- თუ პაციენტი ალერგიულია ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო დისგრენის გამოყენებისას: - თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა;
- თუ არსებობს სისხლდენის რისკი რაიმე სახის დაზიანების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების გამო, ან თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტკივილის მოსახსნელი და/ან კუნთების ანთების ან არტიკულაციის სამკურნალო საშუალებები);
- თუ დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სისხლდენის რისკი და აუცილებლობისას, დისგრენის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა:
დისგრენი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ძალიან მაღალი დოზების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს სალიცილატებით ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, გახშირებული სუნთქვა).
ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს სამედიცინო პუნქტს.

თუ დაგავიწყდათ დისგრენის მიღება
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დისგრენის მიღება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან, პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ყველა ამ პრეპარატის, მათ შორის დისგრენის ეფექტების გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიახოთ 25oC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში პრეპარატის ტენიანობისაგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy