Ena-denk - ენა-დენკი 10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენებები: წარმოადგენს აგფ-ინჰიბიტორს ანუ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, რომელიც აგრეთვე ამცირებს დატვირთვას გულზე.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ენალაპრილის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, რკინის (III) ოქსიდი (E 172).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგური ჯგუფი: ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.
ენა-დენკი 10 (ენალაპრილის მალეატი) წარმოადგენს ორი ამინომჟავის (L-ალანინი და L-პროლინის) დერივატივის, ენალაპრილის მალეატის მარილს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოაგენს პეპტიდილ პეპტიდაზას, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოაქტიურ ნივთიერებად, ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ ენალაპრილის მალეატი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რომელიც აინჰიბირებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტს. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს პლაზმის ანგიოტენზინი II-ის დონის შემცირებას. ეს იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის მომატებას (რენინის სეკრეციაზე ნეგატიური უკუკავშირის მოხსნის გამო) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.
აგფ იდენტურია კონინაზა II-ის. შესაბამისად ენალაპრილმა შესაძლებელია დათრგუნოს ბრადიკინინის (პოტენციური ვაზოდეპრესიული პეპტიდის) დეგრადაცია. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი აღნიშნული მექანიზმი რა როლს თამაშობს ენალაპრილის მალეატის თერაპიულ ეფექტის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ენალაპრილის მალეატის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ძირითადად განპირობებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათგუნვით, ენალაპრილის მალეატი ჰიპოტენზიურ ეფექტი აგრეთვე ვლინდება ისეთი ჰიპერტენზიის დროს, როცა რენინის კონცანტრაცია სისხლში არის დაქვეითებული. ჰიპერტენზიის დროს ენალაპრილის მალეატის მიღება ამცირებს არტერიულ წნევას სხვადასხვა პოზიციაში (როგორც წოლის ასევე დგომის დროს) და აგრეთვე არ იწვევს გულის რითმის მნიშვნელოვან აჩქარებას.
სიმპტომური ორთოსტატული ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში ოპტიმალური არტერიული წნევის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს რამდენიმე კვირიანი მკურნალობის ჩატარება. ენალაპრილის მალეატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის სწრაფი ზრდა. აგფ-ს აქტივობის ეფექტური სუპრესია ჩვეულებრივ ხდება ენალაპრილის მალეატის ერთი დოზის შიგნით მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ჰიპოტენზიური ეფექტი ჩვეულებრივ ჩანს 1 საათში, ხოლო არტერიული წნევა მაქსიმალურად მცირდება შიგნით მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ეფექტის ხანგრძლივობა არის დოზა-დამოკიდებული.
თუმცა რეკომენდირებული დოზის მიღებისას ჰიპოთენზიური და ჰემოდინამიკური ეფექტები ვლინდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მისაღები ენალაპრილის მალეატი სწრაფად აბსორბირდება. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდში გამოყოფილი კონცენტრაციიდან გამომდინარე ორგანიზმში შეიწოვება ტაბლეტში შემავალი ენალაპრილის მალეატის 60%. კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა არ მოქმედებს შიგნით მისაღები ენალაპრილის მალეატის აბსორბციაზე.
აბსორბციის შემდეგ შიგნით მისაღები ენალაპრილის მალეატი სწრაფად და მნიშვნელოვნად ჰიდროლიზდება ენალაპილატამდე (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის პოტენციური ინჰიბიტორი). შრატში ენელაპილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება ენალაპრილის მალეატის ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ აკუმულირებული ენალაპრილის ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილის სტაციონარული კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 4 დღის შემდეგ. თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ენალაპილის 60%-ზე მეტი არ უერთდება პლაზმის ცილებს.
თუ არ ჩავთვლით ენალაპრილატამდე გარდაქმნას, ენალაპრილის მალეატი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს.
ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. შარდში გამოყოფილი ნივთიერებებიდან ძირითადია ენალაპრილატი, რაც შეადგენს მიღებული დოზის 40%-ს და შეუცვლელი ენალაპრილის მალეატი (დაახლოებით 20%). თირკმლის დაღვევა:
ენალაპრილის მალეატის და ენაპრილატის გამოყოფა შემცირებულია თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
დღეში ერთხელ 5 მგ-ს მიღების შემდეგ მსუბუქი და ზომიერი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 40-60 მლ/წთ) ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაციის AUC დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტია შედარებით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან. თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ) AUC იმატებს დაახლოებით 8-ჯერ. თირკმლის ასეთი ხარისხის უკმარისობის დროს ენალაპრილის მალეატის რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ხოლო სტაბილურ კონცენტრაციის დრო იზრდება (იხ. ნაწილი “დოზირება”) ენალაპრილის გამოყვანა ცირკულაციიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით. დიალიზის კლირენსი შეადგენს 62 მლ/წთ-ს.
ბავშვები და მოზარდები:
40 ჰიპერტენზიულ მოზრდილებში და ბაშვებში (2 თვის ასაკიდან 16 წლამდე) ჩატარდა ფარმაკოლოგიური კვლევები მრავალჯერადი დოზების გამოყენებით, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობდნენ 0.07 – 0.14 მგ/კგ ენალაპრილის მალეატს. აღნიშნული კვლევის საბოლოო შედეგებიდან გამოვლინდა, რომ ენალაპრილის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მოზრდილებში და ბავშვებში. მონაცემები მიუთითებს, რომ AUC (სტანდარტიზირებული დოზა კილოგრამ წონასთან) იზრდება ასაკის შესაბამისად; თუმცა AUC -ს მომატება არ აღინიშნება მაშინ, როდესაც აღნიშნული მონაცემების სტანდარტიზირება ხდება სხეულის ზედაპირის ფართობის შესაბამისად. სტაბილურ მდგომარეობაში აკუმულირებული ენალაპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14 საათს.
ჩვენებები
ენა-დენკი 10 წარმოადგენს აგფ-ინჰიბიტორს ანუ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, რომელიც აგრეთვე ამცირებს დატვირთვას გულზე.
ენა-დენკი 10 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა,
- გულის უკმარისობის მკურნალობა – გამოიყენება დამატებით დიურეტიკებთან ერთად, ხოლო გულის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში კი დიგიტალისთან ერთად.
მიღების წესები და დოზები
ენა-დენკი 10 ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ენა-დენკი 10 აუცილებლად მიიღება მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი შეარჩევს პრეპარატის საწყის დოზას და გაზრდის მას თანდათან იმის მიხედვით, თუ როგორ დაემორჩილება არტერიული წნევა მკურნალობას.
დოზა:
თუ არ არის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში მიიღება შემდეგი დოზები:
ჰიპერტენზია:
საწყისი დოზა:
საწყისი დოზა მერყეობს და შეადგენს ენალაპრილის მალეატის 5 მგ-დან მაქსიმუმ 20 მგ ენალაპრილის მალეატამდე დღეში, რაც დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დაავადების სიმწვავეზე.
ზომიერი ჰიპერტენზია:
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 5-მგ ენალაპრილის მალეატიდან 1 ტაბლეტამდე დღეში (ექვივალენტური 10 მგ ენალაპრილის მალეატსა) დღეში. ძლიერ გააქტიურებული არტერიული წნევის მარეგულირებელი სისტემის მქონე პაციენტები, მაგალითად ვისაც აღენიშნება რენოვასკულარული ჰიპერტენზია, მარილის და/ან სისხლის მოცულობის შემცირება, გულის დეკომპენსაცია ან მძიმე ხარისხის ჰიპერტენზია:
საწისი დოზა შეადგენს 5 მგ ენალაპრილის მალეატს ან უფრო ნაკლებს დღეში. საწყისი დოზის მიღების შემდეგ მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა; შესაბამისად ამ პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პაციენტი, რომელიც ადრე ღებულობდა დიურეტიკების მაღალ დოზას: საწისი დოზა შეადგენს 5 მგ ენალაპრილის მალეატს ან უფრო ნაკლებს დღეში. თუ პაციენტი მკურნალობამდე ღებულობდა დიურეტიკების მაღალ დოზას, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის მოცულობის შემცირება. ასეთ შემთხვევაში ენალაპრილის მალეატის მკურნალობის დაწყებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. თუ შესაძლებელია, დიურეტიკების მიღება უნდა შეწყდეს ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. აგრეთვე უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია და შრატში კალიუმის რაოდენობა.
შემანარჩუნებელი დოზა:
შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს ენა-დენკი 10-ის 2 ტაბლეტს დღეში (ექვივალენტური 20 მგ ენალაპრილის მალეატისა). არ შეიძლება მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება, რაც შეადგენს 40 მგ ენალაპრილის მალეატს.
გულის უკმარისობა (სიმპტომური გულის უკმარისობა)/ მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია):
საწყისი დოზა:
გულის უკმარისობის მკურნალობის დროს ენა-დენკი 10 ჩვეულებრივ გამოიყენება დიურეტიკებთან, დიგიტალისთან ან ბეტა ბლოკატორებთან ერთად.
საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ ენალაპრილის მალეატს დღეში.
მკურნალობის დასაწყისში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ იმის სანახად, ემორჩილება თუ არა არტერიული წნევა მკურნალობას.
შემანარჩუნებელი დოზა:
ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დაწყების შემდეგ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ ეფექტურად მოხდება არტერიული წნევის დარეგულირება, ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან 2-4 კვირის განამავლობაში მანამდე, სანამ შემანარჩუნებელი დოზა არ მიაღწევს ენა-დენკი 10-ის 2 ტაბლეტს დღეში (ექვივალენტური 20 მგ ენალაპრილის მალეატისა). აღნიშნული დოზა მიიღება როგორც ერთი დოზის სახით ასევე გაყოფილი ორ მიღებაზე.
არ შეიძლება მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება, რაც შეადგენს 40 მგ ენალაპრილის მალეატს გაყოფილი 2 მიღებაზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის პირველი დოზის მიღებისას ან დოზის მომატების შემთხვევაში. თუ გამოხატულია ძილიანობა ან თავბრუსხვევა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
არტერიული წნევა და თირკმლის ფუნქცია უნდა გადამოწმდეს ენა-დენკი 10-ის მკურნალობამდეც და მკურნალობის შემდეგაც, რადგან გამოვლინდა ჰიპოტენზიის და (უფრო იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები.
თუ პაციენტს უტარდება დიურეტიკების მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დაწყებამდე. თუ ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დაწყებისას გამოვლინდა ჰიპოტენზია ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი ეპიზოდი განმეორდება ენა-დენკი 10-ის მკურნალობის პერიოდშიც და ამის გამო არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა. აგრეთვე უნდა გადამოწმდეს შრატის კალიუმის დონე და თირკმლის ფუნქცია.
დოზა თირკმლის უკმარისობის დროს:
ზოგადად ინტერვალები ენა-დენკი 10-ის მიღებებს შორის უნდა გახანგრძლივდეს და/ან დოზა უნდა შემცირდეს.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მკურნალობის როგორი ტაქტიკის შერჩევა იქნება საჭირო პაციენტისთვის.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს რეკომენდირებულია 5-10 მგ ენალაპრილის მალეატის მიღება დღეში.
თირკმლის ძლიერი უკმარისობის დროს რეკომენდირებულია 2,5 მგ ენალაპრილის მალეატი დღეში.
დიალიზიან პაციენტებში რეკომენდირებულია დიალიზის დღეს 2,5 მგ ენალაპრილის მალეატის მიღება დღეში. სხვა დღეებში დოზირება უნდა დარეგულირდეს არტერიული წნევის შესაბამისად.
დოზირება ხანდაზმულებში:
დოზა უნდა დარეგულირდეს პაციენტს თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.
დოზირება ბავშვებში:
ბავშვებში, რომელთაც შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა უნდა დარეგულირდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და არტერიული წნევის შესაბამისად. ჰიპერტენზიის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის, რომელთა წონა შეადგენს 20-50 კგ-ს, რეკომედირებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ ენალაპრილის მალეატს დღეში. თუ ბავშვის წონა მეტია 50 კგ-ზე, ასეთ შემთხვევაში ინიშნება 5 მგ ენალაპრილის მალეატი დღეში. მკურნალი ექიმი დაარეგულირებს დოზას ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად. ბავშვებში, რომელთა წონა შეადგენს 20-50 კგ-ს, არ შეიძლება დღეში 20 მგ-ზე მეტი ენალაპრილის მალეატის დანიშვნა, ხოლო 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში არ შეიძლება 40 გრ-ზე მეტი ენალაპრილის მალეატის მიღება დღეში. ენა-დენკი 10-ის მიღება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში და თირკმლის დაავადების მქონე ბავშვებში.
მიღების ხანგრძლივობა:
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ. 1 ჭიქა წყალი). ტაბლეტი არ მიიღება საკვებთან ერთად. დღიური დოზა ჩვეულებრივ მიიღება ერთხელ დილით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაყოფა ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.
ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. ენა-დენკი 10-ის მკურნალობა ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ენა-დენკი 10 ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს, ასეთ შემთხვევაში, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ენა-დენკი 10 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ქვემოთ მოყვანილია ენა-დენკი 10-ის ან აგფ-ინჰიბიტორების გვერდითი მოვლენები.
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი: | 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად |
ხშირი: | 1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად |
არა ხშირი: | 1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად |
იშვიათი: | 1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად |
ძალიან იშვიათად | 1/10000–ზე ან უფრო ნაკლები, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით |
სისხლი და ლიმფური სისტემის მხრივ:
არახშირი: ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), ძვლის ტვინში ჰემოპოეზის დარღვევით გამოწვეული ანემია (აპლასტიური ანემია). იშვიათად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია) და ლეიკოციტების მკვეთრი დაქვეითება, რაც ზრდის ინფექციის და ზოგადი სიმპტომების (აგრანულოციტოზი) განვითარების რისკს, ლაბორატორიული მაჩვენებლების დაქვეითება (ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტი), ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება (ძვლის ტვინის დეპრესია), ლიმფური კვანძების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები.
მეტაბოლიზმის მხრივ:
არახშირი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია).
თვალის მხრივ:
ძალიან ხშირად: მხედველობის დაბინდვა.
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია
არახშირად: გონების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა, ნევროზი, პარესთეზია (მაგ: ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დაბუჟება), თავბრუსხვევა.
იშვიათად: ძილის დარღვევა, კოშმარები.
კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა
ხშირად: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, მათ შორის ადგომისას გამოხატული ჰიპოტენზია (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე), გულის შეტევა და ინსულტი, რაც შეიძლება განვითარდეს ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე (პაციენტები, რომელთაც აქვთ ტვინის და/ან გულის დარღვეული სისხლის ცირკულაცია) პაციენტებში, ტკივილი ნეკნების არეში, არითმია, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერის არეში (სტენოკარდია), გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია).
არახშირად: ადგომისას გამოხატული ძლიერი ჰიპოტენზია (ორთოსტატული ჰიპოტენზია), გულის ფრიალი.
იშვიათად: ხელებში და ფეხებში ცირკულაციის დარღვევა ანგიოსპაზმის გამო (რეინოს ფენომენი).
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირად: ხველა.
ხშირად: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე).
არახშირად: გამონადენი ცხვირიდან (რინორეა), ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ბრონქების შევიწროვება (ბრონქოსპაზმი) და ასთმა.
იშვიათად: ფილტვის ქსოვილის ცვლილება (ფილტვის ინფილტრაცია), გაციება, ფილტვის ალერგიული ანთება (ალერგიული ალვეოლიტი / ეოზინოფილური პნევმონია).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ძალიან ხშირად: გულისრევა.
ხშირად: დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლა.
არახშირად: ნაწლავის ობსტრუქცია (გაუვალობა), პანკრეასის ანთება, ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, მადის დაქვეითება, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული (პეპტიური წყლული).
იშვიათად: პირის ლორწოვანი გარსის ინფექცია და წყლული (სტომატიტი/ აფთოზური წყლულები), ენის ლორწოვანი გარსის ანთება (გლოსიტი).
ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება (ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება)
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის მხრივ:
იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი -ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური, მათ შორის ღვიძლის ნეკროზი), სიყვითლე.
კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ხშირად: გამონაყარი, ალერგია/ქსოვილის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება); აგრეთვე გამოვლინდა სახის, კიდურების ტუჩების, ენის, ხოხრ-სარქველის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება.
არახშირად: გაძლიერებული ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია.
იშვიათად: კანის ძლიერი რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმა).
აგრეთვე გამოვლინდა სიმპტომოკომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ რეაქციას: ტემპერატურის მომატება, სეროზული ქსოვილის ანთება (სეროზიტი), სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების და სახსრების ტკივილი და/ან ანთება (მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი), ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის ცვლილება (დადებითი ANA, ედს-ის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი). აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა ან კანის სხვა რეაქციები.
თირკმელის და ქვედა საშარდე სისტემის მხრივ:
არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის მომატება (პროტეინურია).
იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია).
რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ
არახშირად: იმპოტენცია
იშვიათად: მამაკაცებში მოსალოდნელია მკერდის გადიდება (გინეკომასტია).
ზოგადად:
ძალიან ხშირად: დაღლილობა
ხშირად: სიწითლე.
არახშირად: კუნთების სპაზმი, წამოწითლება, ყურებში შუილი, სისუსტე, ტემპერატურის მომატება. ლაბორატორიული მაჩვენებლები:
ხშირად: შრატში კალიუმის და კრეატინინის მომატება.
არახშირად: შრატში შარდოვანას მომატება, შრატში ნატრიუმის დონის შემცირება. იშვიათად: ღვიძლის მაჩვენებლების (ღვიძლის ფერმენტები, შრატის ბილირუბინი) მომატება.
პროფილაქტიკური ზომები:
კანის მძიმე რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ენა-დენკ 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხორხის, ხორხ-სარქველის და/ან ენის შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპება) შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
სიყვითლის გამოვლენის ან ღვიძლის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვლაყურეობის ქვეშ.
ტემპერატურის მომატების, ლიმფური კვანძების შეშუპების და/ან ყელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს და გადამოწმდეს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა.
თუ პაციენტი შენიშნავს ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთ მათგანს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ის შეაფასებს მდგომარეობის სიმძიმეს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ენა-დენკი 10 არ გამოიყენება:
- თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების – ენალაპრილის მალეატის ან ნებისმიერი სხვა აგფ-ინფიბიტორის ან ენა-დენკი 10-ში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ,
- თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით გამოწვეული ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება),
- თუ პაციენტს დაუსვეს თანდაყოლილი ქსოვილოვანი შეშუპების დიაგნოზი ან თუ მას აღენიშნება უცნობი ეტიოლოგიის ქსოვილების შეშუპება (მემკვიდრული ან იდიოპათური შეშუპება),
- ორსულობის ბოლო 6 თვე
ენა-დენკ 10 განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ მოყვანილი მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. იგი განსაზღვრავს აუცილებელ სიფრთხილის ზომებს.
- თუ პაციენტს აქვს არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკი, რაც უკავშირდება მარილის და სითხის დისბალანსს., რომელიც გამოწვეულია დიურეტიკების მიღებით, საჭმელი მარილის შეზღუდვით ან ღებინებით ან ფაღარათით.
- თუ პაციენტს აქვს მარცხენა პარკუჭის სარქვლის სტენოზი ან თუ მარცხენა პარკუჭიდან შეფერხებულია სისხლის ნაკადის გადასვლა.
- თუ პაციენტს აქვს გულის დაავადება, რაც ხელს უშლის სისხლის მოძრაობას (იშემია).
- თუ პაციენტს აქვს ტვინის ცირკულატორული დარღვევები (ცერებროვასკულარული დაავადება)
- თუ პაციენტს აქვს თირკმლის დარღვეული ფუნქცია (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 80 მლ/წთ-ზე).
- თუ პაციენტს აქვს თირკმლის არტერიის სტენოზი (ორმხრივი ან ცალმხრივი).
- თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია
- თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფერმენტების მომატება ან სიყვითლის განვითარება
- სისლხის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (ლეიკოპენია) ან გარკვეული სისლხის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რის დროსაც იზრდება ინფექციის და მძიმე ზოგადი სიმპტომების (აგრანულოციტოზი) განვითარების რისკი.
- თუ პაციენტს აქვს ვასკულარული დაზიანებით მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (კოლაგენის დაავადებები)
- თუ პაციენტი მკურნალობს იმუნოსუპრესიული პრეპარატებით
- თუ პაციენტი აგრეთვე მკურნალობს ალოპურინოლით (პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი), პროკაინამიდით (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი) ან ლითიუმით (დეპრესიის გარკვეული ტიპების სამკურნალო პრეპარატი).
- თუ ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დროს განვითარდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ან ქსოვილის შეშუპება (ანგიოედემა)
- თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი
- თუ პაციენტს განუვითარდა მუდმივი მშრალი ხველა
- თუ პაციენტს აქვს შრატის კალიუმის მომატების რისკი.
- თუ ჰიპოტენზიური ეფექტი არ არის საკმარისად გამოხატული პაციენტის ეთნიკური ჯგუფის გამო (განსაკუთრებით შავკანიან პაციენტებში).
თუ პაციენტს ესაჭიროება ჰიმენაპტეროდესენსიტიზაცია (მაგ. ფუტკარზე ან ბზიკზე), ასეთ შემთხვევაში ენა-დენკი 10 დროებით უნდა ჩანაცვლდეს აღნიშნული მედიკამენტების კლასის წარმომადგენელი სხვა პრეპარატით. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (მაგ. არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგული რეაქციები). აღნიშნული რეაქციები აგრეთვე შესაძლებელია განვითარდეს მწერის კბენის შემდეგაც (მაგალითად ფუტკრის ან ბზიკი კბენის შემდეგ).
ენა-დენკი 10-ის გამოყენებამ დიალიზიან პაციენტში, ვისაც დიალიზი უტარდება დიალიზის გარკვეული მემბრანების საშუალებით (მაღალ-გამტარი მემბრანები) ან მათში, ვისაც მკურნალობა უტარდება სისხლში მაღალი ლიპიდების შემცველობის გამო (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი დექსტრანის სულფატის აბსორბციის საშუალებით) შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ან თვით სიცოცხლისთვის საშიში შოკი. თუ აუცილებელია სასწრაფო დიალიზის, ჰემოფილტრაციის ან IDI აფერეზის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობამდე უნდა მოხდეს მედიკამენტის შეცვლა (აღარ ინიშენაბა აგფ ინჰიბიტორები) ან დიალიზის სხვა მემბრანის გამოყენება. მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ენა-დენკი 10-ს ან საჭიროებს დიალიზის ჩატარებას, რათა აღნიშნული მოვლენა გაითვალისწინოს მკურნალობის კურსის დროს.
ოპერაციამდე ან ანესთეზიის გაკეთებამდე მკურნალმა ექიმმა (კბილის ექიმმა) უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ენა-დენკი 10-ს, რადგან ანესთეზიის დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი შენიშნავს შემდეგ სიმპტომებს:
- სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი მემბრანის, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, სუნთვის გაძნელებას,
- კანის და ლორწოვანი მემბრანის სიყვითლეს
- ტემპერატურას, ლიმფური კვანძების შეშუპებას და/ან ყელის ტკივილს.
ასეთ შემთხვევაში ენა-დენკი 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს და მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.
აღნიშნული პრეპარატის მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ პაციენტმა უნდა გააკეთოს სისხლის ანალიზი და სხვა გამოკვლევები ექიმის მითითებების შესაბამისად.
ბავშვები:
მცირე ინფორმაცია მოიპოვება ჰიპერტენზიულ ბავშვებში ენალაპრილის მოლეკულის გამოყენების შესახებ. არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის სხვა თერაპიული მიზნებით გამოყენების შესახებ. მისი უსაფრთხოება და ეფექტურიბა გამოკვლეულია მხოლოდ 6 წელზე უფროს ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში. შესაბამისად ჰიპერტენზიის გარდა არ არის რეკომენდირებული ენა-დენკი 10-ის გამოყენება ბავშვებში სხვა ჩვენების გამო. ენა-დენკი 10-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში და თირკმლის დაავადების მქონე ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ენა-დენკი 10 არ გამოიყენება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account