Vazurotin - ვაზუროტინი 20მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება სისხლში ცხიმების შემცველობის რეგულირებისათვის.
აქტიური ნივთიერება როზუვასტატინი
შემადგენლობა
1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (E464) ტიტანის დიოქსიდი (E171) ტრიაცეტინი (E1518) ქინოლინი ყვითელი ალუმინის ლაქი (E104).
ჩვენებები
ჰიპერქოლესტერინემია
ვაზუროტინი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, B აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მეთოდები (დიეტის შეცვლა, ფიზიკური ვარჯიშები, წონის დაკლება) სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევენ:
- ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემია);
- კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია (შერეული) (IIბ ტიპის);
- ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;
გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
1 აბი დღეში ერთხელ
ვაზუროტინის დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე პაციენტებისათვის და გულის შეტევის, სტენოკარდიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ქოლესტერინის დონე არ შემცირდა შესაბამისად 20მგ ტაბლეტის მიღებისას.
რეკომენდებულია ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
მიღების შეწყვეტის შემთხვევაში: ვაზუროტინის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის მომატება.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ვაზუროტინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები,. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა.
ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება:
- სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე;
- სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
- კანის ძლიერი ქავილი (კანის ამობურცვა).A
ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ვაზუროტინის მიღება, თუ აღინიშნებაკუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას ე.წ. რაბდომიოლოზს.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლიდეს 10-100 პაციენტიდან 1 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ვაზუროტინის მიმართ, ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- კუნთების განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი;
- 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში;
- მწვავე რესპირატორული უკმარისობისას;
ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის ენზიმების მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს სისხლის ამ ანალიზს (ღვიძლის ფუნქციური ანალიზი) ვაზუროტინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ვაზუროტინი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ვაზუროტინის მიღების დროს რეკომენდებულია პერორალური კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს ან იღებდა პაციენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. განსაკუთრებით ციკლოსპორინის (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ), ვარფარინის (ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად), ფიბრატების (როგორებიცაა გემფიბროზილი, ფენობიბრატი), ან ქოლესტერინის შესამცირებელი ნებისმიერი სხვა პრეპარატის (როგორიცაა ეზეტიმიბი), საჭმლის მოსანელებელი საშუალებების (რომლებიც გამოიყენება კუჭში მჟავიანობის გასანეიტრალებლად), ერითრომიცინის (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივების, ლიპონავირი/რიტონავირის (გამოიყენება აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ) პრეპარატების გამოყენებისას, ან თუ ტარდება ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი : ეჯ ფარმა პრაივეტ ლიმიტედ
მუმბაი, ინდოეთი
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account