Enap HL - ენაპი-HL 10მგ./12,5მგ 20 ტაბლეტი

6,41 ლ
მარაგშია
SKU
565_37

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზიის ყველა სტადიის მკურნალობა, როდესაც აუცილებელია კომბინირებული პრეპარატების გამოყენება.

სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები

შემადგენლობა
ერთ ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენალაპრილ მალეატს, რაც 15.29 მგ ენალაპრილისა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. 

აღწერილობა
მრგვალი, თეთრი ფერის ბრტყელი, დახრილი კიდეთი და ნაჭდევით ერთ მხარეს. ნაჭდევი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის შუაზე გასაყოფად. 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აგფ ინჰიბიტორები კომბინაციაში შარდმდენებთან.
კოდი აქტ: C09BA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით. 
ენალაპრილი არის აგფ ინჰიბიტორი. ორგანიზმში ის სწრაფად მეტაბოლიზდება ანალაპრილატად, რომელიც არის ძლიერი აგფ ინჰიბიტორი. აგფ ინჰიბირების ძირიტადი ეფექტები: მოცირკულირე სისხლში ალდოსტერონისა და ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირება, ქსოვილოვანი ანგიოტენზინ II-ის აქტივობის ინჰიბირება, რენინის გამონთავისუფლების მომატება, კალიკრეინ-კინინის სისტემის ვაზოდეპრესიული სტიმულაცია, სიმპათიკური ნერვული სისტემის დათრგუნვა, პროსტაგლანდინისა და ენდოთელიუმ-რელაქსაციური ფაქტორის გამონთავისუფლების გაზრდა. 
ენალაპრილი ასევე აბლოკირებს სისხლძარღვების გამაფართოებელი აქტიური პეპტიდის – ბრადიკინინის დაშლას. თუმცა ამ მოვლენის როლი პრეპარატის თერაპიულ მოქმედებაში ჯერ ნათელი არ არის. მაშინ როდესაც მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც ქვეითდება არტერიული წნევა, ითვლება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სუპრესია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის წნევის რეგულაციაში, ენალაპრილი ავლენს ასევე ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას პაციენტებში რენინის დაბალი შემცველობით. 
ენალაპრილის მაქსიმალური ეფექტი ვლინდება მირებიდან 6-8 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება ნარჩუნდება 24 საათამდე, რაც საშუალებას იძლევა პრეპარატი მივიღოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ. 
ჰიდროქლორთიაზიდი – დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული საშუალება, რომელიც ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას. მაშინ როდესაც ენალაპრილი ასევე არის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი პაციენტებისათვის არტერიული ჰიპერტენზიით, რენინის დაბალი დონის არსებობისას, ასეთ პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის თანმხლები გამოყენება კიდევ უფრო აქვეითებს არტერიულ წნევას. ამიტომ აგფ ინჰიბიტორებისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ცალ-ცალკე ამ პრეპარატების გამოყენება ეფექტური არ არის. ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნა საუკეთესო თერაპიულ ეფექტს იძლევა, ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის უფრო დაბალი დოზების გამოყენებით, და გვერდითი მოვლენების შემცირებით. 
აღნიშნული კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ხშირად გრძელდება 24 საათმდე, ამირომ საკმარისია პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ-ორჯერ. 

ფარმაკოკინეტიკა
ენალაპრილი
შეწოევა
ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შეწოვის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს, ამასთან საკვები აბსორბციაზე ზეგავლენას არ ახდენს. შეწოვის შემდეგ ენალაპრილი სწრაფად და მთლიანად ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე – აგფ აქტიური ინჰიბიტორი. სისხლის შრატში ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება ენალაპრილის პერორალური მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაცია სისხლის შარტში მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ
განაწილება
ენალაპრილი აღწევს ორგანიზმის უმეტესობა ქსოვილში, ძირითადად გადადის ფილტვებში, თირკმელებსა და სისხლძარღვებში. პრეპარატის 50-60%-მდე უკავშიდება პლაზმის ცილებს, ენალაპრილი და ენალაპრილათი კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფიან დედის რძეში. 
მეტაბოლიზმი
ენალაპრილატამდე გარდაქმნის გარდა ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა რაიმე დამადასტურებელი არ არსებობს.
გამოყოფა
ენალაპრილატი ძირითადად თირკმლებიც გზით გამოიყოფა. შარდში ძირითადი კომპონენტებია ენალაპრილატი (დოზის დაახლოებით 40%) და შეუცვლელი ენალაპრილი.
ექსკრეცია გხდეა გორგლოვანი ფილტრაციისა და ტუბულარული სეკრეციის კომბინაციით. ენალაპრილატის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 35 საათს. სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილატის გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.
ჰიდროქლორთიაზიდი
შეწოვა
ჰიდროქლორთიაზიდი ძირითადად შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ განყოფილებაში. შეწოვის ხარისხი შეადგენს 70%-ს და იზრდება 10%-ით საკვებთან ერთად მიღებისას. შარტში მაქსიმალური კონცენტრაციის დონე მიიღწევა 1.5-5 საათის განმავლობაში. 
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს 3 ლ/კგ-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 40%-ს. 
ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდში შეუცვლელი სახით. 
გამოყოფა
ექსკრეცია ხდება ტუბულარული სეკრეციის ხარჯზე, ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლის კლირენსი ჯანმთელებსა და პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით შეადგენს დაახლოებით 335 მლ/წთ-ს. ელიმინაცია ორ ფაზიანი. სისხლის პლაზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2.5 სთ-სმ ხოლო ორგანიზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი არის 5.6-დან 14.8 საათამდე. 
ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული დანიშვნა არ ავლენს ზეგავლენას რომელიმე მათგანის ბიოამთვისებლობასა და ფარმაკოკინეტიკაზე. 

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (როდესაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების, დამხმარე ნივთიერებები ან სულფანილამიდების მიმართ. 
მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება, ასევე დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორების ადრე გამოყენებასთან.
თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ),
ღვიძლის მძიმე დაზიანება/ღვიძლის ნცეფალოპათია.
ანურია
თირკმლის არტერიების სტენოზი. 
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები; არ არის რეკომენდებულია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გამოყენება. 

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის. აღნიშნული ფიქსირებული კომბინაციის დანიშვნა რეკომენდებულია მაქსიმალური დოზების გამოყენებით მონოტერაპიის უშედეგობის დროს. 
ენაპ-HL 20-ის ჩვეული დოზა – ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ. 
პაციენტების უმრავლესობისათვის 20 მგ ენალაპრილ მალეატი (გამონაკლის შემთხვევებში – 40 მგ) ან ჰიდროქლორთიაზიდის 50 მგ დღეში არის საკმარისი დოზა, ამირომ რეკომენდებულია არა უმეტეს 2 ტაბლეტის მირება დრეში. იმ შემთხვევაში თუ დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტი ვერ მიიღწევა, მაშინ რეკომენდებულია სხვა სამკურნალო საშუალების დამატება ან თერაპიის შეცვლა.
წინა შარმდენი თერაპია შარდმდენებით
შეიძლება აღინიშნებოდეს სიმპტომატური ჰიპოტონია საწყისი დოზის მირების შემდეგ, რაც უფრო მოსალოდნელია პაციენტებში ჰიპოვოლემიით და/ან ელექტროლიტების კონცენტრაციის დარღვევით შAრდმდენებით წინა მკურნალობის შედეგად. რეკომენდებულია შარდმდენების მიღების შეწყვეტა ენაპ-HL 20-ის მირებამდე 2-3 დღით ადრე.
თირკმლის უკმარისობა
თიაზიდური შარდმდენებით თერაპია, შეიძლება არაადექვატური აღმოჩნდეს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით; კრეატინინის კლირენსით < 30 მლ/წთ თიაზიდური შარდმდენები საერთოდ არ არის ეფექტური. პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ-დან 80 მლ/წთ-მდე მკურნალობა უნდა იდაწყოს ცალკეული მოქმედი კომპონენტების დოზები წინასწარი შერჩევით, 
ხანდაზმული ასაკი
ანალაპრილ მალეატისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის ეფექტურობა და ტოლერანტობა მსგავსია ხანდაზმული ასაკის პაციენტებსა და უფრო ახალგაზრდა პირების ჯგუფებში.
ბავშვები და მოზარდები (< 18 წლის) 
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ენაპ-HL 20მგ/12.5 მგ-ის ტაბლეტების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. 
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვები არ არსებობს. 

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვიტარების სიხშირის კლასიფიკაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით:
• ძალიან ხშირი (≥1/10),
• ხშირი ((≥1/100-დან <1/10-მდე),
• არახშირი ((≥1/1000-დან <1/100-მდე),
• იშვიათი ((≥1/10000-დან <1/1000-მდე),
• ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი(არსებული მონაცემებით ვერ ფასდება). 
ყოველი ჯგუფის ფარგლებში პრეპარატი გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია მნიშვნელობის კლების მიხედვით. გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია ცალკეულ ორგანოტა სისტემების მიხედვით.

ლაბორატორიული მაჩვენებლები
• იშვიათი: ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება, ბილირუბინისა და “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
• იშვიათი: ნეიტროპენია, ჰემოგლობინისა ჰემატოკრიტის შემცირება, თომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ძვლის ტვინის დათრგუნვა.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
• ხშირი: თავის ტკივილი;
• არახშირი: პარესთეზიები, თავბრუ.
სმენის ორგანოს მხრივ დარღვევები
• არახშირი: ხმაური ყურებში.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ:
• ძალიან ხშირი: თავბრუ;
• ხშირი: ჰიპოტენზია (ორთოსტატიული ჰიპოტენზიის ჩათვლით, სინკოპე, მწვავე კარდიული ან ცერებროვასკულარული გართულებები, შესაძლებელია მეორადი ჰიპოტენზია მაღალი რისკის პაციენტებში, რითმის დარღვევა, სტენოკარდიის შეტევები;
• იშვიათი: რეინოს სინდრომი. 
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრი ორგანოების მხრივ
• ხშირი: ხველა;
• არახშირი: ქოშინი, რინორეა, ტკივილი ყელში და ხრინწიანობა, ბრონქოსპაზმი/ასთმა;
• იშვიათი: ინფილტრატები ფილტვებში, რესპირატორული დისტრესს-სინდრომი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები
• ხშირი: გულისრევა;
• არახშირი: ფაღარათი, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, შეკრულობა, პირის სიმშრალე.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ დარღვევები
• არახშირი: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები
• არახშირი: გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
• იშვიათი; ჰიპერმგრძნობელობა/სისხლძარღვოვანი შეშუპენა.
ლიტერატურაში აღწერილი სიმპტომთა კომპლექსი: ცხელება, სეროზირი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, დადებითი ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე (ANA), ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. 
ჩონჩხის კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
• ხშირი: კუნთების სპაზმი;
• არახშირი: ტკივილი სახსრებში.
მეტაბოლიზმისა კვების დარღვევა
• არახშირი: პოდაგრა
ზოგადი ხასიათის გართულებები
• ძალიან ხშირი: დაღლილობა;
• ხშირი: ასთენია. 
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
• არახშირი: იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება. 
ფსიქიკური აშლილობანი
• არახშირი: უძილობა, ძილიანობა, ნერვული აღგზნება.
მძიმე გვერდითი მოვლენები შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ენალაპრილი: არტერიული ჰიპოტენზია
ჰიდროქლორთიაზიდი: მომატებული დიურეზის შედეგად დეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების შემცველობის შემცირებით გამოწვეული სიმპტომები.
მკურნალობა
ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის ჭარბი დოზირების სპეციფიკური თერაპიის შესახებ მონაცემები არ არსებობს. აუცილებელია შეწყდეს სამკურნალო საშუალების მირება, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ.
პირველი გადაუდებელი ღონისძიება არის მიღებული პრეპარატის გამოყოფა კუჭის გამორეცხვის და ღებინების გამოწვევის გზით. მკურნალობს სიმპტომატურია – დაფუძნებულია პროცედურებზე, რომლებიც გამოიყენება გაუწყლოვანების კორექციის, ელექტროლიტური დისბალანსის და არტერიული ჰიპოტონიისათვის. ენალაპრილატის, ენალაპრილის აქტიური მეტაბოლიტის მოცილება შესაძლებელია ჰემოდიალიზის გზით. 
სხვა სამკურნალო საშუალებებითან ურთიერტქმედება, და სხვა სახის ურთიერთქმედებანი
შრატის კალიუმი
კალიუმის დაკარგვა თიაზიდური შარდმდენების მირების ფონზე, როგორც წესი, სუსტდება ენალაპრილის მოქმედებით. სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია ხშირად ნორმის ფარგლებში რჩება, თუმცა კლინიკურ კვლევებში ენალაპრილით იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერკალიემია. კალიშემნახველი შარდმდენების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების და მარილის კალიშემნახველი ჩამნაცვლებლების გამოყენებამ, განსაკუთრებით პაციენტებში, თირკმლის დარღვეული ფუნქციით, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. თუ კომბინაციური გამოყენება ნაჩვენებია დამტკიცებული ჰიპოკალიემიის მიზეზით, მაშინ გამოყენებისას საჭირო სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის რეგულარული კონტროლი. 
ლითიუმის პრეპარატები
შარდმდენების, აგფ ინჰიბიტორებისა და ლითიუმის პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლითიუმის ინტოქსიკაცია, ვინაიდან ენალაპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებენ ლითიუმის გამოყოფას. მათი ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. ლითიუმის პრეარატების გამოყენებამდე აუცილებელია გავეცნოთ გამოყენების ინსტრუქციას. 
არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლიათ ტუბოკურარინის მიმართ მგრძნობელობის მომატება. 
ნარკოტიკული/ანტიფსიქოზური პრეპარატები
ბარბიტურატებთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან ან ფენოთიაზინთან ერთად თიაზიდური შარდმდენების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტაული ჰიპოტენზიის გაძლიერება.
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები
ენალაპრილისა და ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების, მეთილდოპას ან კალციუმის არხების ბლოკატორების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის კიდევ უფრო დაქვეითება. 
განგლიობლოკატორული ან ადრენობლოკატორული პრეპარატები ენალაპრილთან ერთად გამოიყენება აციენტზე მხოლოდ სათანადო მეთვალყურეობით, 
ალოპურინოლი, ციტოსტატები ან იმუნოდეპრესანტები, სისტემური კორტიკოსტეროიდები ან პროკაინამიდი
აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენიის რისკის მომატება.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ
თიაზიდურ შარდმდენებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების მნიშვნელოვანი შემცირება, კერძოდ კი ჰიპოკალიემია. 
ციკლოსპორინი
აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი. 
არატსეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. თუმცა, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევისას, ენალაპრილთან ერთად ინდომეტაცინის ან სულინდაკის მიღებისას, ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტების მტკიცებულება არ იყო მიღებული.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და აგფ ინჰიბიტორები ავლენენ ადიტიურ ეფექტს სისხლის შრატში კალიუმი მომატებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების ფუნქციის გაუარესება, განსაკუთრებით პაციენტებში ამ ფუნქციის დარღვევით. ეს ეფექტი ხშირად შექეცევადია.
ცალკეულ შემთხვევებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ შარდმდენების შარდმდენი და ჰიპერტენზიული მოქმედება. 
ანტაციდები
ანტაციდები ამცირებენ აგფ ინჰიბიტორების ბიოათვისებას. 
სიმპათომიმეტები
სიმპათომიმეტებს შეუძლიათ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება, ეფექტის დასამტკიცებლად აუცილებელია სპეციალისტის მეთვალყურეობა. 
ალკოჰოლი
ალკოჰოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას. აგფ ინჰიბიტორებისა და თიაზიდური შარდმდენების გამოყენება ალკოჰოლთან ერთად ზრდის ორთოსტატიულ ჰიპოტენზიურ ეფექტს.
ანტიდიაბეტური საშუალება (პერორალური, ჰიპოგლიკემიური საშუალებანი და ინსულინი)
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ენელაპრილის გამოყენება უკუნაჩვვენები არ არის. ამსტანავე რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება.
ანტიდიაბეტური საშუალებებისა და თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდესანტიდიაბეტური საშუალებების კორექცია. 
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლური ფისი
ანიონოცვლადი ფისი ამცირებს ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბციას. ქოლესტირამინისამ ისევე როგორც ქოლესტიპოლის ფისის ერთჯერადი დოზები ამცირებენ ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 85%-ით და 43%-ით შესაბამისად. 
პრესორული ამინები (მაგალითად, ადრენალინი)
თიაზიდებს შეუძლია პრესორული ამინების მოქმედებაზე საპასუხო რეაქციის შემცირება, თუმცა არა იმ ხარისხით, რომ საჭირო გახდეს მათი მიღების შეწყვეტა. 

განსაკუთრებული მითითებანი
არტერიული ჰიპოტენზია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას, პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზია. 
ასეთი მოქმედება იშვიათად აღინიშნება პაციენტებში გაურთულებელი ჰიპერტონული დაავადებით და უფრო მოსალოდნელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (მაგალითად: ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია), როგორც საკვები მარილებით გაღარიბებული წინა მკურნალობის, დიალიზის, ღებინებისა ან ფაღარათის შედეგი.
ასსეტ პაციენტებში აუცილებელია სისხლის შრატში ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან ცერებროვასკულარული დარღვევებით, ვინაიდან არტერიული წნევის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსლტი. 
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს “ზურგზე მწოლიარე” მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. 
გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს უკუჩვენებას შემდგომი მკურნალობისათვის. არტერიული წნევის მოწესრიგებისა და მოცირკულირებ პლაზმის მოცულობის აღდგენის შემდეგ, პრეპარატით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მინიმალური დოზებით (შესაძლებელია ასევე მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერებით).
აორტული სტენოზი/ჰიპერტროფული კარდიომიოპათია
ყველა ვაზოდილატატორების მსგავსად აგფ ინჰიბიტორები ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციით.
კალიუმის შემცველობის შეცვლა
ენალაპრილითა და კალიშემნახველი შარდმდენებით კომბინირებული მკურნალობისას უნდა გამოირიცხოს ჰიპერკალიემიის შესაძლებლობა.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა
თიაზიდური შარდმდენები სათანდოდ ეფექტური არ არის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და არაეფექტურია კრეატინინის კლირენსით < 30 მლ/წთ (თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის დროს).
ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაცია არ ინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≤ 80 მლ/წთ) მანამ, სანამ შერჩევის გზით არ დადგინდება ინდივიდუალური აქტიური კომპონენტების დოზა, რომელიც შეესაბამება დოზა კომბინირებულ პრეპარატში.
ზოგიერთ პაციენტს არტერიული ჰიპოტენზიით თირკმლების დაავადების აშკარა ნიშნების გარეშე, რომლებიც ღებულობენ ენალაპრილს შარდმდენებთან ერთად, შეიძლება გამოვლინდეს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციისა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება. 
თუ ეს ხდება ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით თერაპიის დროს, მაშინ მკურნალობა უნდა შეწყდეს. 
შემდგომში შესაძლებელია თერაპიის გაგრძელება უმცირესი დოზებით ან პრეპარატის კომპონენტების ცალ-ცალკე დანიშვნა.
პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით აგფ ინჰიბიტორებით გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლის შრატში კრეატინინის დონისა და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, რომელიც შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა კლასის სამკურნალო პრეპარატზე, რომელიც გამოდგება აღნიშნული შემთხვევისათვის, ან უნდა დაინიშნოს მაღალი დინების მემბრანების ალტერნატიული მემბრანები (მაგალითად,  AN 69).
ანაფილაქსიური რეაქციები დსლპ-აფერეზის ჩატარებისას
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს, დექსტრანის სულფატით დსლპ  აფერეზის დროს, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო (ალერგიული ტიპის) რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილება შეიძლება ყოველი აფერეზის წინ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროებით შეწყვეტით. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თიაზიდური შარდმდენები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებით, ვინაიდან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლისმიერი კომა.
ქირურგია/ანესთეზია
პაციენტებში, დიდი ქირურგიული ჩარევების დროს, ან ჰიპოტენზიის გამომწვევი პრეპარატებით ანესთეზიის დროს, ენელაპრილს შეუძლია ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის ბლოკირება რენინის კომპენსატორული გამონთავისუფლების მეორადად. აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებული ჰიპოტენზია, შეიძლება გმოსწორდეს სისხლის მოცულობის გაზრდის გზით. 
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდური შარდმდენებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა. ამასთანავე შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინის ჩათვლით) დოზირების კორექცია. თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლიათ შარდში კალციუმის ექსკრეციის შემცირება და სისხლის შრატში კალციუმის დონის გარდამავალი და უმნიშვნელო მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის ნიშნანი. თიაზიდური შარდმდენების მიღება შეიძლება შეწყდეს პარათირეოიდული ფუნქციის შეფასების სინჯების ჩატარებამდე. 
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან, თუმცა შარდმდენების დაბალი დოზების გამოყენებისას (12.5 მგ) მსგავსი ეფექტი მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. 
ზოგიერთ პაციენტში თიაზიდური შარდმდენებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრის გამწვავება.
თუმცა ენალაპრილმა შეიძლება გაზრადოს შარდში შარდმჟავას შემცველობა, და ამით შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპერურიკემიული ეფექტი. 
ჰიპერმგრძნობელობა/სისხლძარღვოვანი შეშუპება
აგფ ინჰიბიტორებით (ენალაპრილ მალეატის ჩათვლით), იშვიათ შემთხვევებში, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშეპება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება სიმპტომების სრულ მოხსნამდე. სახისა და ტუჩების ანგიონევროზული შეძუპება არ საჭიროებს მკურნალობას, თუცა, სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება დაგვიჭირდეს ანტიჰისტამინური პრეპარატები. 
ენის, ხახისა თუ ხორხის ანგიონევროზული შეძუპების დროს, როდესაც შესაძლებელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, აუცილებელია სასწრაფოდ ადრენალინის (0.3-0.5 მლ კანქვეშა ადრენალინი 1:1000 თანაფარდობით) დანიშვნა და სასუნთქი გზების თავისუფალი გამავლობის უზრუნველყოფა. პაციენტებს ანგიონევროზული შეშუპების ანამნეზით, რომელიც არ იყო დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან,   აქვთ აგფ ინჰიბიტორებით მიღების დროს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი. 
ნეგროიდული რასის პაციენტებში, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში. 
პაციენტებში, რომლებიც თიაზუდურ შარდმდენებს ღებულობენ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს დამოუკიდბლად ალერგიისა თუ ასთმის არსებობისას ანამნეზში. პაციენტებში, თიაზიდებით მკურნალობისას ასევე აღინიშნებოდა სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის სიმძიმის გამწვავება. 
ანაფილატოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს
პაციენტებში, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას, დესენსიბილიზაციის დროს, ბზიკის ან ფუტკრის საწამლავის წინააღმდეგ მიმართული, იშვიათ შემთხვევეში შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ანაფილაქტოიდური (ალერგიული ტიპის) რეაქციები. ასეთი რეაქციების თავიდან აცილება, შესაძლებელია, ყოველი დესენსიბილიზაციის წინ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროებით შეწყვეტით. 
ხველა
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს მდგრადი, მშრალი, არაპროდუქტიული ხველა, რომელიც წყდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ეს შეიძლება ჩართული იყოს დიფერენციულ დიაგნოსტიკაში. 
განსაკუთრებული მითითებანი დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით
ენაპი®-HL 20 შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, გალაქტოზური დეფიციტით და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევით, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ. 

ორსულობა
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს. აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. 
ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შედეგად ტერატოგენეზის რისკთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემებიი არ არის დადასტურებულია, თუმცა, რისკის უმნიშვნელო მომატების რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება საჭიროა, პაციენტები, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთოების პროფილი. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა დადგინდამ მაშინ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა სასწრაფოდ შეწყდეს, და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს მკურნალობა ალტერნატიული საშუალებებით. ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ქალებში ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს იწვევს ფეტოტოქსიურ ეფექტს (თირკმლის ფუნქციის შემცირება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალას გაძლოვანების შენელება) და ნეონატალ ტოქსიურ ეფექტს (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). იმ შემთხვევაში, თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა გრძელდებოდა ორსულობის მეორე ტრიმესტრის დროს, მაშინ რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციისა და თავის ქალას ულტრაბგერითი კონტროლი. 
ახალშობილები, რომელთა დედები ღეგულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ. ორსულობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის ამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია. 
ჰიდროქლორთიაზიდი გადადის პლაცენტაში. მისი მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმზე დაყრდნობით, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს ჰიდროქლორთიაზიდების გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ფეტოპლაცენტარული დიფუზია და ახალშობილებსა და ნაყოფში გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორებიცაა სიყვითლე, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია. ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიოპერტენზიის ან პრეეკლამფსიის დროს, პლაზმის მოცულობის შემცირებისა და პლაცენტარული ჰიპოპერფუზიის განვითარების რისკის გამო, დაავადების მიდინარეობაზე დადებითი მოქმედების გარეშე. 
ჰიდროქლორთიაზიდი არ გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების დროს ორსულებში, იშვიათი შემთხვევების გარდა, როდესაც სხვა მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია. 

ლაქტაციის პერიოდი
ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები მიუთითებენ დედის რძეში ძალიან დაბალ კონენტრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცენტრაციები კლინიკურად უმნიშვნელოა, ენაპი®-HL 20-ის გამოყენება რეკომენდებული არ არის ნაადრევად შობილთა ძუძუთი კვების დროს და მშობიარობიდან პირველი კვირეების განმავლობაში სისხლძარღვოვან სისტემასა და თირკმლებზე Hჰიპოთეზური რიკისა და საკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო. უფრო მოგვიანებით პერიოდში ენაპი®-HL 20-ის გამოყენება მეძუძურ დედებში შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, ხოლო ბავშვზე ხდება დაკვირვება რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების გამო. 

ავტომობილის მართვისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
არ არსებობს რაიმე მონაცემი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ენალაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია ზეგავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ასეთი საქმიანობის შესრულებისას, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული შემთხვევების დროს, პაციენტებში შეიძLება განვითარდეს თავბრუ და შრომისუნარიანობის შემცირება. 

შეფუთვა 
2. 3, 6, 9 ან A10 ბლისტერი, 10 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობა
5 წელი. 
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy